📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"კრისტალმა" ბიზნეს-ინტელიჯენსი - ავტომატიზებული მონაცემთა ანალიტიკის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართულ ფინანსურ ბაზარზე ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი" პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ბიზნეს-ინტელიჯენსის ინოვაციური პროდუქტი განავითარა და ის ორგანიზაციის ყველა დონეზე დანერგა. ამჟამად კი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს როგორც მის განვითარებაზე, ასევე დამატებითი ანალიტიკური შესაძლებლობების აქტიურ დანერგვაზე. აღსანიშნავია, რომ სიახლის იმპლემენტაცია ორგანიზაციის შიდა რესურსით, გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა. „კრისტალის" თანამშრომლები კი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად იყენებენ ბიზნეს-ინტელიჯენსს ყოველდღიურ საქმიანობაში და მისი შესრულების ეფექტიანობასაც მნიშვნელოვნად ზრდიან. თუ რას ისახავდა მიზნად აღნიშნული სიახლის დანერგვა, როგორია მისი განვითარების დინამიკა და როგორ გაამართლა მოლოდინი, ამის შესახებ Entrepreneur-ს „კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია და ბიზნეს-ინტელიჯენსისა და ანალიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი გივი კუპატაძე ესაუბრნენ.

„ჩვენთვის ბიზნეს-ინტელიჯენსის განვითარებისა და დანერგვის მიზანი კომპანიის სტრატეგიული, ტაქტიკური და საოპერაციო მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება, დროითი და ადამიანური რესურსის დაზოგვა, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება და მომხმარებელთა ქცევისა და საჭიროებების ეფექტიანი იდენტიფიცირება იყო. პროექტმა ცალსახად გაამართლა, რადგან ხელი შეუწყო კომპანიაში ერთიანი ანალიტიკური გარემოს შექმნას, საჭირო ინფორმაციაზე დროულ წვდომას, რეალურ დროში ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და შესაბამისად, კომპანიის შედეგების გაუმჯობესებას. დღეისათვის ბიზნეს-ინტელიჯენსში სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა ორგანიზაციული სტრუქტურის ყველა დონის თანამშრომელს აქვს", − ამბობს ილია რევია.

საერთაშორისო პრაქტიკა კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ორგანიზაციები საოპერაციო, ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად სხვადასხვა სისტემაში მოთავსებულ ინფორმაციაზე მყისიერ წვდომას. კვლევები ცხადყოფს, რომ მონაცემთა იდენტიფიცირებას, შეგროვებასა და დამუშავებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად დროის ფაქტობრივად 70-80% მიაქვს, რისი შემცირებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბიზნეს-ინტელიჯენსი კი ორგანიზაციებს ღირებულ დახმარებას სწორედ საჭირო ინფორმაციის დროულად მოპოვებასა და ფაქტებზე დაფუძნებული რელევანტური გადაწყვეტილების მიღებაში უწევს. მის დანერგვას არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, თუმცა არასაკმარისი კვალიფიკაციისა და რესურსების გამო, ამას ყველა წარმატებით ვერ ახერხებს. „კრისტალი" კი ამ სიახლისთვის სრულიად მზად აღმოჩნდა და საკუთარ სტრატეგიაში კიდევ არაერთ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ნაბიჯს მოიაზრებს.

„კრისტალი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული და მზარდი კომპანია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ორგანიზაციული განვითარებისა და რეალურ დროში საჭირო ახალი პროდუქტების შექმნასა და მოდერნიზებაზე. ტექნოლოგიური განვითარება კომპანიისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და მიმართულია როგორც ორგანიზაციის შიდა პროცესების სრულყოფაზე, ასევე მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. 2020 წელი ამ მხრივ კომპანიისთვის გამორჩეული იყო, მოხდა მთელი რიგი პროცესების ავტომატიზაცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ კი მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები. ჩვენ ამ ტემპს მომავალ წელსაც შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ განვითარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ თანამედროვე კომპანიების წარმატება ტექნოლოგიური განვითარების გარეშე რთული მისაღწევია", − ილია რევია.

ხოლო თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ბიზნეს-ინტელიჯენსი, მისი სიკეთეები, და როგორია მისი ფუნქციური მახასიათებლები, რომელიც არაერთ ორგანიზაციულ პროცესსა და პროცედურას აუმჯობესებს, ამას გივი კუპატაძე გვიხსნის:

„ბიზნეს-ინტელიჯენსის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საშუალებას აძლევს, მყისიერად და საჭირო ვიზუალიზაციით ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ყველა იმ ბიზნესპროცესში, სადაც მოხდა ბიზნეს-ინტელიჯენსის დანერგვა, ინფორმაციის მიღების დრო მინიმუმამდე შემცირდა. მონაცემების მიღების ძველი პროცესი გულისხმობს მნიშვნელოვანი დროისა და შესაძლებლობების დაკარგვას. ბიზნეს-ინტელიჯენსმა მოაგვარა ეს პრობლემები და გადაწყვეტილების მიმღებებს შეუძლიათ წუთის სისწრაფით ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ბიზნეს-ინტელიჯენსის სარგებელს კიდევ უფრო ზრდის თვითმომსახურების კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამატებითი მხარდაჭერის გარეშე მოიძიონ საჭირო მონაცემები, მოახდინონ ამ მონაცემების ეფექტიანი ვიზუალიზაცია და სულ რამდენიმე წუთში თავისი ძალებით მოამზადონ ისეთი ანალიტიკური ანგარიში, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი დრო და დამატებით, რამდენიმე ადამიანის ჩართულობა დასჭირდებოდა".

ბიზნეს-ინტელიჯენსი საშუალებას იძლევა, გაკეთდეს გაცილებით მაღალი დონის ანალიტიკა არაერთი მიმართულებით, ვიდრე ეს ძველ სისტემებს შეეძლოთ, თანაც პირდაპირ რეჟიმში და არა ინტერვალებით. აგრეთვე, მისი საშუალებით შესაძლებელია თვალი მივადევნოთ მომხმარებლის გამოცდილებას სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთ ჭრილში. „კრისტალში" ბიზნეს-ინტელიჯენსის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ისეთი ღირებული მონაცემების ანალიზი, რომლის მნიშვნელობა და ბუნება, ხშირ შემთხვევაში საქართველოს მასშტაბებს სცდება. ცხადია, ამდენად ფასეული ინსტრუმენტის დანერგვისა და ამუშავებისკენ, სწორი ხედვის მქონე ორგანიზაციები აქტიურად ილტვიან. თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადი და კომპლექსური პროცესია, რომელიც მრავალი კომპეტენციით აღჭურვილ და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდს მოითხოვს, რომელიც მუდმივი განახლების რეჟიმშია და სწრაფი ადაპტირების უნარით გამოირჩევა.

„თანამშრომლების მხრიდან ბიზნეს-ინტელიჯენსზე ადაპტირება პრინციპში ინდივიდუალურია, თუმცა მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ „კრისტალის" ყველა ჩართულმა გუნდმა საკმაოდ ადვილად შეძლო ამ სიახლესთან ადაპტირება.

ისევე, როგორც ყველა სიახლის დანერგვის დროს, ბიზნეს-ინტელიჯენსის წარმატებით დანერგვისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია ორგანიზაციული კულტურა და ყველა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა. „კრისტალი" გამორჩეულია თავისი ინოვაციური კულტურით, რასაც ახლდა ყველა რგოლის მენეჯმენტის მხრიდან პროცესის აქტიური მხარდაჭერა. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „კრისტალში" წარმატებით მოხდა ბიზნეს-ინტელიჯენსის დანერგვა. ამასთან, წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროაქტიური კომუნიკაციის სტრატეგიამ. ყველა ეტაპზე ხდებოდა ჩართული მხარეების დეტალური ინფორმირება, იმართებოდა სამუშაო შეხვედრები, ტარდებოდა დემო-ჩვენებები და ხდებოდა უკუკავშირის გათვალისწინება. საბოლოოდ, მზადდებოდა სატრენინგო მასალები, ვახორციელებდით ბიზნეს-ინტელიჯენსის მომხმარებლების ტრენინგს, რის შემდეგაც აქტიურად ვუჭერდით მხარს", − გივი კუპატაძე.

„კრისტალი" კი განაგრძობს სიახლეებისა და უახლესი წარმატებული გადაწყვეტების ათვისებისკენ სტრატეგიულ წინსვლას, რათა თანამედროვე მიღწევები ორმხრივად სასარგებლო, ქმედით შესაძლებლობებად აქციოს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი