სტივ ბლანკის რჩევები სტარტაპ გრაინდის ღონისძიებიდან

„თქვენ ყველაზე მამაცი ანტრეპრენერები ხართ, რომლებსაც მე ვიცნობ. ვიმედოვნებ, ერთ დღეს სილიკონ ველიზე გიხილავთ"

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„თქვენ ყველაზე მამაცი ანტრეპრენერები ხართ, რომლებსაც მე ვიცნობ. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს სილიკონ ველიზე გიხილავთ,“ - ასე მიმართა სტივ ბლანკმა ქართველ ანტრეპრენერებს სტარტაპ გრაინდის ღონისძიების ვირტუალური სცენიდან, რომელსაც თბილისმა 10-12 დეკემბერს უმასპინძლა.

entrepreneur.ge

წლევანდელი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გაიმართა, გამორჩეული იყო მასშტაბურობით და საერთაშორისო სპიკერების მრავალფეროვნებით. ერთ-ერთი მთავარი სპიკერი კონფერენციაზე სილიკონ ველის ანტრეპრენერი სტივ ბლანკი იყო.

მისი მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს აერთიანებს. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ, როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში. სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე სტივ ბლანკმა პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ ტენდენციებზე ისაუბრა და ქართულ აუდიტორიას რჩევებიც შესთავაზა.

„ყველა კრიზისი ახალი შესაძლებლობაა“ - აღნიშნავს სტივი და აუდიტორიას მოუწოდებს პანდემიის პერიოდში ახალ იდეებზე იმუშაონ, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და ცოდნა ონლაინ კურსებით გაიღრმავონ. კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ანტრეპრენერებისთვის ბოლო წლის განმავლობაში, სტივი პასუხობს, რომ მთავარი ცვლილება შეხვედრების გამარტივება იყო. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, დრო არ დავკარგოთ და ბიზნესის განსახილველად, პირისპირ შეხვედრას არ დაველოდოთ. ონლაინ მოლაპარაკებები, რომელიც დროს და რესურსს ზოგავს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია და სასურველია, ტენდენცია პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდეს. გარდა ამისა, სტივის აზრით, პანდემიამ დაგვანახა, რომ ნიჭიერი თანამშრომლები ყველგან შეგვიძლია გვყავდეს და მათი ოფისში ჯდომა სულაც არ არის აუცილებელი.

სტივ ბლანკმა სტარტაპერებს მოუწოდა წარუმატებლობა განვითარებისთვის გამოიყენონ, რადგან სწორედ შეცდომებს მოაქვს გამოცდილება. „თუ თქვენმა სტარტაპმა არ გაამართლა და გარკვეული თანხა დაკარგეთ, გაიხსენეთ, რომ მე წარუმატებელი პროექტის გამო 35 მილიონი დოლარი დავკარგე“ - ამბობს სტივი და აქვე აღნიშნავს, რომ ახალი იდეები ყოველთვის რისკის შემცველი, თუმცა აუცილებელია.

სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია აჭარაბეთთან და სილიკონ ველის აქსელერატორთან, USMAC-თან პარტნიორობით გაიმართა. სამდღიან ვირტუალურ ღონისძიებზე სტივ ბლანკთან ერთად მსმენელმა მარკეტინგის ექსპერტის, გაი კავასაკის რჩევებიც მოისმინა.

სტივ ბლანკის ინტერვიუ სრულად ხელმისაწვდომია სტარტაპ გრაინდის სოციალური მედიის გვერდზე