You can be on Entrepreneur’s cover!

Sandogold.ge - ოქროს სამკაულის სანდო არჩევანისთვის შეარჩიეთ სასურველი სამკაული ონლაინ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოქროს სამკაულისა და ნაკეთობის შეძენა ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ეს პროცესი გამარტივდეს, ოქროს ნივთის შეძენა კი მსურველისთვის სასიამოვნო და მოქნილ პროცესად იქცეს, ინტერნეტსივრცეში ვებგვერდი Sandogold.ge გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შინიდან გაუსვლელად გაეცნოთ ოქროს სამკაულების კატეგორიზებულ ასორტიმენტს და არჩევანი სასურველ ნამუშევარზე შეაჩეროთ. ვებგვერდის ფუნქციონალების მეშვეობით, ნივთის ზომისა და ოქროს სინჯის შერჩევის შემდეგ, სისტემა ავტომატურად მის ღირებულებას გამოიანგარიშებს, რის შემდეგაც მომხმარებელი პლატფორმაზე უკვე შეკვეთის მომენტალურად განთავსებას შეძლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას სამკაულის შექმნა საკუთარი დიზაინით სურს, შეუძლია „ინდივიდუალური შეკვეთის" ფორმატით ისარგებლოს: ატვირთოს www.sandogold.ge-ზე შესაბამისი ფორმა, სასურველი სამკაულის ესკიზი, და დაამატოს კომენტარი (მაგალითად, შესაძლოა მომხმარებელს სამკაული გრავირებული წარწერით სურდეს). ფორმის გაგზავნის შემდეგ, უკვე დეტალებზე და შეკვეთის გასაფორმებლად, მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე მას კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

თუ მომხმარებელმა არ იცის თითის ზომა, რომელიც საჭიროა ბეჭდის შესაკვეთად, შეუძლია სპეციალური სერვისით − „კონკია" ისარგებლოს. კომპანიის წარმომადგენელი მასთან ადგილზე მივა და თითის ზომას აიღებს.

სულ მალე კი, ინდივიდუალური შეკვეთის სურვილის შემთხვევაში, ესკიზების საფუძველზე 3D-მოდელის შექმნაც იქნება შესაძლებელი, რათა დამკვეთმა სამკაულის საბოლოო სახე კარგად აღიქვას.

ამასთანავე, „სანდო გოლდი" ქარხნულ წუნზე 1-წლიან გარანტიას, ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს, საქართველოში დამზადებულ უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთ შეფუთვასა და ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას გვთავაზობს.

„როდესაც საქმე ოქროს სამკაულის შეძენას ეხება, ადამიანთა უმეტესობა კონკრეტულ საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება, ამ მიმართლებით კი ბაზარი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დიდია. თუმცა, არსებობს კატეგორია, რომელთაც არ სურთ ან არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ძვირადღირებული ბრენდული ნაწარმით, ან უნდათ საკუთარი დიზაინით შეუკვეთონ სამკაული ოქრომჭედელს. შესაბამისად, მათი უმეტესობა „გოლდ მარკეტს", იგივე „ოქროს ბირჟას" სტუმრობს, სადაც აქვს შესაძლებლობა შეარჩიოს სამკაული სასურველ ფასად. ხშირ შემთხვევაში კი, ამ ყველაფერს დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. „სანდო გოლდი" ერთი მხრივ ზოგავს მომხმარებლის დროს, ხოლო მეორე მხრივ არის სანდოობის გარანტი, რაც განპირობებულია ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილებით ოქროს ინდუსტრიისა და ბიზნესის მიმართულებით", − სანდრო კვიციანი, „სანდო გოლდის" გაყიდვების მენეჯერი.

ვებგვერდის შექმნა ბოლოდროიდნელი ვითარებიდან და ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე გახდა აქტუალური. სწორედ მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში შეზღუდვები და „ლოქდაუნი" დაიწყო, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კი დაიხურა, აქტიურად გაჩნდა მოთხოვნა ოქროს სამკაულზე. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვადასხვა მიზეზთა გამო სათანადოდ ვერ ხდებოდა. გუნდმა იდეაზე მუშაობა პანდემიის საწყისი პერიოდიდან დაიწყო და მალე ფუნქციურად დახვეწილი, სრულყოფილი პლატფორმა შექმნა, რომლითაც მომხმარებელი, გარდა იმისა, რომ სამკაულის შერჩევის მოქნილ შესაძლებლობას იღებს, იმ პრობლემებისგან, რაც ამ სექტორში ხშირია, თავს საკმაოდ დაცულადაც გრძნობს.

„სანდო გოლდი" შეკვეთის მიღებიდან მის დასრულებამდე პირადად ახდენს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს ოქროს სინჯის ნამდვილობას ლაბორატორიებში და მხოლოდ ამის შემდეგ აწვდის მომხმარებელს შეკვეთილ ნივთს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად არის დაცული. ამასთანავე, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით იძენთ სანდო მეგობარ ოქრომჭედელს, რომელსაც თქვენი ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია და თან მუდამ მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას. ამასთანავე, ეს არის სრულიად ახალი გადაწყვეტილება კონკრეტულ სექტორში, სადაც მომხმარებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები, რათა თავად შეარჩიოს სასურველი სამკაული და მოდიფიკაციის საშუალებით გახადოს იგი მისთვის შესაფერისი ღირებულების, დაუკავშირდეს ჩვენს გუნდს და მიმართოს ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია ლეპტოპიდან ან სმარტფონიდან, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე", − ამბობენ „სანდო გოლდის" გუნდის წევრები.

პლატფორმაზე განთავსებული თითოეული სამკაულის ფოტოსურათი „სანდო გოლდის" გუნდის მიერაა გადაღებული და საგანგებოდ დაუმუშავებელი. ეს კი იმიტომ, რომ მომხმარებელმა სამკაულის ვიზუალი რეალურად აღიქვას: „არ გვინდა ჩვენი მომხმარებლები ნაცნობი ფრაზის − „რა შევუკვეთე, რა ჩამომივიდა" მსხვერპლნი აღმოჩნდნენ".

დამატებითი სიახლე, რომელსაც „სანდო გოლდი" მომხმარებლებს დღე-დღეზე შესთავაზებს, Space-ის ონლაინგანვადება გახლავთ, რაც მომხმარებლებს ბოლოდროინდელი ფასების ზრდიდან გამომდინარე, დამატებით კომფორტს შეუქმნის.

„სამომავლოდ, ჩვენი გეგმაა, რომ უფრო მეტ ქართველ დიზაინერთან და ოქრომჭედელთან ვითანამშრომლოთ, რაც ერთი მხრივ ქართული ოქროს წარმოებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კოლექციების გამრავალფეროვნებას, რაც ასევე ჩვენი კომპანიის ძირითად მიზანია. გვინდა მომხმარებელს ფართო და საინტერესო არჩევანი შევთავაზოთ სამკაულის ნაირსახეობის ყველა კატეგორიაში. გვჯერა, სისტემა, რომელიც დავნერგეთ, უახლოეს მომავალში მომხმარებლების განუყრელი ნაწილი გახდება".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი