You can be on Entrepreneur’s cover!

მაღალი პროფესიონალიზმისა და ოჯახური, ერთმანეთზე მზრუნველი გარემოს იდეალური კომბინაცია "რომპეტროლ საქართველო", დასაქმებულთა რაოდენობა: 800

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, ე.წ. HR-ებს, ნაკლებად იცნობენ კომპანიის გარეთ. საგარეო კომუნიკაციაში, ძირითადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მმართველი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ. თუმცა, ადამიანური რესურსების მენეჯერი არანაკლებ საკვანძო ფიგურაა ყველა ორგანიზაციაში, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის პროგრესი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანპერსპექტივაში.

კომპანიის HR პოლიტიკაზე „რომპეტროლ საქართველოს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნანა იამანიძეს გავესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

„რომპეტროლ საქართველო" დღეს ერთ-ერთი ძლიერი საერთაშორისო დამსაქმებელია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი კომპანია განუყოფელი ნაწილია KMG International ჯგუფისა, რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000- ზე მეტი თანამშრომელია და ოპერირებს 11 ძირითად ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში წარმოდგენილია ულტრათანამედროვე ნავთობბაზითა და 86 ავტოგასამართი სადგურით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

რომპეტროლ საქართველო" ნამდვილად არის გამორჩეული თავისი სამუშაო გარემოთი და კორპორაციული კულტურით.

ეს არის კომპანია, სადაც პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ იმდენ სიახლეს გაეცნონ, დაეუფლონ და ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინონ, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში, რაც ალბათ, სხვადასხვა ტიპის კომპანიაში წლობით მუშაობას გაუტოლდებოდა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ დიდი, ძლიერი, წარმატებული საერთაშორისო კომპანიის ნაწილი ვართ. ისეთის, რომელიც მუდამ მოძრაობაშია, მუდამ სიახლეებს ეძებს და ნერგავს, და ჩვენც ბუნებრივად ჩართულები ვართ ცვლილებების უწყვეტ დინამიკაში.

გამოცდილებას ამდიდრებს ასევე ჩვენი მრავალფეროვანი და მრავალკულტურული კოლექტივი, რომელსაც საერთო წარმატების მიზნები გვაერთიანებს და გვაქცევს დიდ ოჯახად.

ჩვენს კორპორაციულ კულტურას დავახასიათებდი, როგორც იდეალურ კომბინაციას მაღალი პროფესიონალიზმისა და ოჯახური, ერთმანეთზე მზრუნველი გარემოსი.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

პანდემიის საშიშროების თაობაზე პირველი ცნობების გამოჩენის დღიდან, ჩვენს კომპანიაში შეიქმნა კრიზისის მართვის გუნდი, რომლის მისია იყო გამოწვევის სწრაფი გაანალიზება და საჭიროებებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა. შესაბამისად, მარტში კომპანია უკვე მზად იყო ოფისი გადაეყვანა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე, ხოლო ავტოგასამართი სადგურები და ნავთობბაზები, ვირუსის გავრცელებისაგან დასაცავად, სრულად შევუსაბამეთ სახელმწიფო თუ საერთაშორისო რეკომენდაციებს. 25 მარტიდან დღემდე ჩვენი ოფისი მუშაობს დისტანციურ რეჟიმში.

რაც შეეხება პირველი ხაზის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის უწყვეტ რეჟიმში ოპერირების უზრუნველყოფაში, კომპანიამ უმოკლეს ვადაში უზრუნველყო თითოეული მათგანი აუცილებელი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით და რაც მთავარია, ზრუნვითა და თანადგომით. მაგალითად, პანდემიის პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა სრული ლოქდაუნი და თანამშრომელთა ნაწილი ვერ ახერხებდა სამსახურში გამოცხადებას, თითოეულ მათგანს მოცდენილი პერიოდი სრულად აუნაზღაურდა. ასევე, მაღალი რისკჯგუფის თანამშრომლები, მათი უსაფრთხოებისათვის, გავარიდეთ სამუშაოს, ხელფასის შენარჩუნებით.

ბუნებრივია, პანდემია, ისევე, როგორც მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ამ გამოწვევაშიც შევძელით დადებითი მხარეებისა და შესაძლებლობების გამორჩევა. ამ პერიოდმა გამოცდილებით გვასწავლა კრიზისული ვითარების ეფექტური მართვა, სტრესულ და მოკლე ვადებში გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, თუ პანდემიამდე ოფისის თანამშრომელთა დაახლოებით 20% იყო აქტიურად ჩართული მართვის ელექტრონულ პროცესში რუმინეთის ოფისთან აქტიური თანამშრომლობის გამო, დღეს ოფისის უკლებლივ ყველა კოლეგა მაღალ დონეზე ფლობს ჩვენს ყველა ელექტრონულ პლატფორმას და ახერხებს იყოს მაღალეფექტური თანამშრომელი. რაც ყველაზე მთავარია, პანდემიის გამოწვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვარწმუნა, რომ ვართ პროფესიონალთა ძლიერი და ერთგული გუნდი.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

„რომპეტროლ საქართველო" დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ გუნდი მოტივირებული და ჩართული იყოს კომპანიის ცხოვრებაში. ამისათვის წელიწადში ერთხელ თანამშრომელთა ჩართულობის მასშტაბური კვლევა ტარდება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ბევრი სასარგებლო ცვლილება იგეგმება ხოლმე. გარდა ამისა, კომპანიას აქვს თანამშრომლებზე ზრუნვის ძალიან კარგად განვითარებული, სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებად იშლება. ესენია:

ემოციური კეთილდღეობა, რომლის ქვეშ ერთიანდება ყველა ის აქტივობა და ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად ჰარმონიაში იყვნენ სამსახურსა და ოჯახს, პირად სივრცეს შორის. ამ მიმართულების ჩემ რჩეულ ინიციატივებში გამოვარჩევდი ბავშვთა დღეს, რომელიც ტრადიციულად იმართება ყოველწლიურად, როდესაც სამუშაო დღის ნახევარი ეთმობა ჩვენს შვილებს, რომლებიც მოდიან და ჩვენს სამუშაო გარემოში მათთვის სპეციალურად ორგანიზებული აქტივობებით არიან დაკავებულნი. ყველაფერი კი სრულდება საჩუქრებით და დაუვიწყარი მოგონებებით. გამორჩეულად მიყვარს წლის შემაჯამებელი გუნდური შეკრებები, რაც სამი დღით საქმიან გარემოს მოწყვეტას და თანამშრომლებთან ერთად არაფორმალურ გარემოში დროის ხარისხიანად გატარებას ნიშნავს.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, ამ მიმართულების ქვეშ მოიაზრება ყველა ის ექსკლუზიური შეთავაზება, რომელსაც ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისათვის სხვადასხვა კომპანია აკეთებს − იქნება ეს სასტუმროს ფასდაკლებები თუ სხვა ყველაფერი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თანამშრომლის ემოციურ კეთილდღეობას.

ფიზიკური კეთილდღეობა, რომლის ქვეშაც ერთიანდება ყველა აქტივობა თუ ინიციატივა, რომელიც ჩვენი თანამშრომლების ფიზიკურ სიჯანსაღეს ეხება. ამ მიმართულებაში მოიაზრება ძალიან კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები, რომელსაც კომპანია ფარავს თანამშრომლებისათვის, ასევე, სხვადასხვა ექსკლუზიური შეთავაზება, რომლებსაც სხვა კომპანიები ამზადებენ ჩვენი თანამშრომლებისათვის − იქნება ეს ფიტნესდარბაზით სარგებლობა თუ იოგას კლასი.

ყველაზე გამორჩეული ამ მიმართულებაში არის ჩვენი სპორტული აკადემია, რომლის მასშტაბი გასაოცარია. ყოველწლიურად, რუმინეთში იმართება ჯგუფში გაერთიანებული ყველა კომპანიის წარმომადგენელთა ასპარეზი სპორტის 11 სახეობაში. „რომპეტროლ საქართველოც" ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ სპორტულ ღონისძიებაში და ჩვენ ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს არაერთი მედლის მფლობელები ვართ ქალთა ფრენბურთში, შერეულ კალათბურთში, ცურვაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში და ა.შ. რაც მთავარია, თანამშრომელთა ჩართულობას ამ სპორტულ აქტივობაში, ისევე, როგორც შეჯიბრზე გამგზავრებას, სრულად ანაზღაურებს ჩვენი კომპანია.

ფინანსური კეთილდღეობა. ამ მიმართულებაში ერთიანდება ყველა ის ინიციატივა, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა ფინანსურ კეთილდღეობას. მაგალითისათვის, ამის ნაწილია ისიც, რომ ჩვენი კომპანია ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სავალდებულოდ არის გაწევრიანებული საპენსიო ფონდში, კომპანია სრულად უფარავს საპენსიო შენატანის, როგორც კომპანიის, ისე თანამშრომლის ნაწილს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ არაერთი გამორჩეული ინიციატივა გვაქვს დანერგილი, იქნება ეს თანამშრომელთა აღიარების პროგრამები თუ საახალწლო შეჯიბრებები, რომელთა გამარჯვებულებს პრიზის სახით რგებიათ შვეიცარიაში მოგზაურობა თუ ესპანეთის მონახულება.

საქმიან და პირად სივრცეს შორის ჰარმონიის შენარჩუნებაში ძალიან გვეხმარებოდა მოკლე სამუშაო დღე პარასკევობით, რომელიც დღეს, როცა ყველა შინიდან ვმუშაობთ, იმდენად აქტუალური აღარ არის, თუმცა ნამდვილად დიდი უპირატესობაა.

ასევე, ჩვენს ავტოგასამართ ქსელში, სადაც სამუშაო ძირითადად ცვლიანი გრაფიკით არის განსაზღვრული, ცვლა ყოველ მეოთხე დღეს გვაქვს, რაც ნამდვილად უპირატესობაა.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი ვაკანტური პოზიციის შევსება ჯერ შიდა რესურსებით შევძლოთ. ავტოგასამართ ქსელში მენეჯერთა დიდმა უმრავლესობამ კარიერა ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციით დაიწყო.

ოფისში, პოზიციათა შეზღუდული რაოდენობა დიდ საშუალებას არ გვაძლევს, რომ კარიერული წინსვლა სწრაფი ტემპით დავუგეგმოთ თანამშრომლებს, თუმცა ჩვენს კომპანიაში ნამდვილად იხსნება დიდი შესაძლებლობები. მაგალითისათვის, ჩვენმა ორმა თანამშრომელმა კარიერა ჩვენს მფლობელ ჯგუფში გააგრძელა. ერთი მათგანი რუმინეთის სათავო ოფისში იყო წარმატებული თანამშრომელი, მეორე კი არაერთ ქვეყანაში გახლდათ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მივლენილი.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

ჩვენი კომპანია გამორჩეულად დიდ რესურსს ხარჯავს თანამშრომელთა სწავლასა და განვითარებაში. გარდა იმისა, რომ გვაქვს ყოველწლიურად დამტკიცებული სწავლებისა და განვითარების სოლიდური ბიუჯეტი, რომელიც ხმარდება საჭიროებების ანალიზის შედეგად გამოვლენილ სწავლებასა და განვითარებას, ასევე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი − ვცდილობთ, ჩვენი ფინანსური გუნდი იყოს მოწინავე, რისთვისაც კომპანია სრულად აფინანსებს როგორც სწავლების პროცესს ACCA და IFRS მიმართულებებით, ისე გამოცდების საფასურსაც. ასევე, გამორჩეულია ჩვენი ჯგუფის მიერ მართული ლიდერთა კლუბი, რომელიც ემსახურება ტალანტების აღმოჩენას, განვითარებასა და მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბებას.

ნამდვილად დასაფასებელია ისიც, რომ კომპანია, გარდა კუთვნილი წლიური შვებულებისა, თანამშრომლებს სთავაზობს დამატებით, სწავლისათვის განკუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას, რაც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ACCA გამოცდისათვის ემზადები.

ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი ინვესტიცია თანამშრომლებში ხვალ ორმაგად დაუბრუნდება კომპანიას მიღწეული ამბიციური მიზნების სახით!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"