You can be on Entrepreneur’s cover!

ფოკუსირება ადამიანზე და მის საჭიროებებზე - ლელა სალაყაია (ვიონი საქართველო) "ვიონი საქართველო" (ბრენდი "ბილაინი"), 370 დასაქმებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge
ლელა სალაყაია, CPO „ვიონი საქართველო“

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიას ადამიანები ქმნიან, შესაბამისად, ჩვენი მიდგომა ადამიანზე და მის საჭიროებებზე ფოკუსირებაა; ჯანსაღი და მყარი კორპორაციული კულტურა, რომელსაც ქმნის მენეჯმენტისა და თითოეული თანამშრომლის მიერ გააზრებული და გათავისებული ღირებულებები; კორპორაციული ეთიკა, რომელიც კულტურის ნაწილია, მაგრამ მინდა ცალკე გამოვყო, რადგან ეს არა მარტო ერთმანეთთან თანაბარ, სამართლიან, ეთიკურ და კოლეგიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს, არამედ გახლავთ ჩვენს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი; თანამშრომელთა ჩართულობა, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი წლის შედეგები მათთან ერთად განიხილება და განვითარების გეგმები ისახება მათივე მონაწილეობით; შეკრული კროს-ფუნქციური გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ახალი გამოწვევისთვის, რაც ასე დამახასიათებელია ციფრული ბიზნესისათვის.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის დაწყებიდან საქართველოში პირველებმა გადავიტანეთ ჩვენი სამუშაო ოფისები სახლებში. ეს შეეხო არა მარტო Back office-ის თანამშრომლებს, არამედ სატელეფონო ცენტრის ოპერატორებსაც კი. თებერვალში დაწყებული მოვლენებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ გადავეწყვეთ დისტანციურ მოდელზე და 16 მარტიდან მთელი კომპანია დისტანციურად ვმუშაობდით. ეს არ იყო ჩვენთვის რთული, რადგან მანამდეც გვქონდა დანერგილი Bee Free, ანუ „იყავი თავისუფალი" პოლიტიკა, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს აძლევდა შესაძლებლობას კვირაში ორჯერ, ოფისის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ადგილიდან ემუშავათ. პანდემიის პირობებში კი ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ჩვენ საქართველოში პირველებმა დავნერგეთ „იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკა და მას შემდეგ ასე ვაგრძელებთ მუშაობას.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

დისტანციურ პირობებში ეს არცთუ მარტივი საქმეა, რადგან ყოველდღიური Offline-შეხება არ გაქვს თანამშრომლებთან, მაგრამ ჩვენი კორპორაციული ონლაინპლატფორმების, ისეთების, როგორიცაა Skype for business, BlueJeans, Workplace by facebook სრული უტილიზაციის საშუალებით, მუდმივად ხაზზე ვართ ერთმანეთთან. ვატარებთ ონლაინ Town Hall-ებს, სხვადასხვა ცოცხალ ჩართვას, პარასკევის Coffee-break შეხვედრებს; თანამშრომლები მუდმივად საქმის კურსში არიან ისეთ მოვლენებზე, რომელთა შესახებ ჩვეულ რეჟიმში ინფორმაცია ყოველთვის ჰქონდათ.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა ტალანტებისთვის, რომელთა გამოვლენა ხდება ყოველწლიური შეფასების სისტემისა და პოტენციალის შეფასების საფუძველზე. ტალანტების გამოვლენას ვახდენთ მაკინზის სპეციალური მეთოდით. მას შემდეგ კი, რაც კოლეგიალურად ვამტკიცებთ კომპანიის მასშტაბით ტალანტების გუნდს − Talent pool, მათთვის ისახება დაწინაურების სპეციალური პროგრამები. სწორედ ეს ტალანტები მოიაზრებიან მენეჯერული პოზიციების ე.წ. Successor-ებად. ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია შიდა კადრის დაწინაურება ან სხვა პოზიციაზე გადაყვანა, ამიტომ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია გვაქვს კომპანიაში.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

კვალიფიკაციის ამაღლებისთვის რამდენიმე მიმართულება ავირჩიეთ. ეს არის, ერთი მხრივ, დასწრებული ტრენინგები და მეორე მხრივ, ონლაინ ტრენინგები, ამისთვის კი კომპანიაში გვყავს ციფრული მეგობარი Savvy, რომელიც თითოეული თანამშრომლის გზამკვლევია ონლაინსწავლების სივრცეში, სადაც ჩვენი თანამშრომლებისთვის LinkdIn-ისა და Coursera-ს ონლაინკურსები უფასოდ არის ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში კომპიუტერზე, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ამ ტიპის სწავლება იმდენად პოპულარულია ჩვენს კომპანიაში, რომ ჩვენი ჯგუფის (VEON) მასშტაბით კომპანია სწავლების საათების მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამშრომლებს, გარდა პროფესიული კურსებისა, შესაძლებლობა აქვთ აიღონ ისეთი კურსები, რომლებიც უბრალოდ მათი ინტერესის სფეროში შედის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"