You can be on Entrepreneur’s cover!

BTU და Educo საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის სამოქმედო გეგმას აანონსებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კრეატიული ტექნოლოგიების ფესტივალი, კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით დაგეგმილი კვლევები ქართულ და ბრიტანულ მხარეს შორის, სექტორში არსებული სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა და სტარტაპ ექსპოს ორგანიზება, ბიზნეს აქსელერატორი კრეატიული სტარტაპებისთვის, პროექტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კოლაბორაცია EduCo-სთან, ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის საინტერესო სივრცეებში ტექნოლოგიების ინტეგრაციის და სხვა ერთობლივი პროექტების წარმოებისთვის - თითოეული ეს პროექტი BTU-ს ინიციატივით Westminster-ის უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება.

BTU–ს მიერ დაგეგმილ აქტივობებში მისი მთავარი პარტნიორი იქნება EduCo, რომელიც მოღვაწეობს შემოქმედებით ინდუსტრიაში ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით. კომუნიკაციების სააგენტო WINDFOR'S – ის შვილობილ კომპანია Caravan– თან (ურბანული განვითარების სააგენტო) პარტნიორობით EduCo–მ ორგანიზება გაუწია კრეატიული სტატაპების გამოფენას. პირველი სეზონი დაიწყო 2020 წლის 25 ივლისს და გრძელდებოდა 2020 წლის 25 ოქტომბრამდე.

ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე, ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენილი იყო მულტიდისციპლინარული ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტები, სტარტაპ კომპანიები, შოურუმები, გამოფენები და წარმოდგენები. ედუკოს პირველი სეზონი აერთიანებდა ათობით სხვადასხვა გალერეას, ხელოვანებს და შემოქმედებით ადამიანებს.

გამოფენის მომავალი სეზონი კი BTU-სთან თანამშრომლობით გაიმართება. უნივერსიტეტში დაგროვებული გამოცდილება შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართულებით და მიმდინარე წელს EduCo–ში დაგროვებული გამოცდილება უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს მათ. რაც, შესაბამისად, უფრო დიდ და მნიშვნელოვან კვალს დატოვებს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების და ხელოვანი ადამიანების ხელშეწყობის კუთხით.

როგორც EduCo–ში განმარტავენ, მომავალ წელს BTU-სთან ერთად, ერთობლივი ძალებით, უფრო შედეგზე ორიენტირებული გამოფენების მოწყობას გეგმავენ. მეტი აქცენტი გაკეთდება როგორც კომერციული რეალიზაციის, ისე ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებულობის გაზრდის და კომპანიებისთვის ინდივიდუალური საორგანიზაციო, ბიზნეს თუ ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.

გამოფენის პარალელურად კრეატიული სტარტაპებისთვის გაიმართება გადამზადების კურსები. ისინი ჩაერთვებიან აქსელერაციის პროგრამაში და შერჩეული მენტორებისგან კვალიფიცურ რჩევებსა და დახმარებას მიიღებენ. ეს მეტად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი პროდუქციის წარმატებით კომერციალიზაცია და რეალიზაცია.

აღნიშნული აქტოვობების გარდა იგეგმება კვლევის ჩატარება. კვლევის ფარგლებში განიხილება ეროვნულ დონეზე შემუშავებული დეფინიცია კრეატიული ინდუსტრიებისთვის, მოხდება შესაბამისი რეგულაციების და ინიციატივების ანალიზი სფეროს განვითარებისთვის და ამ სფეროში მომუშავე პირთა სამეწარმეო საქმიანობის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ბრიტანეთის გამოცდილებაზე, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერის კუთხით.

EduCo ქართულ ბაზარზე გამორჩეული და მოწინავე კომპანიაა კრეატიული ინდუსტრიის განვითარების კუთხით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართული სახელოვნებო ინოვაციური იდეების გახორციელება და კულტურული განვითარების ხელშეწყობა. სამხატვრო გალერეებს, სტუდენტებს, დამწყებ და მოქმედ არტისტებს კომპანია სთავაზობს მრავალდისციპლინარულ ექსპერიმენტულ პლატფორმას, რომელიც აღჭურვილია სათანადო რესურსებით, როგორც ტექნიკური, ისე მენეჯმენტური და მარკეტინგული უზრუნველყოფის კუთხით. EduCo–ს სურვილია, დაეხმაროს შემოქმედებით ადამიანებს მათი იდეების, პროექტების გახორციელებასა და კარიერის განვითარებაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია