📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტი - "დილის კონცეპტი" გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივის პროექტი - „დილის კონცეპტი" გრძელდება. შეხვედრების სერიის მეორე ნაწილში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით დაიწყოთ.

ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახდა. ამიტომ, თიბისი კონცეპტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები.

თემები და სპიკერები თანამედროვე ადამიანების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა.

მომდევნო შეხვედრების მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის - Impact Hub Tbilisi და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის - ZEG - Tbilisi Storytelling Festival თანადამფუძნებელი - ქეთი ებანოიძე იქნება.

პროექტის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Glovo-ს მიტანის სერვისზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ - 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 08:00-დან დღის 12:00-მდე, Glovo-ს პარტნიორი ნებისმიერი სუპერმარკეტიდან ან კვების ობიექტიდან შეკვეთისას და თიბისი კონცეპტის (Status) Visa Platinum, Visa Gold ან Visa Infinite ბარათით გადახდისას, ყოველ დახარჯულ 20 ლარზე, 5 ლარს Glovo-ს ანგარიშზე დაიბრუნებენ.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციისა და შეხვედრებზე დასასწრები ბმულის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://fb.me/e/25mqeGyrJ

შემდეგი 3 სესიის თემები და განრიგი ასეთია:

  • 17 დეკემბერი - 9:30-10:30

ოთო ბერიშვილი - აჭარა ჯგუფი | Collective Development CEO

ადაპტაცია და ინოვაცია ბიზნესსექტორში

  • 18 დეკემბერი - 9:30-10:30

ქეთო გიორგობიანი - „კაშკაში", თავის მოვლის ორგანული ბრენდის თანადამფუძნებელი

ბიზნესწამოწყება პანდემიის დროს

  • 22 დეკემბერი - 09:30-10:30

ნანა დიხამინჯია - კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი

განათლება ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ჭრილში

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან