📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გლობალური რეფლექსიის ჟამი - მარიან სალზმანის ZOOMSDAY პროგნოზები "COVID-19 პანდემიამ ცხოვრების ტემპი საკმარისად შეანელა იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესად გავრკვეულიყავით საკუთარ თავსა და სამყაროში".

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსის პანდემიამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებია, სოციალიზაცია და სამყაროში ზოგადი ორიენტაცია. ამ ქაოსისა და გაუგებრობის ჟამს, მარიან სალზმანმა, Philip Morris International-ის გლობალური კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კულტურის კომენტატორმა, გამოსცა წლიური მოხსენება Zoomsday Predictions, ახალი კორონავირუსის რეალობაში გაჩენილი ტენდენციების შესახებ, რომელიც გვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ, საით მიემართება სამყარო. ასეთ დროს, მეტად მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ არსებულ ტენდენციებს და ისინი დისკუსიის საგანი გავხადოთ.

„2020 წელს ჩვენ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. უფრო დაყოფილნი. უფრო სკეპტიკურნი. ნაკლებად გვსურს პარტიზანული იდეოლოგიის გადადება უფრო დიდი სიკეთისთვის. ჩვენი კალენდრები ვითარდება, მაგრამ საზოგადოება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, და ძალიან სწრაფი ტემპით", − ამბობს სალზმანი.

ავტორის მიერ წარმოდგენილი 11 ტენდენცია ცვლილებების პროგნოზირებას ეყრდნობა და გვეხმარება უკეთ გავაცნობიეროთ ახალი რეალობისა და ჩვენი აზროვნების ფორმირების პროცესი იმ დროს, როდესაც პანდემიის შედეგად სახეშეცვლილ მომავალში ვაბიჯებთ.

სალზმანი ამბობს, რომ COVID-19-ის პანდემიამ მოგვცა შანსი გადაგვეფასებინა ჩვენი ცხოვრება, საქმიანობა; გვეფიქრა იმაზე, გვინდა თუ არა ქცევის შეჩვეული ნორმების შენარჩუნება.

ავტორის აზრით, 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ცხოვრების სტილის განახლებასა და ამბიციების გადახედვას ეხება. ამ პროგნოზს Zoom In (and Out) ეწოდება და გულისხმობს საკუთარი შინაგანი და გარე სამყაროს შემეცნების პროცესს.

„კრიზისი გვეხმარება მეტად ოსტატურად აღმოვაჩინოთ და განვსაზღვროთ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პანდემიის მიერ გამოწვეულმა ცვლილებებმა მოგვცა დრო და გონებრივი სივრცე იმის შესაცნობად, თუ როგორ ვცხოვრობთ და რამდენად სიღრმისეულად ვაზროვნებთ. ამავდროულად, ჩვენ მეტად სრულყოფილად ვაკვირდებით ფართო საზოგადოებას", − ამბობს მარიანი.

ეს ტენდენცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდუალურ მსოფლმხედველობაზე, არამედ ერთიანობის განცდაზეც. როგორც მარიან სალზმანი განმარტავს, Zoom In (and Out) ტენდენციის მნიშვნელოვანი ასპექტია სხვების დახმარება, ფულის მეტად მიზნობრივი და კეთილსინდისიერი გამოყენება, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება და გაჭირვებული მეზობლების დახმარება. მეტიც − ეს ნიშნავს საკუთარი საზოგადოების მიღმა გასვლას, ასობით, ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე ბიზნესის მხარდასაჭერად.

„სელფების, პირადი ბრენდინგის, მედიის ზღაპრებისა და აიპოდების ეპოქაში, COVID-19-მა ზოგიერთ ჩვენგანში დიდი ხნის მიძინებული საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება გამოაღვიძა", − ამბობს სალზმანი.

ახალი რეალობის ფორმირების ჟამს, საზოგადოებისთვის მნიშვნელობების გადაფასება აუცილებელიც კი ხდება. ეს საკითხი მარიანის მე-7 ტენდენციის საგანია. ავტორი აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოებებს, განსაკუთრებით წარმატებულთ, მიაჩნიათ, რომ მოქალაქეებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ აყვავების უზრუნველყოფა. უთანასწორობის გამო, საზოგადოებებს აქვთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ახალშობილთა სიკვდილიანობა, სიმსუქნე, განზრახ მკვლელობის ფაქტები, თინეიჯერების ორსულობა, პატიმრობის უფრო მაღალი მაჩვენებლები და პოლიტიკური არასტაბილურობა.

„პანდემიასთან ერთად, გადარჩენისა და აყვავების ცნებებმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ არსებულ უთანასწორობას და გვსურს მისი შემცირება, ვიცით, რომ ის გაუარესდება, რადგან პანდემიის შედეგად, უმუშევრობა იზრდება − ისევე, როგორც ვიცით, რომ კლიმატის ცვლილებები არაპროპორციულად, მეტად აისახება ღარიბებზე", − ამბობს მარიან სალზმანი.

ამ არეულობის ჟამს, კორპორაციები ცვლილებების აგენტები ხდებიან. მარიანის აზრით, ამ გაურკვევლობის მოგვარება მხოლოდ ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი − „ლოქდაუნის" პირველ კვირებში, დიდი და მცირე კომპანიები შეერთდნენ ვენტილატორებისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის შესაქმნელად; და იმისთვის, რათა სხვა გზებითაც დახმარებოდნენ საზოგადოებასა და სამყაროს.

„ბიზნესი დიდი ხანია მოგების მიღმაც ფიქრობს. მაგრამ ეს ცვლილება პანდემიამ დააჩქარა. 2021 წელს შეგვიძლია მეტს ველოდოთ; ახალი აქცენტი გამახვილდება კერძო-საზოგადოებრივ პარტნიორობაზე, რომლის მსგავსი არ გვინახავს მას შემდეგ, რაც GE NASA-ს შეუერთდა ერთად Apollo 11-ზე", − ამბობს მარიან სალცმანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან