You can be on Entrepreneur’s cover!

Herbalife Nutrition - მარტივი გზა მეწარმეობისკენ მსოფლიო მასშტაბით Herbalife Nutrition საკუთარი ქოლგის ქვეშ 8900 თანამშრომელსა და 2,3 მილიონ დამოუკიდებელ პარტნიორს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
ირაკლი ჩაჩანიძე, Herbalife Nutrition-ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი

Herbalife Nutrition უკვე 40 წელია კვების გლობალურ ინდუსტრიაში წარმატებით ოპერირებს და 95 ქვეყანას მოიცავს. 1980 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ მიზნად მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის ჯანსაღი კვებითი ჩვევებისა და ბალანსის მხარდაჭერა, მასში აქტიურად ჩართული მეცნიერების დახმარებით დაისახა. აღსანიშნავია, რომ Herbalife Nutrition პირდაპირი გაყიდვების მქონე კომპანიაა. მსოფლიო მასშტაბით ის საკუთარი ქოლგის ქვეშ 8900 თანამშრომელსა და 2,3 მილიონ დამოუკიდებელ პარტნიორს აერთიანებს.

საქართველოში კომპანია 9 წლის წინ გამოჩნდა და პირდაპირი გაყიდვების მოდელით საკმაოდ ბევრი მომხმარებელი თუ დამოუკიდებელი პარტნიორი დააინტერესა. თუ რა პრინციპებით მუშაობს Herbalife Nutrition, როგორია მისი ბიზნესმოდელი და როგორ ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას, ამის შესახებ ირაკლი ჩაჩანიძე, Herbalife Nutrition-ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი, გამოცდილებას გვიზიარებს:

Herbalife Nutrition − დაბალანსებული კვების მსოფლიო ექსპერტი, წელს უკვე 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ესაა პირდაპირი გაყიდვების კომპანია, რაც ნიშნავს, რომ ის საკუთარ პროდუქტებს დამოუკიდებელი პარტნიორების ქსელის საშუალებით ყიდის. თითოეული დამოუკიდებელი პარტნიორი კი ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც საკუთარ ბიზნესს დიდი ბრენდის ფრთის ქვეშ მართავს. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან და ავითარებენ კლიენტთა საკუთარ წრეს, კომპანია კი აწვდის მათ ხარისხიან პროდუქტებს, მხარს უჭერს ტრენინგებით, მარკეტინგის, ღონისძიებების ორგანიზებითა და სხვადასხვა ინსტრუმენტით. პირდაპირ გაყიდვებს, როგორც ბიზნესმოდელს, არაერთი უპირატესობა აქვს. ხშირად ადამიანებს არ ესმით დამატებითი ღირებულების მნიშვნელობა, რასაც ჩვენ შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქტთან ერთად იღებს. ეს ღირებულება კი ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორის მიერ გაწეულ მომსახურებაში მდგომარეობს. დაბალანსებულ კვებაზე გადასვლა და ცხოვრების წესის შეცვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება მარტომაც სცადოთ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დასახული მიზნების მიღწევა გაცილებით ადვილი და ეფექტური, კონსულტანტის მეთვალყურეობითაა − ისევე, როგორც თანამოაზრეთა წრეში. ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები მოქმედებენ როგორც ასეთი კონსულტანტები. ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბებში კი ქმნიან კონტაქტების წრეს და გარემოს, რომელიც ზრდის მოტივაციას. ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების უმეტესობას თავად აქვს გავლილი მსგავსი გზა და არაჩვეულებრივად ესმით იმ ადამიანთა მოთხოვნები, ვინც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება გადაწყვიტა. ისინი უზრუნველყოფენ პირად კონსულტაციებს, ადგენენ ინდივიდუალური კვების გეგმას და აკონტროლებენ მის შესრულებას, ეხმარებიან კლიენტს მიზნების დასახვაში, უწევენ სამოტივაციო დახმარებას და მუდმივად აქვთ მათთან კონტაქტი".

ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად და ძირითადი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების პარალელურად, კომპანიამ ციფრულ ტენდენციებთან ადაპტირება წარმატებით შეძლო. მეტიც − ამაში მთელი რიგი ახალი შესაძლებლობები დაინახა და ტრანსფორმაციას მოქნილად შეუდგა. როგორც ამბობენ, ბიზნესპროცესების უმეტესი ნაწილის ციფრულ არხებზე გადაწყობას მხოლოდ ექვსი თვე დასჭირდა. წევრებისთვის ყველა საგანმანათლებლო და სამოტივაციო ტრენინგი კი მხოლოდ ონლაინფორმატში მიმდინარეობს. ფაქტობრივად, კომპანიის ყველა ბიზნესინსტრუმენტი, მათ შორის ის, რომელსაც პარტნიორები მომხმარებლებთან ყოველდღიურად იყენებენ, გაციფრულდა.

მოქნილი სამუშაო შესაძლებლობების გამო, იზრდება დამოუკიდებელი პარტნიორობის მსურველთა რიცხვიც, რომელიც ყველას შეუძლია გახდეს. საწყის ეტაპზე კომპანიას ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა ან შეზღუდვა არ გააჩნია. დამოუკიდებელ პარტნიორებში შედიან სხვადასხვა პროფილის ადამიანები. Herbalife Nutrition ღიაა ყველასთვის. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს დამოუკიდებელი პარტნიორობის სურვილს. დაკვირვებებმა კი აჩვენა, რომ ყველაზე დიდ წარმატებას ის დამოუკიდებელი პარტნიორები აღწევენ, რომლებმაც თავად გაიარეს კლიენტის გზა. ეს გამოცდილება ეხმარება მათ უკეთ გაიგონ, თუ რა სჭირდება მომხმარებელს და როგორ მუშაობს პროდუქტი. საკუთარი ბიზნესის წამოწყების, როგორც პირდაპირი გაყიდვების კომპანიის ნაწილის, მთავარი უპირატესობა კი მინიმალური ფინანსური რისკ-ფაქტორები და ინვესტიციების შესაძლებლობებია.

„მომავალ მეწარმეებს ყველაზე მეტად საწყისი კაპიტალი აინტერესებთ. რაც უნდა მცირე ბიზნესი იყოს, დამწყები მეწარმისთვის, საწყისი ინვესტიციის ოდენობა ყოველთვის დიდია. საჭიროა სადმე სესხის აღება ან კაპიტალის წინასწარ მოგროვება. ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის მიწოდებასთან პარტნიორამდე, ჩვენი კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

კომპანიის გამოცდილი დამოუკიდებელი წევრები განსაკუთრებულ მხარდაჭერას ახალგაზრდებს უცხადებენ, უზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას ბიზნესის სწორი მენეჯმენტის შესახებ. ონლაინ მუშაობა კი ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. თქვენ არ გყავთ უფროსი ან ოფისი, შეგიძლიათ გრაფიკი ინდივიდუალურად დაგეგმოთ, შემოსავალი კი სამუშაოს შესრულების ძალისხმევაზეა დამოკიდებული. საქართველოში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას და დამოუკიდებელ ბიზნესს Herbalife Nutrition-თან ერთად იწყებს", − ამბობს ირაკლი ჩაჩანიძე.

თავად კომპანია კი უწყვეტ სვლასთან ერთად, მრავალწლიანი გაყიდვების მოდელს უცვლელად ტოვებს და აცხადებს, რომ მასა და დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის 40 წლის განმავლობაში არსებული ურთიერთობის ფორმის შეცვლას არ აპირებს. ტრადიციული ღირებულების შენარჩუნებასთან ერთად კი ციფრული მიმართულების განვითარებასაც წარმატებით ახერხებს. კომპანიას უფრო მეტ, სამომავლო წარმატებებზე საუბრის საფუძველს ერთგულ მომხმარებელთა და გუნდის წევრთა ის მზარდი რაოდენობა აძლევს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ღირებულებას საფუძვლიანად იზიარებენ.

„მომავალს დიდი მოლოდინითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლები და გუნდია. ამავე დროს, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ კვებაზე. ჩვენ გვყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებმაც მიაღწიეს საოცარ შედეგებს და ამ შედეგებს სხვებსაც უზიარებენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამაა. ამიტომ, ვაპირებთ წინსვლას დინამიკური განვითარების გზაზე. ამასთანავე, ჩვენი საქმიანი მიზნების მიუხედავად, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას, დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ისინი ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობას კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრებით დაუბრუნდნენ. ადამიანები უფრო შეგნებულ დამოკიდებულებას იჩენენ საკუთარ თავთან და მეტი აქტიურობის სურვილს გამოთქვამენ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია მზარდი სამეწარმეო ინტერესი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით დღეს. ციფრული განვითარების ახალი შესაძლებლობები კი ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს, თავიანთი საქმიანობის სფეროსა და ბიზნესის მნიშვნელოვნად გაზრდაში ეხმარება", − გვიზიარებს ხედვებს ირაკლი ჩაჩანიძე.

დინამიკური განვითარების პარალელურად, კომპანია დროსა და ძალისხმევას CSR-აქტივობებსაც უთმობს, რომელიც მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. Herbalife Nutrition-მა ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი დააარსა. კომპანიის საქართველოს ოფისი კი ბოლო 5 წელია ქვეყანაში არსებულ ბავშვთა თავშესაფრებსა და სხვა დაწესებულებებს აქტიურად ეხმარება.

უმთავრესი მიზნის − ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის კვალდაკვალ კი კომპანია არაერთ საქველმოქმედო ხასიათის სპორტულ აქტივობასაც უცხადებს მხარდაჭერას. მათ მიმართ თანამშრომელთა აქტიურობა და ღიაობა მუდმივად მაღალია. ერთ-ერთ ასეთ მარათონზე, 2018 წელს მან რეკორდიც კი მოხსნა, რადგან ყველაზე წარმომადგენლობითი − 900-კაციანი მოტივირებული გუნდით მიიღო მონაწილეობა.

ყველა ამ გზითა და შესაძლებლობით კი Herbalife Nutrition საკუთარ დიდ, საერთაშორისო გუნდთან ერთად ყოველდღიურად ცდილობს, მსოფლიოს გარშემო რაც შეიძლება მეტ ადამიანს მხარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაუჭიროს და ამისათვის მათ მუდმივი სტიმული მისცეს.

*ნებისმიერი მტკიცებულება წონის კონტროლთან მიმართებაში უკავშირდება Herbalife Nutrition-ის წონის კონტროლის პროგრამას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს დაბალანსებულ დიეტას, სისტემატიურ ფიზიკურ ვარჯიშს, აუცილებელი რაოდენობით სითხის ყოველდღიურ მიღებას, საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას და საკმარის დასვენებას. ყველა შედეგი ინდივიდუალურია და შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

*მოყვანილი შემოსავლების ოდენობა და ბიზნესის განვითარების მაგალითები ინდივიდუალურია და არ არის ტიპური.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი