You can be on Entrepreneur’s cover!

2020-ის სამი გამოწვევა, რომელსაც "გრანდ ელექტრონიქსმა" წარმატებით უპასუხა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხომ არ შეგიდარებიათ 2020 წლის დასაწყისში გაწერილი მარკეტინგული სტრატეგია და 2020 წლის ბოლოს გაკეთებული პროექტები ამ მიმართულებით? რა დავგეგმეთ და რა გამოვიდა - წლის ბოლოს წიწილების დათვლა ასეთი მნიშვენლოვანი გამოწვევა ჯერ არასდროს ყოფილა ქართული კომპანიებისთვის.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსიც" არ არის გამონაკლისი იმ კომპანიებს შორის, რომელთა წლის დასაწყისში გაწერილი გეგმებიც აირია, თუმცა გამოწვევებზე დროული და, რაღაც მხრივ, რისკიანი ნაბიჯებით, ძირითადი პროექტები მაინც წარმატებით განხორციელდა.

პირველი გამოწვევა პირველი „ლოქდაუნის" დროს გამოიკვეთა. დახურული მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიებს კარგს არაფერს უქადდა. „გრანდ ელექრონიქსის" გუნდი სრულად გადაეწყო ციფრულ რეჟიმზე და ერთ-ერთი პირველი გახდა, რომელმაც მომხმარებელს 24/7-იანი ონლაინ და საკურიერო მომსახურება შესთავაზა.

როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინი ნიქაბაძე იხსენებს, პროდუქტი შეკვეთის განთავსებიდან რამდენიმე საათში უკვე მომხმარებელთან იყო და ეს ხდებოდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ასეთი მიდგომა კომპანიას ფეხზე სწრაფად დადგომაში დაეხმარა. შედეგად, როდესაც „ლოქდაუნი" მოიხსნა, „გრანდში" უკვე ახალ იდეებზე ფიქრობდნენ.

ექსპერტ-კონსულტანტები ტექნიკის სფეროში

ექსპერტ-კონსულტანტების გადამზადების იდეა „ლოქდაუნის" დროს გაჩნდა. ასე რომ, იმ დროისთვის, როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, „გრანდმა" დასაქმების მასშტაბური პროგრამა გამოაცხადა, რასაც სულ მალე ტრენინგების ხანგრძლივი სერიები მოჰყვა.

„ახალი თანამშრომლების აყვანისას ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ, პირველ რიგში, არა მათი ცოდნა ან გამოცდილება, არამედ მათი დაუშრეტელი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაგვეთვალისწინებინა'', აღნიშნავს ნინი.

ახალმა თანამშრომლებმა ტრენინგები „გრანდის" ტრენინგ-ცენტრში გაიარეს. სწავლება მიმდინარეობდა არა მხოლოდ ტექნიკის დეტალური შესწავლისა და გამოცდის კუთხით, არამედ - გაყიდვების, ფსიქოლოგიის, სტრესისა და ემოციების მართვისა და სხვა მიმართულებებით.

სპეციალურად მოწყობილ ციფრულ ოთახში ახალი „გრანდელები" არა მხოლოდ პროდუქტებს ეცნობოდნენ, არამედ მათთვის სასურველ თემებსაც ამუშავებდნენ ტრენერთან ერთად და, დაინტერესების შემთხვევაში, თავადაც უტარებდნენ თავიანთ კოლეგებს ტრენინგს.

2020 წლის ბოლოს კი, შეზღუდვების მეორე ეტაპს „გრანდის" მანამდე უკვე გამოცდილმა გუნდმა ღირსეულად უპასუხა.

გაყიდვების ახლებური მოდელი

„პირველი „ლოქდაუნის" დროს ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი, თუმცა მეორე ეტაპზე ეს საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა", ამბობს ნინი.

სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ახალი და ორიგინალური იდეა, რომელიც შემდეგ ისე მოეწონა ყველას, რომ არა მხოლოდ თანამშრომლებზე გაავრცელეს, არამედ - ყველაზე, ვისაც „გრანდ ელექტრონიქსთან" რაიმე ფორმით თანამშრომლობა სურდა.

იდეა კი შემდგომში მდგომარეობს: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს „გრანდ ელექტრონიქსის" გაყიდვების მენეჯერი. მარტივი აპლიკაციის მეშვეობით თითოეული დაინტერესებული პირი ღებულობს თავის უნიკალურ კოდს, რომელსაც შემდეგ მის მიერ მოზიდული მომხმარებელი ონლაინ-შესყიდვის დროს შესავსები ფორმის ერთ-ერთ ველში უთითებს. გაყიდვების მენეჯერები კი თითოეული ასეთი ტრანზაქციიის შემდეგ მითითებული კოდის შესაბამისად მიიღებენ კონკრეტულ პროცენტს. ანაზღაურებისა და ბონუსების კომპლექსური სისტემა უზრუნველყოფს ორივე მხარის - როგორც „გრანდ ელექტრონიქსის, ისე გაყიდვების მენეჯერის win-win პოზიციაში დარჩენას.

„თითოეულ გაყიდვების მენეჯერს ჩვენ უზრუნველვყოფთ საკურიერო სერვისით, მარკეტინგული მასალებითა თუ პროდუქტით" - ამბობს ნინი. „მთავარია მათი სურვილი და შესაძლებლობა, გაყიდონ ტექნიკა და აღნიშნული პროცესიდან კონკრეტული სარგებელი მიიღონ", აღნიშნავს ის.

2020 წელი თითქმის მიიწურა, თუმცა პანდემიისა და კრიზისის დასრულებაზე საუბარი ჯერ კვლავ ნაადრევია. „გრანდში", სადაც მთელი გუნდი თითოეული მაღაზიისთვის და ახლა უკვე თითოეული კონსულტანტისთვისაა გაერთიანებული, თვლიან, რომ მზად არიან ნებისმიერი ცვლილებისათვის. გუნდი მზადაა, ხელახლა გადახედოს წლის დასაწყისში დასახულ გეგმებს და ახალ, ერთი შეხედვით მიუღებელ რეალობას ინოვაციური მეთოდების გატარების საშუალებით მოერგოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"