Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

მისი შენახვა -20°C ტემპერატურაზეც შესაძლებელია
Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე დღე გავიდა Pfizer-ის მიერ Covid-19-ის ვაქცინის ეფექტიანობის გახმაურებიდან და უკვე გაუმჯობესებული ვაქცინა გვაქვს. მსოფლიო მოიცვა სამედიცინო კომპანია Moderna-ს ვაქცინის სიახლემ, რომელიც 95%-იან ეფექტიანობას განაპირობებს და ამ მაჩვენებლით 5%-ით უმჯობესია ზემოთხსენებულ ვაქცინაზე. აღსანიშნავია, რომ 30 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მედიკამენტის ტესტირებაში მონაწილეობა. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ Moderna-ს ვაქცინის შენახვა არც ისე დაბალ ტემპერატურაზეა (-20°C) საჭირო, როგორც ეს Pfizer-ის ვაქცინის (-75°C) შემთხვევაში იყო. 

Moderna-ში ააცხადებენ, რომ ეს ”დიდი დღეა” და ისინი გეგმავენ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე დასტურის მისაღებად. 

მიუხედავად ამ საიმედო ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ ადრეული მონაცემებია და ძირითადი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია ამ ეტაპზე, რაც თანდათან უნდა გაირკვეს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი პაციენტებში, საჭიროა მოხალისეებზე დაკვირვების გაგრძელება.

Latest on Entrepreneur