You can be on Entrepreneur’s cover!

Partu Caru-სგან - ნაწილების მიწოდების სერვისი შეზღუდვების პირობებში სტარტაპის პასუხი შეზღუდვებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როგორც იცით დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია, რომელიც 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე გაგრძელდება და რომლის მიხედვითაც ავტონაწილების მაღაზიებს მოუწევთ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა.

მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, ქარუმ გადაწყვიტა ნაწილების მოძიების სერვისიც დაიმატოს. პროცესი კი ასეთია - ავსებთ მარტივ განაცხადს partu.ge-ზე, უთითებთ რა ნაწილები გინდათ, ისინი კი მოგიძებნიან რომელ მომწოდებელს აქვს ეს ნაწილი, შეგითანხმებენ ფასს, შემდეგ კი თუ გენდომებათ ადგილზეც მოგაწვდიან. სერვისი 28 ნოემბრიდან გაეშვება.

„შექმნილი შეზღუდვები ძალიან გაართულებს ნაწილების მოძიების პროცესს ადამიანებისთვის. ჩვენ, ნაწილების მოძიების სერვისი აქამდე არ გვქონდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ადამიანებს დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებითა და მომწოდებლების ბაზით" - განაცხადა Entrepreneur-თან საუბრისას CARU-ს დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ.

შეგახსნებეთ CARU მომხმარებლებს აკავშირებს ავტოასისტენტებთან, რომლებიც დროულად და ადეკვატურ ფასში უზრუნველყოფენ პრობლემური ავტომობილის შეკეთებას. კომპანია მომხმარებელსა და ავტოასისტენტს შორის შუამავლის როლში გვევლინება. მართალია CARU-ს ფუნქცია მომსახურება არ არის, მაგრამ იგი აკონტროლებს ავტოასისტენტთა სამუშაოს შესრულების ხარისხს – სტარტაპი დროგამოშვებით ახორციელებს კვლევებს, რომლითაც იქმნება ასისტენტთა რეიტინგი. სწორედ პერიოდულ მონაცემებზე დაკვირვება უზრუნველყოფს კვალიფიციური ასისტენტების აღმოჩენასა და შენარჩუნებას.

CARU 2018 წელს ნიკა აბაშიძემ დააფუძნა. პროფესიით ფინანსისტს, მსგავს სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცილება უკვე დაგროვილი ჰქონდა. ამას დაემატა მანქანების სიყვარული და სურვილი, შეექმნა ინოვაციური პროდუქტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი