You can be on Entrepreneur’s cover!

5 რჩევა ბიზნესის გადასარჩენად 2021 წელს ბიზნესის უამრავ მფლობელს სრულიად მოულოდნელად დაატყდა თავს პანდემია და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზოგიერთი კომპანია საერთოდ დაიხურა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Yelp იტყობინება, რომ ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა კომპანიები, რომელთა საერთო რაოდენობამ 97,966 პროცენტს მიაღწია. ამ მაჩვენებლის 60 პროცენტს ის კომპანიები შეადგენენ, რომლებიც აღარ გაიხსნებიან. წარმოიდგინეთ, ინვესტიციების ჩადება ბიზნესში, შემდეგ კი რაღაც ვირუსის გამო ყველაფრის შეფერხება და საბოლოოდ განადგურება.

ახალი წელი დადგა და არავინ იცის რას მოიტანს იგი. თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელმა, ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმოთ და თქვენი ბიზნესი ისე უნდა გააძლიეროთ, რომ ამგვარი პრობლემებისგან შეძლოთ მისი დაცვა.

უკვე ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი ინოვაციები, რომლებიც მომხმარებლებს პროდუქტის ყიდვის პროცესს უმარტივებს,. თუ თქვენი ბიზნესი რაღაც ახალს არ აკეთებს, მომხმარებელს ცხოვრებას არ უმარტივებს, მას დიდი რისკის ქვეშ აყენებთ. შეიძლება თქვენი მომხმარებლები დაკარგოთ, მათ იმ ადამიანებთან გადაინაცვლონ, ვინც ამას აკეთებს. როგორც სტივ ჯობსმა თქვა: „ლიდერები და მათი მიმდევარები ერთმანეთისგან ინოვაციების დანერგვის უნარით განსხვავდებიან". ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გსურთ თქვენს სფეროში ან ნიშაში ლიდერი გახდეთ, ინოვაციები უნდა დანერგოთ. ეს მარკეტინგსაც ეხება, პროდუქტის მიწოდებასაც, მომხმარებელთა შენარჩუნებასაც და სხვა საკითხებსაც.

2021 წელი განსხვავებული წელია და სავარაუდოდ, ახალი პრობლემები გამოჩნდება, ამიტომ ამ ხუთ რჩევას გთავაზობთ თქვენი ბიზნესის გადასარჩენად.

1. დარჩით თქვენი მომხმარებლების გონებაში

მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის. მომხმარებლებს ის კომპანიები დარჩათ გონებაში, რომლებიც 2020 წელს გადაურჩნენ. თუ კარანტინი და შეზღუდვები 2021 წელსაც გაგრძელდება, თქვენი ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება, და შესაბამისად შემოსავლებიც შეგიმცირდებათ. ამიტომ, მარკეტინგული მცდელობები კი არ უნდა შეწყვიტოთ, თქვენი მარკეტინგის ბიუჯეტი უნდა შეამციროთ.

მარკეტინგი იმას ნიშნავს, თუ როგორ გესმით თქვენი მომხმარებლების საჭიროებები, როგორ აწვდით მათ ინფორმაციას, როგორ იზიდავთ ახლებს და როგორ უბიძგებთ მათ თქვენთან აწარმოონ ბიზნესი. შეიძლება მარკეტინგის სტრატეგიებმა პირდაპირი გაყიდვები არ განაპირობონ, მაგრამ გაყიდვები ბოლოს და ბოლოს მაინც დაიწყება, თუ საკმარისად თანმიმდევრული იქნებით.

უახლოეს წლებში თქვენი სოციალური მედია პლატფორმები უნდა გახდნენ თქვენი საუკეთესო მეგობრები. კვლევების თანახმად, "სოციალურ მედიას მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტი იყენებს, ეს კი 3 მილიარდზე მეტ მომხმარებელს ნიშნავს".

თქვენი მომხმარებლების გონებაში დარჩენა რომ შეძლოთ, იქ უნდა იყოთ, სადაც ისინი დაგინახავენ. სოციალური მედია მარკეტინგია სწორედ ის სტრატეგია, რომელიც ამ უპირატესობას მოგცემთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ინფლუენსერებს გამოიყენებთ თუ ფასიან სოციალურ ქსელებს, მთავარია, თქვენი მომხმარებლების გონებაში შეძლოთ დარჩენა.

2. საუკეთესო თანამშრომლები აიყვანეთ სამსახურში

საუკეთესო თანამშრომლები საუკეთესო ბიზნესს ნიშნავს. თუ გსურთ თქვენს ბიზნესს კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეს, საუკეთესო თანამშრომლები უნდა დაიქირავოთ სამსახურში. თუ საუკეთესო პერსონალი არ გეყოლებათ, თქვენს მომხმარებლებს საუკეთესო შესაძლებლობებს ვერ შესთავაზებთ.

თქმა არ უნდა იმას, რომ შესაბამისი პერსონალი უნდა დაიქირავოთ და ამასთან ერთად, თანამშრომლების მომზადებასაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ და იმასაც, რომ მათ ბედნიერად იგრძნონ სამუშაო ადგილას თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი სამუშაო გარემო უნდა შექმნათ და მათ მიზანიც დაუსახოთ, რაც სამუშაოს შესრულებაში დაეხმარებათ.

როგორ უნდა შექმნათ ასეთი სასიამოვნო სამუშაო გარემო? ნებისმიერ ადამიანს მოსწონს, როდესაც მას უსმენენ. ასე რომ, თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის მოვალეობა ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ნებისმიერს მისცემს საშუალებას ყველას გააცნოს საკუთარი მოსაზრებები და იდეები გარკვეულ საკითხებზე. ეს შეიძლება ყოველკვირეულ შეხვედრებზე მოხდეს და ამ გზით მათი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც თავის მხრივ თქვენს ბიზნესს დაეხმარება.

3. აქტივების დაცვა

როდესაც ბიზნესის მფლობელი ხართ, არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენს აქტივებს შეიძლება ბევრი რამ დაემუქროს, და ამან ფინანსების დაკარგვა გამოიწვიოს. კარგი არ იქნება თუ თქვენს ბიზნეს აქტივებს სასამართლო დავისას დაკარგავთ. ბევრი ანტრეპრენერი საერთოდ არ ითვალისწინებს მოვლენების განვითარებას ამ სცენარით, მაგრამ აქტივების დაცვას მაშინაც კი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ სასამართლო გარჩევის შემდეგ საქმეები ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ.

ბიზნესის დაწყებისას არავინ განიხილავს საქმეების სასამართლოზე განხილვის ალბათობას, ამიტომ აქვთ ბევრი უსიამოვნებები ადამიანებს. შეერთებულ შტატებში ბრალდებულთა 78 პროცენტს არასდროს უფიქრია, რომ სასამართლო პროცესებზე მოუწევდათ წარდგომა. Sony- მ 200 მილიონის ღირებულების ქონება დაკარგა, ამის თავიდან აცილებას შეძლებდა, თუ თავის აქტივებს დაიცავდა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აქტივების დაცვა უწინდებურად ინტერნეტითაც შეგიძლიათ და მის გარეშეც, იმის მიუხედავად, თუ რა მოცულობისაა თქვენი კომპანია.

4. დაფინანსება და ბიუჯეტის შედგენა

თქვენი ფინანსები აუცილებლად უნდა დაგეგმოთ, რადგან თანხები ნებისმიერი კომპანიისთვისაა აუცილებელი ბიზნესის გარკვეული მიმართულებების გასამარტივებლად. ბიუჯეტის შედგენა თქვენი ბიზნესისთვის საგზაო რუკის შედგენას ჰგავს. როდესაც ბიუჯეტი არ გაქვთ შედგენილი, თქვენ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებთ თქვენს ბიზნესს.

რაილი პანკომ, ბიუჯეტის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში განაცხადა: "თუ კომპანიას საფრთხის შექმნა არ სურს თავისი ორგანიზაციის ფინანსური ჯანმრთელობისთვის, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი. არ აქვს მნიშვნელობა რა მოცულობისაა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები გაცილებით მეტ პრობლემას უქმნიან საკუთარ თავს, რადგან ბიუჯეტის შედგენა მცირე ბიზნესს ფოკუსირებაში ეხმარება".

ბიუჯეტი განსაზღვრავს, თქვენი მარკეტინგი, აქტივების შეძენა, თანამშრომლების ანაზღაურება და თქვენი ბიზნესის სხვა სფეროების საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართება თუ არა. თქვენ თქვენი ყველა გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ბუღალტრის დაქირავება, რომელიც ნებისმიერ თანხას აღრიცხავს, რომელიც თქვენს ბიზნესში შემოდის და გადის.

5. ნებისმიერ პირობებთან შესაგუებლად იყავით მზად

გაქვთ თუ არა ადაპტაციის უნარი? პატრიკ ჯ. როტინგჰაუსის განმარტებით, "ადაპტაცია, ცვლილებებთან გამკლავებისა და მათი სასიკეთოდ გამოყენების უნარია. ამასთან ერთად, ფეხზე წამოდგომასაც გულისხმობს, როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენები ცხოვრებისეულ გეგმებს მთლიანად შეგიცვლით".

2020 წლის მოვლენებს არავინ ელოდა, მაგრამ ყველა იძულებული გახდა ან „ახალ პირობებს შეგუებოდა ან კიდევ მომკვდარიყო". სამუშაო რეჟიმი, რომელსაც ადამიანები იყვნენ შეჩვეული, ცნობილი მიზეზების გამო მთლიანად შეიცვალა. ყველა იძულებული გახდა Zoom შეხვედრებს, ონლაინ განათლებას და სოციალურ დისტანცირებას მორგებოდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ბევრ ტრადიციულ ბიზნესებზე, რომლებიც უშუალოდ ემსახურებოდნენ მომხმარებელს.

სრულიად გაურკვეველია რას მოიტანს 2021 წელი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ პირობებს უნდა მოერგოთ. ეს მომსახურების სფერო იქნება, პროდუქტის მიწოდება, მარკეტინგი თუ თქვენს მომხმარებლებთან ურთიერთობა, თქვენ მზად უნდა იყოთ იმის გასაკეთებლად, რასაც ბაზარი გიკარნახებთ და შემოქმედებითად მიუდგეთ საქმეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი