თიბისი ლიზინგის 2020 წლის შეჯამება

ინტერვიუ გაგა გოგუასთან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ლიზინგი საქართველოში 2003 წელს დაარსდა და ათასობით კლიენტს ემსახურება. კომპანიის გუნდი მუდმივად მუშაობს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რომელიც დამწყები, მზარდი თუ შემდგარი კომპანიებისთვის თანაბრად ღირებული იქნება. თიბისი ლიზინგის მართვის ქვეშ 300 მილიონ ლარზე  მეტი მოცულობის პორტფელია. კომპანიის მიერ განვლილ 2020 წელს, დაბრკოლებების გადალახვის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს კომპანიის გენერალური დირექტორი გაგა გოგუა აჯამებს:

entrepreneur.ge

როგორ შეაფასებთ კომპანიისთვის 2020 წელს და პანდემიის გავლენას თქვენზე?

ეს წელი, როგორც ჩვენიკომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევებით იყო სავსე. აქამდე ასეთი კრიზისული და კრიტიკული სიტუაციების მართვის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა.

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ვთვლით, რომ საკმაოდ შედეგიანად ვასრულებთ მიმდინარე წელს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია სწრაფად გადაგვეწყო კომპანია ახალ რეალობაზე, არც ერთი წუთით არ გავჩერებულვართ და ინვესტიციების მხრივაც ამ წელმა ბევრი სასიამოვნო სიახლე მოგვიტანა. მთავარია სწორად დაგეგმილი, გაწერილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა გქონდეს, რომელიც ჩვენმა გუნდმა წლის დასაწყისშივე შეიმუშავა. 

როგორ შეძელით რეაგირება და ადაპტაცია ახალ რეალობასთან?

პირველი, რაც მიზნად დავისახეთ, იყო შეგვენერჩუნებინა როგორც ფინანსური ისე, ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი თანამშრომლებისთვის. ასევე, მაქსიმალურად დაგვეჭირა მხარი მომხმარებლებისთვის, რაც არაერთი გადავადების საშუალებით წარმატებით შევასრულეთ.

მთელი კომპანია, პროცესები და პროცედურები უმოკლეს დროში გადავაწყვეთ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისთვის ისე, რომ ხელი არ შეშლია არც თანამშრომელს და არც მომხმარებელს. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კრიზისი გამოვიყენეთ შესაძლებლობად და ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა.

როგორ შეაჯამებთ წლის ბოლოს კომპანიის საქმინობასა და 2020-ის მიღწევებს?

ამ პერიოდშიც თიბისი ლიზინგი ინარჩუნებს ლიდერის  პოზიციას და აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ წელს ჩვენი კომპანიის, სალიზინგო ასოციაციის ინიციატივითა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით,  ლიზინგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების  სტრატეგიულ საკითხებში ჩაიწერა.

მომავალი წლიდან უკვე იწყება უცხოელი კონსულტანტების მიერ, ჩვენი დარგის მოთამაშეებთან და მთავრობასთან ერთად, ამ დარგის შესწავლა-განვითარებაზე გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. ეს არის უდიდესი მიღწევა ქვეყნისთვის და ამ დარგისთვის, რადგანაც ლიზინგის განვითარება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების და ზრდის პირდაპირპროპორციულია.

ასევე, ეს წელი აღსანიშნავია იმით, რომ გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-“ მიანიჭა, რაც საქართველოში, არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია.

რამდენიმე წლის შემდეგ პირველად დავაფინანსეთ თევზსაჭერი გემის მშენებლობა , თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით კი, საქართველოს საფონდო ბირჟაზე განვათავსეთ 58,4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები.

გარდა ამ ყველაფრისა, 2020 წელს მოვიზიდეთ არაერთი ინვესტიცია, რომელმაც ჯამში შეადგინა 175,000,000 ლარი, ესენია: 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვა FMO-სგან  მეწარმოების განვითარებისთვის, ლუქსემბურგის ფონდს, “Green For Growth Fund” (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის გაფორმებული 16,4 მილიონი ლარის მოცულობის სასეხო ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური   პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა.

2020 წელს ორი მნიშვნელოვანი ამბით ვასრულებთ - EBRD-მა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოგვიყო, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული. გავლენიანმა საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსმა კი, თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გადასცა, მცირე და საშუალო მეწარმეების დასაფინანსებლად. 



რამდენად მნიშვნელოვანია და კონკრეტულად რაში დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს EBRD-ისა და სიმბიოტიკსის მიერ გაცემული ახალი მოცულობის სესხები?

ორივე შემთხვევაში, ახალი რესურსი მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესსექტორზე, რომლებიც საქართველოში მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

ასევე, როგორც EBRD-ის, ისე „სიმბიოტიკსის“ სესხი მიმართულია უფრო მეტად რეგიონულ განვითარებაზე, რაც დააბალანსებს ბიზნესსექტორის გეოგრაფიულ კონცენტრაციას.

გარდა ამისა, ეს სიახლე დაგვეხმარება საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებაში.



როგორია კომპანიის გეგმები ახალ 2021 წელს?

2021 წლის ჩვენი მთავარი გეგმა — არსებული სერვისების გაციფრულება და ჩვენი მომხმარებლისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივებაა. ვფიქრობთ, ამ გამოწვევით ლიზინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გავხდით ადგილობრივი ბაზრისთვის და დავაინტერესებთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს.