თუ ბიზნესის მართვა გიჭირთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ

სტარტაპის გაშვება სავარაუდოდ, რთული უნდა იყოს, რადგან დამფუძნებელთა აბსოლუტური უმრავლესობა უამრავ პრობლემებს ეჯახება. ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ უნდა შეხვდეთ მათ.
თუ ბიზნესის მართვა გიჭირთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ
ფოტო: Entrepreneur

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხშირად მსმენია, თუ როგორ აცხადებენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომ სირთულეების გადალახვა მოსწონთ, რადგან, ეს სირთულეები სწავლასა და ზრდას იწვევს. ასე რომ, თუ სწავლა და გაზრდა გსურთ, არ დაივიწყოთ,  რომ გამოწვევების არსებობა თავისთავად კარგია.

მართალია, ეს ხშირად მსმენია, მაგრამ მგონი,  ყველა არ ამბობს სიმართლეს. Bravely-ის  2018 წლის კვლევამ უჩვენა, რომ თანამშრომელთა 70 პროცენტი ერიდება თავის უფროსთან, კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთან რთულ საუბარს. ხოლო 53 პროცენტი - ტოქსიკურ სიტუაციებს იმით უმკლავდება, რომ საერთოდ იგნორირებას უკეთებს მათ.

მრავალი ჩვენგანი ამაყობს, რომ პრობლემების მოგვარება შეუძლია,  მაგრამ ისიც გასაგებია, თუ რატომ არიდებს თავს ამდენი თანამშრომელი სიტუაციებს, რომლებიც მათ არასასიამოვნო და სერიოზულ ჩარევას მოითხოვს.

მეორე მხრივ, თუ მნიშვნელოვანი შედეგების მიღება გსურთ, ეს  ხშირად იმას ნიშნავს, რომ  ამგვარი გამოწვევების მისაღებად მზად უნდა იყოთ. თუ თქვენთვის  კომპანიის მართვა არასასიამოვნოა და მძიმე, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, თქვენ სწორად აკეთებთ საქმეს. და აი, რატომ:

ეს რთული უნდა იყოს

ვინც ამბობს, რომ ბიზნესის მართვა მარტივია, სიმართლეს არ ამბობს. ვიცი, რომ პატარა კომპანიებსაც კი  რთული პრობლემები აქვთ გადასაჭრელი.  ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც მცირე ბიზნესსაც მართავს და იმასაც ადევნებს თვალყურს, როგორ ქნიან მეგობრები თავიანთ კომპანიებს.  

თუ თქვენ არ იფიქრებთ თქვენს მომხმარებლებსა და პასუხისმგებლობებზე, შესაძლებელია, სხვამ არც არავინ იფიქროს.ზრდისა და მშენებლობის ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს, და მთლიანად თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება კომპანიის პრაქტიკული შედეგები.   ეს უზომოდ დიდი ზეწოლაა.

გარდა ამისა, ყველას არ სურს, ან არ შეუძლია ბიზნესის მართვა და ამის მიზეზიც არსებობს. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე მუშაობას ადამიანი ასე  ადვილად რომ მიჰყავდეს გამდიდრებამდე,  ვინ არ ეცდებოდა? თქვენ საკუთრების მფლობელიც ხდებით კომპანიის შექმნით და ამავე დროს,  გამოწვევას უგზავნით არსებულ კომპანიებს. არსებული მდგომარეობის გაკონტროლება, შემოქმედებით აზროვნებას, სიძლიერესა და მზადყოფნას მოითხოვს.

ილონ მასკის მსგავსი ზეწარმატებული ანტრეპრენერებიც კი აწყდებიან სირთულეებს.  ქვემოთ, მხოლოდ რამდენიმე მათგანია განხილული:

• მისი პირველი PayPal (მაშინ x.com-ის სახელით იყო ცნობილ) პროდუქტი, 1999 წლის ათთაგან ერთ-ერთ ყველაზე ცუდ იდეად დაასახელეს.

• მისი პირველი ორი SpaceX რაკეტის გაშვება ვერ მოხერხდა.

• 2008 წელს, Tesla-ც და SpaceX-იც გაკოტრების პირას იყვნენ.

• ზოგჯერ გარკვეული პრობლემები მხოლოდ მასკის ბრალია. 2018 წელს, იგი ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მძაფრი ყურადღების ქვეშ მოექცა ერთი განცხადების გამო. კერძოდ, მან Twitter- ზე განაცხადა, რომ მისი კოპანიის დაფინანსება "უზრუნველყოფილი" იყო, რამაც Tesla კერძო კომპანიად აქცია.  მასკის ამ საქციელმა იმ წლის აგვისტოში კომპანიის აქციების ფასის 20 პროცენტით დაცემა გამოიწვია.

ზრდას სერიოზული კმაყოფილება მოაქვს

თუ კომპანიაში სერიოზული პრობლემები გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ხართ წარმატების მისაღწევად ან ცუდი აღმასრულებელი დირექტორი ხართ. უფრო მეტიც, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ზრდისა და მიზნების შესრულების პოტენციალი გაქვს.

მე ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ პრობლემების მოგვარებაზე ბრძოლა სიამოვნებას მანიჭებდა  და მხოლოდ ბოლო დროს მივხვდი, რომ ყოველთვის ასე არ იყო. საშინელი შეგრძნება მიჩნდება, როდესაც ვფიქრობ, რომ  საკმარისად ჭკვიანი არ ვარ და შეიძლება წარმატებას ვერ მივაღწიო.

მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა მანიჭებს კმაყოფილებას. ბოლო დროს, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმიანობა გახდა იმაზე დაფიქრება, თუ როგორი ევოლუცია განიცადა ჩემმა აზროვნებამ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და იმაზეც, თუ რა გავლენა მოახდინა ჩემმა პიროვნულმა ზრდამ ჩემს ბიზნესზე.

ერთია იმის ცოდნა, რომ პრობლემები ზრდასთან მიგვიყვანს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მათ პირისპირ ეჯახები. ქვემოთ რამდენიმე რჩევას გაეცნობით, თუ როგორ უნდა მოახერხოთ ეს:

გააცნობიერეთ, რომ გამოწვევები კარგია

პირველი ნაბიჯი გამოწვევების მიღებაა. როდესაც პირველად შემხვდა დაბრკოლებები, თვითკრიტიკული გავხდი, ვიფიქრე, რომ არ მქონდა ის თვისებები, რომლებიც წარმატების მისაღწევად იყო საჭირო.

სინამდვილეში, ასეთი პრობლემები ყველა დამფუძნებელს აქვს.  მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერი რთული გასაკეთებელია, ნაკლები ლიდერი არ იქნებით და ეს არც იმას ნიშნავს, რომ წარუმატებლობისთვის ხართ განწირული.

მოთმინება გამოიჩინეთ

როგორი კარგი იქნებოდა, ყოველ ჯერზე როდესაც დაბრკოლებას შეეჯახებით,  რაღაც ჯადოსნური გზით გამოსავალი გამოჩენილიყო. მაგრამ ასე იშვიათად ხდება. მოვლენებზე მეტისმეტად მძიმე რეაქციის გამოხატვისა და საკუთარი თავის დათრგუნვის ნაცვლად,  ტაქტიკურ მიდგომაზე იფიქრეთ.

მე არ ვამბობ, რომ სიზარმაცეს ან თვითკმაყოფილებას უნდა მიეცეთ. ცოტა ხანს შეჩერება და უკან დახევა, კარგი იდეა იქნებოდა. მთავარ პრინციპებზე და პრობლემების მიზეზებზეც საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეთ, გაარკვიოთ, რა ინფორმაცია გჭირდებათ, განსაზღვროთ რისი ტესტირება შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ, ვისთან უნდა ისაუბროთ და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ.

გამოსავალი სხვაგან ეძებეთ

როდესაც იმედგაცრუებული ვარ და დარწმუნებული არ ვარ, რომ მარტოსაც შემიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა, გამოსავალს სხვაგან ვეძებ.  მე Spotify-ს სია მაქვს, რომელიც სავსეა ცხოვრების ასეთი წუთებისადმი მიძღვნილი სიმღერებით, ისინი მაძლევენ ძალას და ოპტიმიზმს, რომ როგორღაც გავუმკლავდე ბრძოლას (ან სიმშვიდე და ჰარმონიული განწყობა მოვიპოვო მძიმე დღეებში).

ისაუბრეთ სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალას გმატებენ, თქვენი ჰობი გაიხსენეთ ან ახალი გამონახეთ, ბუნებაში გაატარეთ დრო. ძველ მეგობარს Zoom-ით დაუკავშირდით. სოციალური დისტანცია დაიცავით და შუადღისას ახლადგახსნილ სათამაშო მოედანზე სხვა მშობელთან ერთად გაისეირნეთ. სირთულეების დროს ნებისმიერი რამ გააკეთეთ,  რაც გამოგადგებათ. პრობლემების შემოქმედებითად მოგვარებაში კი, ყველაზე მეტად თქვენი სიმამაცე და თავდაჯერება დაგეხმარებათ.

Latest on Entrepreneur