You can be on Entrepreneur’s cover!

"ფეთსმარტი" - შინაური ცხოველების სიყვარულით შექმნილი ბიზნესის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სოფო შარიქაძე, სალომე თეთვაძე, "ფეთსმარტის" დამფუძნებლები

"შინაური ცხოველების სიყვარულმა გაგვაერთიანა ჩვენ, ორი მეგობარი.

ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა ბიზნესის დაწყების არცთუ სახარბიელო დრო იყო, დაიბადა იდეა, რომ მოგვეძია ისეთი სათამაშოები, როგორიც განავითარებდა და არ მოაწყენდა შინ დარჩენილ ჩვენს მეგობრებს.

დავიწყეთ ბაზრის კვლევა. ვნახეთ, ადგილობრივად რა სტილის სათამაშოები და აქსესუარები გვხვდებოდა, პარალელურად მოვიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია შინაურ ცხოველებზე. უპირველესად, გავამახვილეთ ყურადღება ხარისხზე. ჩვენთვის მთავარი იყო, ყველა ის საჭირო ნივთი მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის, რომელიც გაუადვილებდა ცხოველის მოვლა-პატრონობას.

ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი სმარტ-სათამაშოებისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანია WiFi-კამერა ლაზერით, რომელიც შინ დარჩენილ თქვენს მეგობარს არ მოაწყენს. ის, რომ მუდამ არ ვიფიქროთ როგორ არის, ხომ არ მოიწყინა ჩვენმა მეგობარმა, ამ კამერის მეშვეობით შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მათ. ჩაშენებული მიკროფონი და სპიკერი საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ ორმხრივი აუდიოკავშირი. ეს და კიდევ მრავალი ჭკვიანი მოწყობილობა შეგვიძლია შევთავაზოთ დღეს ჩვენს მომხმარებელს. მათი მეშვეობით, ჩვენს მეგობრებს შეუძლიათ დახმარების გარეშე საათობით ითამაშონ.

ვიფიქრეთ და ვიზრუნეთ მეორე მხარეზეც: ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ ძაღლების მავნე ჩვევა ყველაფრის დახვრა და განადგურებაა. ამას თავისი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რაც შესაძლოა იყოს, მაგალითად, ღრძილების ქავილი. იმისათვის, რომ ეს სურვილი მოიკლან, ხშირად ანადგურებენ ჩვენს ავეჯს ან თუნდაც, ფეხსაცმელებს. ასეთ დროს უმჯობესია ისეთი ნივთები ვაჩვენოთ და მივცეთ ძაღლებს, რომლის დახვრაც ნამდვილად შეიძლება. მაგალითად საღეჭი კაქტუსი – ღეჭვის სურვილსაც მოიკლავს და პარალელურად, პირის ღრუს ჰიგიენასაც დაიცავს.

ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს გვაქვს, მინიმალურია იმასთან შედარებით, რასაც მომავალში ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ. ჯერჯერობით, ვმუშაობთ როგორც ონლაინმაღაზია. მარტივად შეუძლია მომხმარებელს აარჩიოს სასურველი ნივთი, საიტიდანვე შეიძინოს პროდუქტი და კურიერი სასურველ მისამართზე მიუტანს მას. ჩვენ − ცხოველების მოყვარულთა გუნდი, ბაზარზე შემოვედით განსხვავებული სათამაშო-აქსესუარებით. რაც მთავარია, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასებით და საუკეთესო მომსახურებით."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი