You can be on Entrepreneur’s cover!

გზა ინტერნობიდან გუნდის ლიდერობამდე - სწრაფი განვითარების შესაძლებლობა დეველოპერებისთვის Sweeft-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარიერული წინსვლა და კორპორაციული კიბის ზედა საფეხურზე მოქცევა დასაქმებულებისაგან საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და მონდომებას მოითხოვს, თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოკლე დროში თავიანთ თანამშრომლებს ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენის, ზრდისა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობენ, რაც მათი სწრაფი დაწინაურების წინაპირობა ხდება.

სწორედ ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება Sweeft, რომლის დღევანდელმა React Native მიმართულების გუნდის ლიდერმა − ჯორჯმა, ამ პოზიციაზე მოხვედრა უბრალო ინტერნობიდან რამდენიმე წელიწადში მოახერხა. Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ჯორჯის პროფესიული წარმატების ისტორია და მისი კარიერული მიღწევების შესახებ გიამბოთ.

როგორც ჯორჯი გვიყვება, ბავშვობაში მას კოსმონავტობა სურდა და ყველაფრის კვლევა, სიახლეების ძიება იტაცებდა. „ვფიქრობდი, რომ კოსმოსი იყო სამყარო, რომელშიც სიახლეებს აღმოვაჩენდი. ყოველთვის მქონდა სურვილი რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ჯერ არავის შეუქმნია. ჩემმა ძიების სიყვარულმა კი პროგრამირების აღმოჩენამდე მიმიყვანა და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. პროგრამირება ჩემთვის ხელოვნებას ჰგავს, რადგან ქმნი ყველაფერ ახალს შენი ხელით. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და რასაც არასდროს შევიცვლი", − აღნიშნავს ჯორჯი.

პროგრამირების სიყვარულის თეორიული ცოდნით განმტკიცების მოტივით, ჯორჯმა 2017 წელს გამოცდები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტმა ჯორჯისთვის გამონაკლისი დაუშვა და „ერასმუსის" გაცვლითი პროგრამით, გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტ University of Applied Sciences at Zwickau-ში გაემგზავრა სასწავლებლად. გერმანიაში სწავლა საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჯორჯისთვის დღემდე უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება.

„გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულმა გავაცნობიერე, რომ უკვე მზად ვიყავი პირველი სამსახურისთვის. მინდოდა მეკეთებინა საყვარელი საქმე და ამასთანავე მქონოდა სტაბილური შემოსავალი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში Sweeft-ი. ჩემმა მეგობარმა შემატყობინა, რომ არსებობდა ქართული საერთაშორისო კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ასაქმებდა დეველოპერებს. დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია და გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა. წარმატებით გავიარე გასაუბრების რამდენიმე ეტაპი და მალევე გავხდი ინტერნი React-ის მიმართულებით, კომპანიაში, რომელშიც დღემდე არ ვწყვეტ განვითარებას. Sweeft-ში დასაქმებიდან ძალიან მალე ჩავერთე სხვადასხვა საინტერესო პროექტში. ინტერნობიდან 2 თვეში მივხვდი, რომ ბევრად საინტერესო მიმართულება იყო ჩემთვის React Native, რაც საქართველოსთვისაც სრულიად ახალი გახლდათ და ამიტომ კლიენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი Middle React Native-ის პოზიციაზე, ვიმუშავე უამრავ საინტერესო, საერთაშორისო პროექტზე და შემდეგ გავხდი Senior React Native. ცხადია, ჩემი განვითარება აქ არ შეწყვეტილა, რის წყალობითაც დღესდღეობით Sweeft-ში უკვე ჩემი მიმართულების, ReactNative-ის Chapter Lead ვარ", − აცხადებს ჯორჯი.

Entrepreneur-თან საუბრისას ჯორჯი აღნიშნავს, რომ Sweeft-მა მისცა შესაძლებლობა ემუშავა და ეკეთებინა საქმე, რომელიც მას ყოველთვის იზიდავდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან ახალგაზრდა სპეციალისტის შრომა და ენთუზიაზმი დაუფასებელი არასოდეს დარჩენილა, რაც პროფესიონალის განვითარებისათვის საჭირო მოტივაციის საფუძველია.

„როდესაც ეს ყველაფერი გავაანალიზე, მზად ვიყავი არასოდეს დამეძინა და მუდამ ეს საქმე მეკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ 20 წლის ასაკში მოვახერხე მეპოვა საყვარელი საქმე და კომპანია, რომელიც ჩემს მონდომებას ხედავს და აფასებს", − გვიზიარებს React Native-მიმართულების გუნდის ლიდერი, − „საკუთარ თავზე მუშაობა არასდროს მთავრდება. როდესაც კომპანიაში მოვედი, სულ 36 დეველოპერი ვიყავით, დღეს კი თანამშრომელთა რაოდენობა 400-მდე აღწევს. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, განვითარების შესაძლებლობასა და რა თქმა უნდა, პროექტებს. კომპანიაში ვმუშაობთ პროგრამირების ისეთივე საერთაშორისო სტანდარტით და გვაქვს ისეთი შიდა კორპორაციული კულტურა, როგორიც გლობალურ Hi-Tech-კომპანიებს აქვთ. ამ ყველაფრის მონაწილე რომ ხარ, ეს ძალიან დიდ მოტივაციას გძენს. როდესაც ხედავ, როგორ ვითარდება შენთან ერთად შენივე მიმართულება და მიგაჩნია, რომ ამაში დიდი წვლილი მიგიძღვის, წარმოუდგენელია არ გქონდეს მოტივაცია, არ გაჩერდე და იშრომო როგორც შენი თავის, ასევე საკუთარი გუნდის მეტად განვითარებაზე. ვცდილობ, როგორც მენტორი, ჩემს ინტერნებს ისევე დავეხმარო განვითარებაში, როგორც თავის დროზე კომპანია მე დამეხმარა".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"