"მენტორ ჰაბი" - ინსტრუმენტები თვითორგანიზებისა და განვითარებისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს სულ უფრო მივუახლოვდეთ, აუცილებელია ყოველდღიური ქმედებები, დისციპლინა და გაწერილი ამოცანები, რომელთა შესრულებაც ჩვენს მიზნებს გაცილებით რეალისტურად აქცევს. თავის მხრივ, ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად კი საჭიროა სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც მეტ მოქნილობას გვთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, „მენტორ ჰაბი“ აქტიურად ზრუნავს ისეთი სერვისებისა და მიგნებების დანერგვაზე, რომელიც ადამიანებს, ორგანიზაციებსა და კომპანიებს განვითარებასა და თვითორგანიზების კულტურის დანერგვაში ეხმარება. მის მიერ შექმნილ ამგვარ შესაძლებლობებს კი „გოლქეჩერი“ და „აიდეაქეჩერი“ - ერთგვარი სისტემური ბლოკნოტები წარმოადგენს. „გოლქეჩერს“ მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ. „აიდეაქეჩერი“ კი ფაქტობრივად სრულიად ახალი პროდუქტია, რომელიც მისმა ავტორებმა მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, ახალი საჭიროებების კვალდაკვალ შექმნეს.

www.entrepreneur.ge

აიდეაქეჩერი 2020 წელს შევქმენით. ეს არის ბლოკნოტი, რომელიც არა მხოლოდ თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული, არამედ პირდაპირ ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ იდეა და მისი დამუშავებისთვის შესაბამისი ხელსაწყოები სჭირდებათ. „აიდეაქეჩერი“ აწყობილია  აზროვნების  დიზაინის პრინციპზე: ის დაყოფილია 12 თვედ, თითოეული თვის ბოლოს კი მოცემულია სივრცე იდეების განვითარებისთვის, დაწყებული პრობლემის ანალიზით, დამთავრებული პროტოტიპისთვის აუცილებელი მახასიათებლებით. ასევე, ის მოიცავს ბიზნეს მოდელზე მუშაობას, სეგმენტირებასა და ბრენდინგის ნაწილს. თუ კი „გოლქეჩერი“ გვეხმარება თვითქოუჩინგში, „აიდეაქეჩერი“ უფრო მეტად ბიზნეს ქოუჩინგისა და საკუთარ იდეაზე მუშაობისთვის არის უკეთესი“, - გვიყვება თეონა დალაქიშვილი, „მენტორ ჰაბის”დამფუძნებელი.

ახალი მსოფლიო სამუშაო ტენდენცია კი რაც დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს, თვითორგანიზებისა და თვითდისციპილინის უნარის განსაკუთრებულად გააქტიურებას მოითხოვს, რაც საკუთარ თავზე მიმართული განვითარების გეგმის შემუშავებას საჭიროებს. ეს კი არც თუ ხშირი კომპეტენციაა, თუმცა გამომუშავებადი. ამასთანავე, უამრავ ადამიანს სულაც არ აქვს შესაძლებლობა პირადი ქოუჩი ან მენტორი იყოლიოს, ამიტომაც ამ მნიშვნელოვანი უნარის შესაძენად ან გასაუმჯობესებლად მათ თავად უნდა იზრუნონ. „გოლქეჩერი“ და „აიდეაქეჩერი“ კი ამის ეფექტურ შესაძლებლობას წარმოადგენს და თვითქოუჩინგისა და თვითორგანიზების ჩვევის კარგად ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მომხმარებელთან. „გოლქეჩერსა“ და „აიდეაქეჩერს“ ვთავაზობთ როგორც ინდივიდებს, ასევე კომპანიებს. თითოეული მათგანის აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია ახალ ვერსიებში. ის, ვინც ერთხელ იყენებს გოლქეჩერს, მას აუცილებლად უბრუნდება, რადგან წლის დასაწყისში დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევენ. შესაბამისად, ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროდუქტებზე, რადგან მათი არსებობა ბაზარზე აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, იზრდება მოთხოვნა ტრენინგებზე, რომელსაც ქოუჩინგისა და მენტორინგის უკეთ გასაცნობად ვთავაზობთ მსურველებს. უკვე დავნერგეთ მენტორინგის პროგრამები 25 კომპანიაში. ამასთანავე, ვიწყებთ მუშაობას ჩვენი სერვისების გაციფრულებაზეც. ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ მსგავსი ტიპის ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება, სწორედ ამიტომ, გვსურს შევქმნათ პლატფორმა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს გახდის გოლქეჩერის ტექნიკებს, ხოლო კომპანიებს კი თანამშრომელთა განვითარების მონიტორინგისთვის, მენტორინგის ანალიტიკას შესთავაზებს”, - ამბობს თეონა დალაქიშვილი.

ამ ყველაფრის პარალელურად „მენტორ ჰაბი“  2021 წელს კიდევ მეტი სიახლებს გვპირდება. ის „შავი ზღვის ფონდის“ მხარდაჭერით ახალ სივრცეს ქმნის, რომელიც ერთგვარი ქალაქგარე სამუშაო რეზიდენცია იქნება ცალკეული ადამიანებისა და გუნდებისათვის, სადაც ისინი როგორც დისტანციურ, ასევე უშუალო სამუშაო შეკრებებს შეძლებენ.   რეზიდენციაში იმოქმედებს ყველა ის დამატებითი სერვისი, რასაც „მენტორ ჰაბი“ სთავაზობს მომხმარებლებს: მენტორინგი,  ქოუჩინგი, თვითზრუნვა და პერსონალის განვითარება. სივრცე ე.წ. co-living/co-working კონცეფციის მატარებელი და პირველი მსგავსი ტიპის მრავალფუნქციური რეზიდენცია იქნება საქართველოში. ამ იდეის სრულფასოვნად განსახორცილებლად კი „მენტორ ჰაბი“ მალე ე.წ. ქრაუდფანდინგ კამპანიას წამოიწყებს და ნებისმიერ მსურველს,  რეზიდენციის თანამონაწილეობით მფლობელობას შესთავაზებს.

 ამ ყველაფრის კომბინაციით კი დამხმარე შესაძლებლობების ის ნაკრები იქმნება, რომლის ეფექტურად გამოყენება და სწორი ფოკუსით მიმართვა, სურვილების მიზნებად, მიზნების კი რეალურ შედეგებად გარდაქმნაში გვეხმარება.