You can be on Entrepreneur’s cover!

BTU-ს მეწარმეობის ცენტრი კომერციალიზაციას იწყებს სტარტაპ ბანაკების ორგანიზება, სტარტაპების პრეაქსელერაცია, მენტორობა და ქოუჩინგი, ტრენინგები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტარტაპ ბანაკების ორგანიზება, სტარტაპების პრეაქსელერაცია, მენტორობა და ქოუჩინგი, ტრენინგები ინტრაპრენერობის მიმართულებით და სხვა აქტივობები, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის მიერ კომერციალიზაციის გეგმის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციებისთვის გაიმართება.

სტარტაპ ბანაკების ჩატარებაში, BTU-ს აკადემიური გუნდის და ტრენერების გარდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული ტოპ სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

სტარტაპ ბანაკი საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებულ სკოლებში და საუნივერსიტეტო კამპუსებში უკვე გაიმართა. ტრენინგებით სისტემატიურად სარგებლობენ სხვადასსხვა პარტნიორი ორგზანიზაციებიც. ინოვაციური იდეების გენერირება, ბიზნეს მოდელის ფორმირება, ფანდრაიზინგი და ინვესტორებთან ურთიერთობა, ფიჩინგი და ინოვაციების ინტეგრირება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში, ინტრაპრენერობა და კრეატიული აზროვნება, სტარტაპ ბანაკის ფორმატში ამ მიმართულებით ტრენინგები შეთავაზებული ახლა უკვე ნებისმიერი მსურველისთვის იქნება.

,,BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, ბენეფიციარებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს საჩუქრად დაფუძნების დღიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ე.წ. ,,Tailor Made'' სტარტაპ ბანაკებთან მიმართებაში. გვიკავშირდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, კომპანიებიდან, რომელთაც ტრენინგების სპეციალური მოდულების ჩატარება ჩვენთან თანამშრომლობით სურთ. ვინაიდან BTU-ს მეწარმეობის ცენტრი სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრია, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირებით და გამოცდილებით, ვფიქრობთ რომ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი კომერციალიზაციის პროცესის დასაწყებად.'' - თაკო ჯაფარიძე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე