"ფილიპ მორისის" ისტორიას თანამშრომლები ქმნიან - ნინო ბაქარაშვილი "ფილიპ მორის საქართველოს" გუნდი 45 წევრისგან შედგება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge
ნინო ბაქარაშვილი - „ფილიპ მორისის“ კავკასიისა და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერი

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, ე.წ. HR-ებს, ნაკლებად იცნობენ კომპანიის გარეთ. საგარეო კომუნიკაციაში, ძირითადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მმართველი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ. თუმცა, ადამიანური რესურსების მენეჯერი არანაკლებ საკვანძო ფიგურაა ყველა ორგანიზაციაში, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის პროგრესი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანპერსპექტივაში.

კომპანიის HR პოლიტიკაზე „ფილიპ მორისის" კავკასიისა და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერს ნინო ბაქარაშვილს გავესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

„ფილიპ მორისის" ისტორიას თანამშრომლები ქმნიან − წარმატებული HR-კულტურის საფუძვლები.

დასაქმებულის მიერ მიღებული გამოცდილება არის ის, რაც დამსაქმებელს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს. „ფილიპ მორისის" თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია უამრავი ადამიანის მიერ დაგროვებული გამოცდილებისგან შედგება. ამ პერიოდში მიღებული ცოდნის შედეგად კი შეიქმნა ისეთი ორგანიზაციული კულტურა, რომლის მთავარ ღირებულებასა და პრიორიტეტს კომპანიის თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს.

ჩვენი EVP-ის (Employee value proposition) ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის „ისტორიის შექმნა", კვამლისგან თავისუფალ მომავლის იდეასთან ერთად. ამ დიდი იდეისა და ცვლილების პროცესში მონაწილეობის მიღება თანამშრომლების დიდ მოტივაციას იწვევს.

დღეს ჩვენ VUCA-ს (Volatility, uncertainty, complexity and ambiguity) ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს არის პერიოდი, როდესაც სამყაროში ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, სწრაფად ტრანსფორმირდება გარემო, სამუშაო სივრცე, ურთიერთობები... იმდენად ქაოსური და გაუკვალავი ხდება ცხოვრება, იმდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩნდება, რომ ჩვენ თავად გვიწევს გზის მოძებნა.

ახალ რეალობასთან ადაპტირება კი მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემით არის შესაძლებელი, რისი მიღწევაც ინდივიდუალურად შეუძლებელია. აუცილებელია ადამიანთა შეთანხმებული, გუნდური მუშაობა. Stronger Together − არის ყველა პასუხის ამოსავალი წერტილი და ჩვენი EVP-ის შემადგენელი ნაწილი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ვცდილობთ მოვიძიოთ პასუხი სხვადასხვა შეკითხვაზე − თანამშრომლებთან ერთად ვქმნით ახალ ხედვას, ბიზნესის კონცეფციასა და ოპერატიულ მოდელს, რომელიც საბოლოოდ მუშაობის ჭკვიანურ და ეფექტურ მოდელში ტრანსფორმირდება.

ჩვენი EVP-ის თანახმად, ამ პროცესებში მონაწილეობის შედეგად, „ფილიპ მორისის" ისტორიას ჩვენი თანამშრომლები ქმნიან და თავად ისინი ხდებიან საკუთარი ისტორიის შემქმნელებიც. ამ ინდივიდუალური ისტორიის საფუძველს კი კომპანიაში მიღებული გამოცდილება წარმოადგენს.

დღეს მრავალი ორგანიზაცია ცდილობს განახორციელოს მოცემული რეალობის შესაბამისი ტრანსფორმაცია, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ რამდენიმე თუ აღწევს სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ, „ფილიპ მორისში" დასაქმებული თითოეული ადამიანი რევოლუციური ცვლილების მონაწილეა.

ჩვენი მართვის თანამედროვე სტილის საფუძველს დასაქმებულთა კეთილდღეობა წარმოადგენს, რომელიც ორმხრივ ნდობას ეფუძნება. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, დამოუკიდებლად უხელმძღვანელოს პროექტს, შეუერთდეს გადაწყვეტილების მიღებისა თუ პროექტის მართვის პროცესს.

„ფილიპ მორისი" ქმნის ჯანსაღ კორპორაციულ გარემოს, სადაც ადამიანებს აქვთ განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. თითოეულ დასაქმებულს შეუძლია წვლილი შეიტანოს ტრანსფორმაციის განხორციელების პროცესში.

ჩვენი მიდგომის ეფექტურობას „ფილიპ მორისისთვის" მინიჭებული „ტოპ დამსაქმებლის" ტიტულიც ადასტურებს, რომელიც კომპანიას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზეც გადაეცა.

რა გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაში დასაქმებულებისრა გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?სამუშაო რეჟიმზე?

ჩვენთვის პრიორიტეტს თანამშრომელთა უსაფრთხოება წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, „ფილიპ მორისის" თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ ფორმატზე გადავიდნენ.

რა თქმა უნდა, საველე სამუშაოების შესრულება დისტანციურად შეუძლებელია, ამიტომ მათ, ვისაც ადგილზე უწევთ მუშაობა, შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ.

ახალმა რეალობამ ძირეულად შეცვალა მუშაობის ფორმა. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ შინიდან დავალებების შესრულება უფრო მეტ ძალისხმევასა და მობილიზებას მოითხოვს. პანდემიის პირობებში წაიშალა ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. სამუშაო სივრცემ გადაინაცვლა ჩვენს სახლებში. იქ, სადაც ყოველდღიური სამუშაოს შესრულება გვიწევს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. საკუთარი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის პარალელურად, მშობლებს ონლაინსწავლებაში შვილების მხარდაჭერის მოვალეობაც შეემატათ. ყოველივე ეს კი იწვევს გარკვეულ სტრესსა და დაძაბულობას.

ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლების მენტალური სიჯანსაღის შენარჩუნება, სტრესის დონის დაწევა. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ პროექტების პრიორიტეტიზაციას, რაც გვეხმარება სამუშაოს დატვირთვის სწორად მართვაში.

მარტივი წესების დაცვით, როგორიც არის შეხვედრების მხოლოდ სამუშაო საათებში დანიშვნა, სადილისთვის ერთი საათის სრულფასოვნად გამოყენება, შეხვედრიდან შეხვედრამდე ათწუთიანი შუალედების გაკეთება, შესაძლებელი გახდა დროის უფრო ეფექტიანად გამოყენება.

თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ესმის, რომ მოცემულ სიტუაციასთან ადაპტირება დიდ შრომას, ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

„ფილიპ მორისი" ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელს, პროცესებში მის ჩართულობასა და მოტივაციის დონეს. დასაქმებულთა სამუშაო გარემოთი კმაყოფილების მისაღწევად კი, აუცილებელია გვესმოდეს − რა იწვევს მათ მოტივირებას?

ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება დასაქმებულთან აქტიური კომუნიკაციით არის შესაძლებელი. ჩვენ მიერ შემუშავებული ნებისმიერი ინიციატივა, რამდენადაც კარგი უნდა იყოს ის, ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ არ არის თანხვედრაში ადამიანის საჭიროებებთან.

სწორედ ამიტომ, პანდემიის პირობებში განსაკუთრებულად ვმუშაობთ თანამშრომლებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა საკომუნიკაციო არხსა თუ პლატფორმას იმისათვის, რომ მათთან ურთიერთობა მუდმივად აქტიურ ფაზაში შენარჩუნდეს.

დისტანციურად მუშაობის პირობებში სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა აფერხებს კომუნიკაციას, ახალი თანამშრომლების ინტეგრირების პროცესს, ხელს უშლის სიახლეების დროულად გაზიარებას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა და დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება თანამშრომლებს შორის აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნება, სიახლეების გაზიარება, შეკრებები, ყოველდღიური საუბრები და სხვა. შესაბამისად, ყველა ამ პროცესმა ონლაინფორმატში გადაინაცვლა.

ჩვენ შევქმენით ე.წ. „ფილიპ მორისის" შიდა სატელევიზიო არხი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს რამდენიმე გადაცემა, ყოველკვირეული ამბები, თოქშოუ, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა საინტერესო თემას და ბოლოს გადაცემა, რომელიც ეძღვნება მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. გადაცემის მარტივი და საინტერესო ფორმატი ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და გვეხმარება იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც სოციალური ურთიერთობების ნაკლებობამ ბუნებრივად გამოიწვია. ასევე, ბევრი არაფორმალური შეხვედრა იგეგმება, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ხორციელდება და ხელს უწყობს გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებას: დაბადების დღეების აღნიშვნა, დილის ყავის რიტუალი, ფიტნესგაკვეთილები, ზუმბა და მრავალი სხვა.

ჩვენ გვესმის, რამდენად რთულია სამსახურის პარალელურად ბავშვებსა და მათ საჭიროებებზე კონცენტრირება. სწორედ ამიტომ, შევეცადეთ ზაფხულის არდადეგების დროს ბავშვებისთვის დღეები უფრო საინტერესო და შინაარსიანი გაგვეხადა, რაც მშობლებისთვის სამუშაო დღეების შემსუბუქებასა და მოტივაციის ზრდას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ, ბავშვებისთვის შევქმენით ონლაინბანაკი, სადაც ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას. ამ ინიციატივას იმდენად დადებითი გამოხმაურება მოყვა, რომ ბანაკი სკოლის დაწყების პერიოდამდე გავაგრძელეთ.

ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობას. ზოგადად, ქაოსურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. თუ დააკვირდებით, ხელში ყოველთვის კომპიუტერული და მობილური მოწყობილობა გვიჭირავს, რაც გვაიძულებს, პერმანენტულად ვიყოთ ჩართული მიმდინარე პროცესებში, მუდმივად ვამოწმოთ ელექტრონული ფოსტა, რაც სტრესის დონის ზრდას იწვევს. ასევე, აღარ გვრჩება პერსონალური სივრცე, რომელსაც მხოლოდ ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოვიყენებთ, ანუ აღარ გვაქვს შესაძლებლობა, მოვახდინოთ რეფლექსია საკუთარ თავზე. სწორედ ამიტომ, „ფილიპ მორისის" კომპანიამ სამუშაო სივრცეში ფსიქოლოგის მომსახურების ინტეგრირება განახორციელა. ეს სერვისი კი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერეთ.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანის კეთილდღეობა და მისი მოტივაციის ზრდა, მენტალური ჯანმრთელობის გარეშე, შეუძლებელია.

როგორია თანამშრომლების დაწინაურების პოლიტიკა?

„ფილიპ მორისი" ყველა პირობას ქმნის თანამშრომლების განვითარებისა და დაწინაურებისთვის. ყოველწლიურად ხდება დასაქმებულთა შეფასება და შემდეგ მათი კარიერული განვითარების გეგმის შემუშავება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან სწორედ ამის საფუძველზე ხორციელდება მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების დაწინაურება, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობების ზრდა, სხვა მიმართულებით გადაყვანა და ა.შ.

პარალელურად, თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, შემოიტანოს განაცხადი ჩვენთან, ან „ფილიპ მორისის" ნებისმიერი ქვეყნის ფილიალში გამოცხადებულ ვაკანსიაზე. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ის შეძლებს სასურველ პოზიციასა თუ ლოკაციაზე კარიერის გაგრძელებას.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

ვფიქრობ, ჩვენი კომპანია სამაგალითოა დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. „ფილიპ მორისი" ძალიან დიდ ინვესტიციას აბანდებს თანამშრომელთა განვითარებაში. ჩვენ გუნდის წევრებს ვთავაზობთ შიდა პლატფორმას, სადაც უამრავი ტრენინგი თუ სასწავლო მასალა არის ხელმისაწვდომი. ასევე, ვმართავთ ტრენინგებს, რომლებიც გვეხმარება მივიღოთ ახალი ინფორმაცია ჩვენს სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვავითაროთ უნარები თუ სხვა.

ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ გლობალურ ქსელში მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი გამოცდილება, გავეცნოთ განსხვავებულ შეხედულებებს, მოვახდინოთ ცოდნის გაზიარება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან.

რაც მთავარია, ტრენინგი არ არის პანაცეა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს მოსმენილი ინფორმაციის 70% სულ რაღაც 24 საათში ავიწყდება. მიუხედავად ამისა, გამოცდილება, რომელსაც იგი პროექტში მონაწილეობის ან რომელიღაც ინიციატივის განხორციელების შედეგად იღებს, უდავოდ დიდ როლს თამაშობს მისი განვითარების პროცესში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული