You can be on Entrepreneur’s cover!

"სილიკონ ველის" აქსელერატორმა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფინალისტი ქალი მეწარმეები შეარჩია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამისთვის „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში" ფინალისტების შერჩევა დასრულდა. ინიციატივა, რომელსაც "სილიკონ ველის" აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ახორციელებს, მეწარმე ქალებისთვის არის განკუთვნილი და ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლაში დაეხმარება. USMAC-მა 12 ფინალისტი შეარჩია, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მოემზადებიან.

ფინალისტებს შორის არიან ქალი მეწარმეების მიერ მართული სტარტაპები: Beauty Lab App, Bizon.ge, H&Z Bees, IPOVE, Lab, MULTI, My nanny, Pompok, Pulsar AI Georgia, Shenia, Smart Fertilizers და Trice AI Translation Platform.

თორმეტივე ფინალისტი კონკურსისთვის მოსამზადებლად, "სილიკონ ველის" მენტორებთან გაივლის ტრენინგს და 10 დეკემბერს სტიპენდიის მოსაპოვებლად იბრძოლებს. პროგრამის ფარგლებში სულ 7 სტიპენდიანტი შეირჩევა, რომლებიც თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ პროგრამაში ჩაერთვებიან და პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს გაივლიან. გარდა ამისა, ფინალისტები უფასოდ დაესწრებიან სტარტაპ გრაინდის საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას, რომელიც ვირტუალურად თბილისიდან იმართება.

აქსელერატორი USMAC-ი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვის შემუშავებული პროგრამის მთავარი ინიციატორია, სტარტაპებს "სილიკონ ველის" მეშვეობით, გლობალური ბაზრების ათვისებაში ეხმარება. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც DAI-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დახმარებას. კიდევ ერთი სტარტაპი მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან (UN Women) მიიღებს, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ერთობლივი აქტივობაა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. პროგრამის მხარდამჭერია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), რომელიც ინიციატივის ფარგლებში, ერთ შერჩეულ სტარტაპს დაეხმარება და დამატებით ბიზნეს სერვისებს შესთავაზებს. ასევე, ინიციატივის სპონსორია კავკასიის უნივერსიტეტი (CU).

პროგრამის ფარგლებში, შერჩეულ ფინალისტები ტრენინგებს სფეროს ექსპერტებთან, "სილიკონ ველის" ინვესტორებთან და წარმატებული საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან გაივლიან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი