You can be on Entrepreneur’s cover!

DSDguard - სადენზინფექციო და სტერილიზაციის მოწყობილობები ნანო ციხისელის მიერ შექმნილი მოწყობილობა ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

DSDguard - სადენზინფექციო და სტერილიზაციის მოწყობილობები,
ნანო ციხისელი – დამფუძნებელი

ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება მივიღე წინა წლების მუშაობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა ჰაერის გაწმენდას, რადგან ჰაერის დაბინძურების გამო, ადამიანის ჯამრთელობა სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა როგორც გასულ წლებში, ასევე დღეს არსებული მდგომარეობით.

დამაჯერებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი მოწყობილობები მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. შესაბამისად, მოვაწყვეთ მიკროლაბორატორია აუცილებელი გამზომი ხელსაწყოებით, რომლის საშუალებითაც თითოეულ შექმნილ პროდუქტს ვუტარებთ სათანადო ტექნიკურ ტესტირებას.

დღესდღეობით, საწარმოოდ გამზადებულია ერთი სახეობის პროდუქტი, სახელწოდებით Airsanitizer-25, რომლის მოხმარება განსაკუთრებით ეფექტურია პრევენციის მიზნით სეზონური ვირუსებისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, მაღალი გავრცელების რისკის მქონე დაავადებების შემთხვევებში, რომელიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით.

წლების განმავლობაში მიღებული ცოდნის საფუძველზე, დღეს უკვე შეგვწევს უნარი, ჩემს გუნდთან ერთად სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების მოწყობილობა შევქმნათ, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდას დახურულ სივრცეებში.

Airsanitizer-25 ადეზინფიცირებს ჰაერს დახურულ სივრცეში და 95%-ით ანადგურებს, შლის ჰაერში არსებული მიკროორგანიზმების (ბაქტერიების, ვირუსების) დნმ-სტრუქტურას.

მოწყობილობის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოყენება შეიძლება ოთახიდან გაუსვლელად. არსებული მოწყობილობა არ გამოყოფს ოზონს.

Airsanitizer-25 შეიძლება ჩამოვკიდოთ ნებისმიერ ხალხმრავალ და ცხოველების ბინადრობის ადგილებშიც კი. ეს შეიძლება იყოს: სამედიცინო დაწესებულება, სილამაზის სალონი, საწარმოები, კვების ობიექტები, საჯარო და საზოგადოებრივი შენობები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საოფისე და საცხოვრებელი სახლები და ა.შ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი