You can be on Entrepreneur’s cover!

"წყალი გუდაური" 2020 წელს წამოწყებულ ბიზნესთა შორისაა! გლობალური პანდემიის დროს დაწერილი ანტრეპრენერული ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნანა გოგუაძე – პროდუქტის განვითარებისა და ინოვაციების დირექტორი:

როგორც თქვენთვის ცნობილია, ადამიანის სხეულის 75% შედგება სითხისგან (წყლისგან). კერძოდ, მისი შემცველობა მერყეობს pH 7.3-7.5 მაჩვენებელზე. მსოფლიოში არც ისე ბევრი წყლის საწარმო მოიძებნება, რომელიც ბუნებრივად აკმაყოფილებს ამ ნორმებს.

ბოლო 100 წლის განმავლობაში მოსახლეობა გაოთხმაგდა და სულ მალე 8 მილიარდი გახდება. შესაბამისად, წყალზე მოთხოვნაც იზრდება. ხარისხიანი წყალი უკონკურენტოა გაფილტრულ, ოკეანესა და სხვა ხელოვნურად მიღებულ წყლებთან მიმართებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მაღალი ხარისხის წყლის კომპანია.

გაგვიმართლა და ჩვენი პროდუქციის pH-მაჩვენებელი იდენტურია ადამიანის pH-ისა, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დავეყრდენით მსოფლიოს წყლის მოხმარების პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე წელიწადში ბუნებრივი სასმელი წყლის დეფიციტი შეადგენს დაახლოებით 50%. ჩვენ დავინახეთ პერსპექტივა და ქართული წყლის ადგილი მსოფლიო ბაზარზე.

„წყალი გუდაური" არის ბუნებრივად გაფილტრული, უნიკალური შემადგენლობის ნატურალური მინერალური წყალი. ჩვენი ქარხანა, რომელიც მდებარეობს ნატახტარში, აწარმოებს წყალს 200 მეტრის სიღრმიდან ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციას სხვადასხვა შეფუთვით, კერძოდ: 250 მლ, 500 მლ, 700 მლ, 1.5 ლ და ასევე, საოფისე წყალს – 19 ლ.

დარწმუნებული ვართ, რომ ქართულ წყალს დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე. ის აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს და გახდება არანაკლებ პოპულარული ქართულ ღვინოზე. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, გაყიდვების 90% იქნება ექსპორტი. რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმატებით განვახორციელეთ ექსპორტი, მათ შორის არაბულ ქვეყნებში. ყველგან დიდ ინტერესს იწვევს პრემიუმხარისხის პროდუქცია რეგულარულ ფასად. დიზაინი და ხარისხი არაფრიდ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ანალოგიურ პროდუქტებს, მაგრამ ფასი არის ბევრად მიმზიდველი.

ასევე, ჩვენი პროდუქცია იყიდება საქართველოში არსებულ მსხვილ ქსელებშიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი უპირატესობა არის წყლის შემცველობა. კერძოდ, უნიკალური pH, ბუნებრივად სუფთა წყალი, რომელიც არ გადის არანაირ ქიმიურ და სხვა რთული ფილტრაციის სისტემებს, აქვს თანამედროვე დიზაინის შეფუთვა, წარმოადგენს პრემიუმკლასის პროდუქტს, რომელიც წარმოდგენილია ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული