You can be on Entrepreneur’s cover!

#გახდისუპერგმირი - საქველმოქმედო გამოწვევა კომპანიებისთვის #სუპერძალაზრუნვაშია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

#გახდისუპერგმირი - ამ ჰეშთეგით, ინტერნეტსივრცეში ახალ გამოწვევას შეხვდებით, რომელიც საქველმოქმედო პლატფორმა supergmiri.ge-ის ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

Supergmiri.ge კი სწორედ იმ პატარებზე ზრუნავს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. "სუპერგმირი" ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების დონაციებიდან შემოსულ თანხებს ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებისკენ სრულად მიმართავს. პატარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, რომელშიც მათი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები, ნივთები და მომსახურების ვაუჩერებია მოთავსებული.

გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთი ან რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი და ხანგრძლივი პერიოდით იზრუნოს მათზე. თანაც არამხოლოდ დონაციით, არამედ პირადად მოინახულოს პატარები და დრო მათთან ნაყოფიერად გაატაროს.

Supergmiri.ge- ის გუნდი მიიჩნევს, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ და ფერად ბავშვობას. ამ იდეას იზიარებს საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ საქველმოქმედო, საახალწლო გამოწვევაში და supergmiri.ge-ის ბენეფიციარებისთვის დონორი გახდა.

,,სინერჯი კაპიტალისგან" კამპანია #გახდისუპერგმირი -ს გამოწვევა უკვე მიიღო რამდენიმე კომპანიამ, როგორებიცაა: ,,სამშენებლო კომპანია ანაგი", Tbilisi Medic-ი, ,,თბილღვნო", ,, ელთიბი - ავეჯის მასალები", Financial Office და Start - Business Solutions.

ამ საქველმოქმედო გამოწვევაში ჩართვა კი ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. Supergmiri.ge- ის ბენეფიციარების მხარდაჭერა შემდეგი ნაბიჯებითაა შესაძლებელი:

1) გახდეთ პლატფორმის დონორი:
https://supergmiri.ge/donations

2) გახდეთ პატარების სანტა და აუხდინოთ სურვილები:
https://supergmiri.ge/letters-to-santa

იმისათვის, რომ გამოწვევა უფრო მასშტაბური გახდეს და პლატფორმის საშუალებით კომპანიებმა მრავალი ბავშვის გახარება შეძლონ, დონაციის განხორციელების შემდეგ, მათ პოსტი ჰეშთეგით #გახდისუპერგმირი უნდა გამოაქვეყნონ და მეგობარი კომპანიები გამოიწვიონ, რადგან #სუპერძალაზრუნვაშია

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"