You can be on Entrepreneur’s cover!

აზროვნებისა და ზრდის 4 სტრატეგია, რომელიც თქვენი ბიზნესის შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ გამბედაობა მოიკრიბეთ და დიდი ნაბიჯი გადადგით - ასე დაიწყეთ საქმიანობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჩვენ ანტრეპრენერები ვართ და სულ ჩვენი კომპანიის ზრდა-განვითარებაზე ვფიქრობთ. მართალია, ჩვენი მიღწევების გადახედვა გვიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, თუ რა ეტაპები გველოდება წინ.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბიზნესის ზრდა უწყვეტი პროცესი არ არის. გზად დაბრკოლებებიც მრავლად შეგვხვდება და ჩავარდნებიც, და თუ ზოგად სურათს არ დავინახავთ, შეიძლება ჩრდილებმა და მოსახვევებმა საერთოდ აგვიბნიოს გზა. გარდა ამისა, ისეთი პრობლემებიც შეგვხვდება, ეჭვიც კი შეგვეპარება, ღირს თუ არა საერთოდ ბრძოლის გაგრძელება ოცნებების ასახდენად და წარმატების მისაღწევად.

მთავარია, სწორად ვიაზროვნოთ და ზრდის სწორი სტრატეგიები გამოვიყენოთ. ქვემოთ ოთხ მათგანს გაეცნობით, რომელიც თქვენსას უნდა დაუმატოთ.

1. ივარჯიშეთ, რომ "10x > 10 %" ზრდაზე იფიქროთ

ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე კარტს ამოიღებს მთელი დასტიდან, არევს მათ და "ყველაზე უსაფრთხო" კარტებით იწყებს თამაშს. ასეთები შედეგად მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიას იღებენ, რაც ასე მნიშვნელოვანია მათთვის, მაგრამ ეს არის და ეს. ისინი ვერასდროს გამოცდიან, თუ რას ნიშნავს მშფოთვარე ცხოვრება ყველაზე გაბედული ოცნებებით წარმატებაზე.

ამის საპირისპიროა აზროვნება, „10x> 10 %". ეს ყველაზე დიდ შედეგზე ფიქრია, რაც შეიძლება ნებისმიერი საქმიანობიდან მიიღოთ. ეს თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა და უშიშარი ძიებაა იმისა, რის მიღწევაც გსურთ.

მაგალითად, თქვენი მიზანია მომავალ წელს თქვენი ბიზნესის შემოსავლის გაზრდაა. თუ 10 პროცენტიან ზრდაზე ფიქრობთ, თქვენი შემოსავალი თვეში $5,000 -დან $5 500-მდე უნდა გაზარდოთ. მეორეს მხრივ, 10x ზრდის აზროვნება გიბიძგებთ, რომ ის თვეში $5,000-დან $50,000-მდე გაზარდოთ.

მე მაგალითად,10x > 10% აზროვნებაზე ვვარჯიშობდი Express Writers- ში ჩვენი საინფორმაციო სტრატეგიის სერვისების განახლებისას. მე შემეძლო "თავი დამეზღვია" და მხოლოდ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომები გამესწორებინა, ან რაიმე პატარა ფუნქცია დამემატებინა, მაგრამ ასე არ მინდოდა. ამის ნაცვლად, 10x ზრდაზე ვფიქრობდი, ამიტომ მთელი პროდუქტი გადავაკეთე, ჩემი გუნდისთვის ყველა შიდა ტრენინგი თავიდან დავწერე და ხუთგვერდიანი ანალიზი, 25 სლაიდის დასტად ვაქციე.

ჩვენი ძველი საინფორმაციო სტრატეგიის გეგმაში ინფორმაციის თვალსაზრისით მინიმალური რაოდენობის შეთავაზებები იყო. ახალი პროდუქტი კი, SEMrush გვერდის სრული აუდიტთან ერთად იყო წარმოდგენილი, ვებ-გვერდის მდგომარეობის შეფასებით, დომენის ანალიზით, ტენდენციების დეტალური აღწერილობით შესაბამის ინდუსტრიაში და სრულფასოვანი ბიუჯეტით, რომლის გამოყენებაც შეგეძლოთ იმ ინფორმაციის დასადგენად, რომელსაც ტრაფიკი მოაქვს.

შედეგი? ჩვენ კლიენტები ამ ახალი გეგმით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

2. გახსოვდეთ, რომ ყოველი დღე გამარჯვებაა, როდესაც არ დანებდებით

გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია ყოველი დღე 10x ზრდის დღე იყოს. რთული დღეებიც მრავლად იქნება, და საკუთარ თავს ბევრჯერ ჰკითხავთ, - საერთოდ ღირს კი ეს ბრძოლა იმისთვის, რასაც ვაკეთებ.

როდესაც ასეთი დღეები გექნებათ, არ უნდა დანებდეთ. მე პირადად მომწონს, რასაც Instagram -ის ზრდის ექსპერტი დერიკ ციმერმანი ამბობს, გზის გაგრძელების შესახებ. "დღეს ვიღაც ფარხმალს დაყრის", – ამბობს იგი. – მაგრამ ეს შენ არ იქნები".

როდესაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, დაჯექით და ერთი წუთით ამოისუნთქეთ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ხვალ იტყვით უარს ყველაფერზე, მაგრამ დღეს, ნამდვილად არა. როდესაც მეორე დღე დადგება, ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ და ასე გააგრძელეთ, ვიდრე წამოდგომას არ შეძლებთ იმ ადგილიდან, რომელშიც ჩარჩით და თავიდან არ დაიწყებთ ბრძოლას თქვენი მიზნების მისაღწევად.

3. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ერთდროულად ყველაფერს ვერ გააკეთებთ

წარმატება ერთბაშად კი არა, პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. ბიზნესის ზრდა- განვითარების პროცესში, ისეთი წამებიც იქნება, როდესაც ყველაფერი უკიდურესად დამთრგუნველი მოგეჩვენებათ. ვიდრე მწვერვალს მიაღწევთ, ძალიან ბევრი საფეხურის გავლა მოგიწევთ და ვერც იმაში იქნებით დარწმუნებული, რომ ოდესმე მიაღწევთ მას.

როდესაც ასე იგრძნობთ თავს, გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ. გრძელვადიანი მიზნები დაისახოთ, შემდეგ კი მთელი ძალა მოახმაროთ მათკენ მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმას. ასე უნდა განაგრძოთ საქმიანობა და ზრდა, და იქ უფრო მალე მიხვალთ, ვიდრე ელოდით.

4. ადამიანურ ურთიერთობებზე იფიქრეთ

მწვერვალამდე მიღწევაზე ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მარტონი ვიქნებით, ამას ვერ შევძლებთ. უდიდეს ისტორიულ პიროვნებებსაც კი ჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც რთულ წამებში ეყრდნობოდნენ, მიქელანჯელოსთვის ასეთი მეგობარი ვიტორია კოლონა იყო.

არც ბიზნესია გამონაკლისი, აქაც ასე ხდება. თუ შორს წასვლა გვსურს, მხარდამჭერი სისტემა აუცილებელად დაგვჭირდება, რომელიც ფეხზე წამოგვაყენებს, როდესაც დავეცემით და მძიმე დღეებს გადაგვატანინებს. გვერდით აუცილებლად უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც ჩვენზე იზრუნებენ.

საკუთარ თავს თავისთავად განვაწყობთ წარმატების მისაღწევად, როდესაც ისეთ ადამიანებთან ერთად ვმუშაობთ, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

"ნებისმიერ საქმეში მთავარია მოხერხებული იყო" - ევა ლონგორია

მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!