3 ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლებსაც ლიდერებმა თანამშრომლების შესანარჩუნებლად უნდა მიმართონ

ნებისმიერი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სათანადო ადამიანების დაქირავება, და შემდეგ მათი შენარჩუნებაა
3 ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლებსაც ლიდერებმა თანამშრომლების შესანარჩუნებლად უნდა მიმართონ
ფოტო: Pixabay

Entrepreneur's New Year’s Guide

Let the business resources in our guide inspire you and help you achieve your goals in 2021.
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც კი კარგ თანამშრომლებს დაიქირავებთ, თქვენი მთავარი ამოცანა მათი შენარჩუნება ხდება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ზედიზედ 10 წელიწადია, რაც იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, რომლებიც სამსახურს ტოვებენ. თავდაპირველად, ეს მაჩვენებელი 1.8 მილიონს შეადგენდა და 2019 წელს 42.1 მილიონს გაუტოლდა. ნებისმიერ ვითარებაში სამსახურზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზები არსებობს და უნიკალური ფაქტორები მოქმედებს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელსაც ნებისმიერი მიმართულების  ნებისმიერი ლიდერი უნდა იყენებდეს, თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის შანსების შესამცირებლად.

1. სათანადო ადამიანები შეარჩიეთ

სამუშაოსთვის "შესაფერისი" ყოველთვის არ არის ის ადამიანი, ვისაც პრივილეგირებული აივი ლიგის რომელიმე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ან  ვისაც უამრავი სერთიფიკატი აქვს, რომლითაც თავის მოწონება შეუძლია. მე უფრო მეტად ის მაინტერესებს, აქვს თუ არა კანდიდატს შესაბამისი გამოცდილება და დაამტკიცა თუ არა რეალურ ცხოვრებაში, რომ მისი გამოყენება თავისი  გუნდისთვისაც შეუძლია და ჩემთვის. ეს კი იმის დადგენას ნიშნავს, იყენებენ თუ არა ისინი თავიანთ სფეროში უამრავ ინფორმაციას სხვადასხვა დისციპლინებიდან, და თან გამუდმებით და შეუპოვრად.

მაგრამ შესაფერისი ადამიანი უნარების მთელ ნაკრებზე გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს. ის ბედნიერიც უნდა იყოს. ბედნიერ ადამიანებთან მუშაობა მარტივია. მათი ენთუზიაზმი გადამდებია და ისინი სხვა ადამიანებსაც შთააგონებენ გაარკვიონ, თუ როგორ უნდა აამოქმედონ გარშემო ყველაფერი.

ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი თანამშრომლის გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებას შეძლებთ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც მომავლისთვის გაქვთ დასახული. მათ უნდა შეეძლოთ რამდენიმე მაგალითის მოტანა მათ მიერ მიღწეული წარმატებებიდან. როდესაც დაიქირავებთ ადამიანს, რომელიც ან ბუნებით არის ოპტიმისტი, ან ცდილობს ოპტიმისტი იყოს, ბევრად ადვილი იქნება კულტურის შექმნა, სადაც ყველა ერთმანეთს დაუჭერს მხარს და თამაშში დარჩება.

2. ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია

ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია სწრაფად უნდა მოხდეს, რომ კონკურენტუნარიან, სწრაფად ცვალებად ბაზარს კარგად მოერგოთ. თუმცა,  თქვენ მაინც არ უნდა იჩქაროთ და საფუძვლიანად უნდა მოამზადოთ ახალი თანამშრომელი. ამ ეტაპის შემდეგ,  მათ ნათლად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, თუ რა არის მათი მოვალეობა და როგორ უნდა მიღწიონ მიზნებს. ეს მათ საშუალებას მისცემს უკეთესი ურთიერთობა დაამყარონ თავიანთ გუნდთან, დაუყოვნებლივ შეუდგნენ მუშაობას და საუკეთესო უნარები გამოავლინონ.

მეორე მხრივ, თუ თანამშრომელი ახალი მიღებულია, ადაპტირების პროცესს გადის და აშკარად ხედავთ, რომ სამუშაოს შესრულებას არ აპირებს,  დროს ნუ დაკარგავთ. გაცილებით უკეთესია, გულახდილად დაელაპარაკოთ, ეს მძიმე სათქმელი პირდაპირ  და რბილად უნდა უთხრათ მას და სხვა იპოვოთ, რომელიც  ამას მოახერხებს.

3. ამ სამ მთავარ ფასეულობას დაეყრდენით 

სამი ძირითადი ფასეულობა, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ თანამშრომლების შენარჩუნებაში ასეთია:  რადიკალური გამჭვირვალობა, დიდი პასუხისმგებლობა და სრული პატიოსნება.

რადიკალური გამჭვირვალობაა, როდესაც ნებისმიერმა ზუსტად იცის, თუ  რა ხდება კომპანიაში. ეს ყველა დონეზე ურთიერთობასა და ყველასთვის ყველაფრის ახსნაზე გაცილებით მეტია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ ენდობით და ისინი ყველაფერს მიიღებენ, რასაც ეტყვით, ან რაც ხდება, და ნებისმიერ შემთხვევაში კარგ არჩევანს გააკეთებენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ ენდობით და გჯერათ, რომ კარგ შედეგებს მიიღებენ და რომ როდესაც საჭირო იქნება, პროგრესიც ექნებათ. ადამიანები მაინც ადამიანები არიან  და ნამდვილად იმსახურებენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში არ ამყოფოთ.

ეს დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს არის აბსოლუტური პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე, რაც  სამუშაოსთანაა დაკავშირებული.  და კიდევ სხვა დამატებით საქმეებზეც კი, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოსთან. თანამშრომლის დაჯილდოვება იმისთვის, რასაც აკეთებს, უფრო მეტი მოქნილობისა და თავისუფლების მიცემას იშნავს შემოქმედებითი ძიებებისთვის. ასე რომ, ისეთი ადამიანის შერჩევით, რომელსაც გამარჯვებებზეც შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს  და შეცდომებსაც აღიარებს, თქვენ ფაქტობრივად ინოვაციებს წაახალისებთ. ადამიანების უმრავლესობა,  რომლებიც თქვენი ნდობით სარგებლობენ,  მიხვდებიან, რომ ისინი ხალისიან თამაშში იღებენ მონაწილეობას. ისინი უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ თავიანთი სამუშაოთო და ამის გამო  უფრო მეტი სურვილი უჩნდებათ ამ სამსახურში დარჩნენ.

და ბოლოს, სრული პატიოსნება იმას ნიშნავს, რომ თქვენ თანამშრომლები მეტისმეტად ფრთხილი ქცევის გამო არ უნდა გააკრიტიკოთ. საქმე ის არის, რომ შესაძლოა ისინი არ არიან დარწმუნებულები, თუ რა უნდა გააკეთონ ან პასუხისმგებლობის აღება ეშინიათ საკუთარ თავზე.  ისინი ყოველდღიურად კი არა, პერიოდულად უნდა შეაფასოთ,  რადგან საბოლოოდ, ეს უფრო დიდი პატივისცემის გამოხატვაა ნებისმიერის მიმართ. ასე, თანამშრომელს ზუსტად ეცოდინება, რას აკეთებს სწორად, რას - არასწორად, ან როგორ უნდა გააკეთოს უკეთ და ამის გამო თქვენს დროს ფუჭად არასოდეს დაკარგავთ.  

როდესაც ამ სამივე ღირებულებას დაეყრდნობით, საუკეთესო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ თქვენს თანამშრომელებთან, რომლებიც მომზადებულებიც არიან და გაბედულებიც.  თქვენ ხომ არ გყავთ სამსახურში  ადამიანები, რომლებიც კომპანიის რეალურ მდგომარეობას არ აცნობიერებენ, ან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, და არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ სრულყოფა და ზრდა.

თანამშრომლების შენარჩუნება უფრო მეტად კონკრეტულ შეღავათებზე კი არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეპყრობით მათ.  თავიდანვე ბედნიერი ადამიანები უნდა მოძებნოთ, რომლებთან მუშაობაც იცით, რომ სიამოვნებას მოგანიჭებთ. როდესაც ასეთ ადამიანებს იპოვით, ისინი თქვენი სამსახურისთვის უნდა მოამზადოთ, რომ თავდაჯერებულებიც გახდნენ და ნათელი წარმოდგენაც ჰქონდეთ, რა უნდა გააკეთონ. თუ რადიკალურად გამჭვირვალე იქნებით, დიდი პასუხიმგებლობის გრძნობა გექნებათ და პატიოსნება მთელი ამ პროცესების დროს სხვა საკითხებშიც, თქვენ საიმედო ურთიერთობებს  დაამყარებთ თანამშრომლებთან,  რომელიც ყველასთვის სტაბილური და საინტერესო იქნება.

Latest on Entrepreneur