CENN ონლაინ B2B შეხვედრებს ატარებს ბიზნესის მხარდასაჭერად ქედის მუნიციპალიტეტში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეკონომიკის დივერსიფიკაციას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს და მიდგომას „ქვემოდან ზემოთ" ნერგავს, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნული მიდგომა გადაწყვეტილების მიღების ეპიცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას მოიაზრებს.

19 დეკემბერს, CENN-მა და თბილისი სტარტაპ ბიურომ, ქედის მუნიციპალიტეტის ანტრეპრენერებისთვის ონლაინ B2B (ბიზნესი ბიზნესს) შეხვედრები გამართა, რომლის მიზანი ქედაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ახალი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება, დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და, ინვესტიციებისა და ინოვაციების სტიმულირება იყო.

შეხვედრები პროექტების „ქედა ლიდერი" და „ციფრული კავკასია" ფარგლებში შედგა.

შეხვედრის მონაწილე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ევროკავშირის პროექტის „ქედა ლიდერი" ბენეფიციარები არიან, რომელსაც მხარს ENPARD-ი უჭერს. ისინი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ, მათთან ახალი კავშირები დაამყარეს და საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რჩევებიც მიიღეს.

სპიკერებისა და წამყვანი კომპანიების მობილიზება, პროექტის „ციფრული კავკასია" ფარგლებში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე მოხდა. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN, USAID- ის E&E ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში. ის კავკასიის ტურიზმის სექტორის ეკონომიკურ ზრდასა და, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტი „ციფრული კავკასია", „კავკასიის ტურისტული პორტალის" შექმნით კავკასიის რეგიონის ონლაინ წარმოჩენას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ახალი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ასევე, თანამშრომლობის გაღრმავებას სამიზნე ტერიტორიული ერთეულების რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადმინისტრაციებს შორის, რომლებიც ტურიზმის სფეროში აქტიურად არიან ჩართული.

შეხვედრების ძირითადი მიზანი ანა პეტრიაშვილმა, CENN- ის პროექტის ოფიცერმა განმარტა: "ღონისძიების მიზანი ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, მათი ხილვადობის გაზრდითა და არსებული თანამშრომლობების გაღრმავების მეშვეობითაა შესაძლებელი. ახალი ბიზნესურთიერთობების დამყარება და გაყიდვების ახალი გზების ძიება კი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესები არსებული კრიზისიდან გამოვიდნენ".

ღონისძიებას 18 მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კომპანია ესწრებოდა სტუმარ-მასპინძლობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის სექტორებიდან. ანტრეპრენერებს პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამართვისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მათ საქართველოს სოფლის განვითარების სფეროში არსებული წარმატებული ბიზნეს- მაგალითები და პროექტებიც გააცნეს.

ნოდარ კერესელიძემ, საქართველოში სოფლის განვითარების გაუმჯობესების პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა (პროგრამას ENPARD უჭერს მხარს), ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოების საარსებო წყაროს გაუმჯობესებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობის გაჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში, სწორედ სოფლების აღორძინებისა და ქვეყნის პოტენციალის ზრდისთვის.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის განვითარების საკითხისადმი ეფექტური მიდგომა სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ფაქტორთა ერთობლიობას უნდა მოიცავდეს. ჩვენ ამ საქმეს არაერთი საგრანტო პროგრამით ვუჭერთ მხარს. ქვეყნის გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად უახლოეს მომავალში "მწვანე გრანტის" შემოტანას ვგეგმავთ. ამ ყველაფრით კი სწორედ იმ სტრუქტურული და სისტემური პრობლემების გადაჭრაზე ვმუშაობთ, რომელიც ხელს უშლის სოფლის განვითარებას საქართველოში. ეფექტური, ქმედითი და მდგრადი მოქმედებით კი უფრო მრავალფეროვანი სასოფლო სერვისების მიწოდებას ვუზრუნველყოფთ მოსახლეობისთვის".

B2B ღონისძიებამ ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ანტრეპრენერებს განვითარების არაერთი ახალი შესაძლებლობა შესთავაზა, იმ რეკომენდაციების გაზიარებითა და ინოვაციური ბიზნეს-მოდელების გაცნობით, რომელსაც სოფლად სამუშაო ადგილების ზრდის სისტემური ხელშეწყობა შეუძლია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ