📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Miceremadloba.ge - გზავნილი მადლიერი პაციენტებისგან ევექსის ჰოსპიტალური ქსელის მედპერსონალს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Covid-19-ის საქართველოში გამოჩენისთანავე ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ევექსის ჰოსპიტალური ქსელი რესურსების სრული მობილიზებით ჩაერთო. სწორედ მისი მედპერსონალის გასამხნევებლად, მადლობის გამოსახატავად და მადლიერებით სავსე გზავნილების ადრესატებამდე მისასვლელად, შეიქმნა საგანგებო პლატფორმა miceremadloba.ge, რომლის საშუალებით, მადლიერ პაციენტებს შეუძლიათ დადებითი გზავნილი კონკრეტულ მედპერსონალს გაუგზავნონ და პოზიტიური სიტყვების ძალით გაამხნევონ ისინი. პლატფორმა სულ 1 კვირაა რაც ჩაეშვა ინტერნეტ სივრცეში და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ათასობით ადამიანი ამხნევებს, მოტივაციას მატებს და მადლობას უხდის მედპერსონალს გაწეული დიდი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. სწორედ იმ შრომისთვის, რომელმაც მათ და მათ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს, არც მეტი არც ნაკლები სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„პლატფორმის შექმნის მიზანია ჩვენი მედპერსონალის მაქსიმალური მხარდაჭერის გამოცხადება, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დაუღალავად იბრძვის. ეს არის მათი გამამხნევებელი ერთგვარი კამპანია. პროექტის მთავარი შინაარსი კი პლატფორმის ფუნქციონალშია - რომელიც გულისხმობს ექიმის მიმართ მადლობის გამოხატვის სამ ფორმას: ტაშის, მესიჯის გაგზავნის, წერილის სამსახურში მიწერის სახით, რასაც თავად პლატფორმა უზრუნველყოფს. 1 კვირის მანძილზე დაკრული ტაშების რაოდენობა უკვე 38706, ჰოსპიტალისთვის გაგზავნილი წერილი - 284, ხოლო უშუალოდ მედპერსონალისთვის მიწერილი sms კი 598-ია, რაც საკმაოდ დიდი გამოხმაურების მაჩვენებლია 1 კვირისთვის. ყველა მათგანი არის საოცრად პოზიტიური. პლატფორმაც სწორედ ერთგვარი ხიდია ამ დადებითი გზავნილების მედპერსონალამდე მისატანად. მედპერსონალში კი მოიაზრებიან არა მხოლოდ ექიმები, არამედ სანიტრები და ექთნებიც. ჩვენს ჰოსპიტლებს მათი გმირობის არაერთი მაგალითი ახსოვს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამ თავდადებულ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა, რისთვისაც miceremadloba.ge საკმაოდ ეფექტური შესაძლებლობაა. აქვე აღსანიშნავია, რომ პლატფორმისთვის დართულ ფერად ილუსტრაციებზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იმუშავეს", - ამბობს მაია ივჩენკო, ევექსის ჰოპსიტალური ქსელის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი და 5500 სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი კი განაგრძობს აქტიურ ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ, რისთვისაც ძალისხმევას არ ზოგავს. ისინი უკვე მრავალი თვეა თავდადებით იბრძვიან პაციენტების გამოჯანმრთელებისა და ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამ ყველაფრის საპასუხოდ კი დადებითი ემოციების გამოხატვა მადლიერ ადამიანებს უკვე სულ მარტივად - miceremadloba.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან