ლუკა რამიშვილი - 15 წლის ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

"ჰაკინგის შესწავლა ჩემით, სხვადასხვა პლატფორმის დახმარებითა და წიგნების მეშვეობით დავიწყე"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენს ციფრულ ერაში თანამედროვე მოზარდები ტექნოლოგიურ სამყაროსა და მის შესაძლებლობებს ადრეული ასაკიდან ეზიარებიან, საკმაოდ კარგად ცნობიერდებიან და ხშირად საქმიანობასაც სწორედ ამ სფეროს უკავშირებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება 15 წლის ლუკა რამიშვილი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის საგანსაც ჰაკინგი და კიბერუსაფრთხოების მიმართულებები წარმოადგენს. ლუკამ მათი შესწავლა 11 წლის ასაკიდან თავად დაიწყო და უკვე ჰაკინგის შემსწავლელი კურსებიც შექმნა. თუ რას გულისხმობს ლუკას საქმიანობა და როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოზარდის გეგმები, ამის შესახებ ის თავად გვიყვება:

entrepreneur.ge

„მე ვარ ლუკა რამიშვილი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ინტერესი ჰაკინგის მიმართ პატარა ასაკიდანვე, დაახლოებით 11 წლიდან გამიჩნდა და დღემდე ამ მიმართულებით აქტიურად ვვითარდები. კარგად რომ განვმარტოთ, ჰაკერი არის ადამიანი, რომელიც ეძებს სხვადასხვა დაზიანებას სერვერზე, საიტებზე და ა.შ. შემდეგ კი ამ დაზიანებებს ბოროტად იყენებს, ხოლო ეთიკური ჰაკერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა კიბერუსაფრთხოებაში, ჰაკინგში კი ის მფლობელის თანხმობით ეძებს დაზიანებებს და მას ამის შესახებ დეტალურად ატყობინებს. ჰაკინგის შესწავლა ჩემით, სხვადასხვა პლატფორმის დახმარებითა და წიგნების მეშვეობით დავიწყე, რაშიც უამრავი დრო მაქვს დახარჯული. როდესაც უკვე ჩემი სკრიპტების წერას შევუდექი, მივხვდი, რომ საქართველოში ჰაკინგის საბაზისო კურსის გაკეთება შემეძლო. დღეს კი Hawk Education-ი არის ეთიკური ჰაკინგის საბაზისო კურსი, რომელშიც მზა ვიდეოკურსებით საქართველოში კიბერსკოლა მსურს გავხსნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების დარგებზე იქნება გამახვილებული“, − ლუკა რამიშვილი. თეორიულად და პრაქტიკულად, ყველაფერი ახსნილია. Hawk-კურსი თითქმის ყველა ჰაკინგის დარგის მოიცავს, სადაც სტუდენტი ძირითად, მნიშვნელოვან და ძლიერ შეტევებს სწავლობს. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, სადაც აღნიშნულია, რომ ის ფლობს ეთიკური ჰაკინგის საბაზისო განათლებას. მსოფლიოში დღესდღეობით კიბერუსაფრთხოება ძალიან მოთხოვნადი სფერო გახდა, ხოლო ეთიკური ჰაკინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჟამად, ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი International Online School-ია, რომელიც ისეთი ონლაინპლატფორმის შექმნას გულისხმობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს დისტანციური გაკვეთილების ჩატარება და ყველა სფეროს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლება (საგანმანათლებლო, კულტურული, ტექნიკური და ეკონომიკური კუთხით). ასევე, ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა არის Binary Trading, რომლითაც უკვე 1 წელია დაკავებული ვარ და საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა. მინდა მომავალში საქართველოში კიბერსკოლა გავხსნა, სადაც ყურადღება პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების სწავლებაზე იქნება გამახვილებული“.