📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რიჩარდ ბრენსონმა ილონ მასკს გაუსწრო: Virgin Hyperloop ისტორიაში შევიდა ეკიპაჟის პირველი ტესტით კომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა ახალი ტიპის ტრანსპორტით გაისეირნა. საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდა იმას, რომ სამყაროში გადაადგილების სრულიად ახალი ტიპის საშუალება გამოჩენილიყო.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNN

Virgin Hyperloop-მა მსოფლიოში პირველი Hyperloop გამოსცადა მგზავრებთან ერთად. Virgin-ის ტრანსპორტირების ახალი ფორმის: ექსპერიმენტული Pod-2 (XP-2)-ის პირველი მგზავრები იყვნენ კომპანიის თანადამფუძნებელი და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, ჯოშ გიგელი და მგზავრების მომსახურების მიმართულების დირექტორი, სარა ლუჩიანი.

კომპანია 2014 წელს არის დაარსებული და მას შემდეგი ბევრი სახელი გამოიცვალა, მათ შორის, Hyperloop Technologies, Hyperloop One და Virgin Hyperloop One, მაგრამ მას ყოველთვის ერთ მიზანზე ჰქონდა გამახვილებული მთელი ყურადღება: მთლიანად სურდა ადამიანების მგზავრობის წესის შეცვლა. ექვსი წლის შემდეგ, ლუჩიანიმ და გიგელმა ნევადას უდაბნოში წამში 48 მეტრის სიჩქარით 500 მეტრი გაიარეს. "ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ამ ოცნების ასრულებისკენ", – თქვა გიგელმა. "ეს დიდი მოვლენაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვისაც აქ, დედამიწაზე პროგრესის მიღწევა და მიზნების შესრულება სურს".

ამ წყვილმა ორკაციანი XP-2-ით პირველი რეისი ლას - ვეგასის Virgin's DevLoop- ის საცდელ პოლიგონზე შეასრულა, სადაც კომპანიამ იქამდე ამ ტრანსპორტირების საშუალების 400- ზე მეტი ტესტი ჩაატარა მგზავრების გარეშე.

სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი უსაფრთხოების მრავალი სისტემით არის აღჭურვილი და ეს სისტემები მომავალ კომერციულ hyperloop-საც ექნება. იგი გაცილებით დიდი ზომის იქნება, 28 მგზავრს დაიტევს და 670 მილი / სთ სიჩქარით იმოძრავებს. ის იმდენად სწრაფია, რომ 382 მილს, ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე მანძილს, მხოლოდ 45 წუთზე ნაკლებ დროში დაფარავს იმ დროს, როდესაც ეს - თვითმფრინავით 1,5 საათიან მგზავრობას მოითხოვს, ხოლო ავტომობილით - ექვს საათს.

"Hyperloop უბრალო ტექნოლოგიაზე გაცილებით მეტია. მთავარი ის არის, თუ რის საშუალებას იძლევა იგი", – განაცხადა ლუჩიანიმ. "ჩემთვის ეს ყველაფერი კომფორტულ მგზავრობას უკავშირდება. მომავლის პროექტირებისას ყველაზე უკეთესი ის არის, თვითონ გამოსცადო ეს ყველაფერი. ასე არ არის, განა სხვა რაიმე უკეთესი გზა არსებობს?".

ეს Virgin Hyperloop-ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, მან გასულ თვეს Hyperloop-ის სერტიფიკაციის ცენტრად დასავლეთ ვირჯინია დაასახელა. წლის დასაწყისში აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა (USDOT), და ახალი და არატრადიციული სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების საბჭომ (NETT) Hyperloop-ის რეგულირების სისტემები წარმოადგინეს შეერთებულ შტატებში.

"ბოლო რამდენიმე წელია, რაცVirgin Hyperloop- ის გუნდი ინოვაციური ტექნოლოგიების რეალობად ქცევაზე მუშაობდა", – განაცხადა Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა. "ტესტი წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინოვაციების ეს სული ნამდვილად შეცვლის ადამიანების ცხოვრების, მუშაობისა და მოგზაურობის წესს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან