📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გელა ჩარკვიანი: "ვინც გაუძლო დატვირთულ რეჟიმს..." გელა ჩარკვიანი გვიყვება, როგორ მოახერხა სსრკ-ის ჩაკეტილ პირობებში სრულფასოვნად შეესწავლა ინგლისური ენა და როგორ ასწავლა ის სხვებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წიგნში „English როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი გვიყვება, როგორ მოახერხა სსრკ-ის ჩაკეტილ პირობებში სრულფასოვნად შეესწავლა ინგლისური ენა და როგორ ასწავლა ის სხვებს. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული „მტრის ენის" შესწავლა პარადოქსებით სავსე სისტემაში, რომელშიც „The Times"-ის ყიდვა სამშობლოს მოღალატედ გაქცევდა, სრულიად უდანაშაულო ქსეროქსის აპარატს კი საზოგადოებისთვის საშიშ იარაღთა სიაში მოწინავე ადგილი ეჭირა.

– მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ არქიტექტორი ვყოფილიყავი. ახალგაზრდობაში თავად ოცნებობდა არქიტექტორობაზე. არ გამოუვიდა და ახლა შეეძლო, ეს ოცნება ნაწილობრივ მაინც შვილთან იდენტიფიცირებით აესრულებინა. ამის გამო ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ვსწავლობდი არქიტექტურაზე.

საინტერესოა, რომ ზოგჯერ ცხოვრების ერთი პატარა ეპიზოდი მთლიანად ცვლის ყველაფერს. სწორედ ასეთი ეპიზოდი იყო 1960 წელს ბერტ ჯონსონთან შეხვედრა. მე და ჩემი მეგობარი ალეკო ჯაფარიძე, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა, რუსთაველის გამზირზე ვსეირნობდით; ამ დროს დავინახეთ ამერიკელი შუახნის კაცი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს წარმოდგენაში ამერიკელი უნდა ყოფილიყო. გაგვიკვირდა, რადგან მაშინ ტურისტებს იშვიათად ნახავდით – ახალი დაწყებული იყო ეს „დათბობა" აიზენჰაუერისა და ხრუშჩოვის შეხვედრის შემდეგ.

გავაჩერეთ ეს ამერიკელი და დავიწყეთ საუბარი; ახლაც მახსოვს – ეს იყო ბერტ ჯონსონი, იურისტი, ცხოვრობდა ბოსტონში. ჩვენ ის ალეკოსთან წყნეთში დავპატიჟეთ, რის შემდეგაც ბერტმა რესტორანში მიგვიწვია. თამადა, ბუნებრივია, მე უნდა ვყოფილიყავი, რადგან ინგლისური ყველაზე უკეთ ვიცოდი; თურმე უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა წინ – თამადა ხომ ყოველთვის სურვილებს გამოთქვამს („დიდხანს იცოცხლეთ", „ასეთი ლამაზი ყოფილიყავით ყოველთვის" და ა.შ.), მე კი მე ამის თქმა ინგლისურად ძალიან გამიჭირდა, აშკარად გავიჭედე. ამგვარი წინადადებები გრამატიკული კავშირებითი კილოს (Subjective mood) ფორმებია, რაც იმ დროს კარგად არ ვიცოდი. საშინლად გაბრაზებული დავბრუნდი სახლში, და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ინგლისური ძალიან კარგად უნდა მესწავლა!

ალეკო და მე რომ „ლაღიძეში" მირთმეული „ლიმონის" შემდეგ რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს არ გადავსულიყავით, დღეს დიდად განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი ვიქნებოდი. შიში მიპყრობს, როცა ვფიქრდები იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვს შემთხვევითობას, ალბათობებს ადამიანის ცხოვრებაში.

მიზნად დავისახე მხოლოდ ერთი რამ – რაც ვიცოდი ქართულად, აუცილებლად უნდა მცოდნოდა ინგლისურადაც. ღამე ვდგებოდი ხოლმე და ვფიქრობდი რა იყო ამა თუ იმ სიტყვის ეკვივალენტი ინგლისურად, მერე ვპოულობდი და ვიწერდი...

საბჭოთა – „მე ვოლოდია კუზნეცოვი ვარ" ტიპის სახელმძღვანელოების გამოყენება ჩემთვის მიუღებელი იყო – სუროგატი არ გამომადგებოდა. ენა ნამდვილი ინგლისური უნდა ყოფილიყო, თანაც ძალიან თანამედროვე, ინფორმაციული ხასიათის და არა მხატვრული, რადგან მწერლების ენა უმეტესად ძალიან ინდივიდუალურია. დასავლური პრესა ჩვენთან არ შემოდიოდა, ისე რომ საგაზეთო კიოსკებში "The Economist"-ს და "The Times"-დ ვერ შეიძენდი. თუმცა იყო ერთი გამონაკლისი – ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის გაზეთი "The Daily Worker" და მე სწორედ იქ გამოქვეყნებული წერილებით შევუდექი სიტუაციის გამოსწორებას. შევიძინე სქელი საერთო რვეული, რომელშიც "Daily Worker"-ში წაკითხული ტექსტიდან ვიწერდი ლექსიკურ ერთეულებს. დღეში 100 სიტყვას ვიწერდი სქელ რვეულში და ყოველ ღამე ვსწავლობდი".

...იმისათვის, რომ სრულყოფილად გესმოდეს რომელიმე ენა, არ არის საკმარისი მხოლოდ ლექსიკის ცოდნა; ამისთვის აუცილებელია ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის კულტურის ცოდნა. კულტურას როდესაც ვახსენებ, არ ვგულისხმობ მაღალ კულტურას – ლიტერატურას, მუსიკას და ა. შ. ვსაუბრობ ყველაფერ იმაზე, რაც ყოველმა რიგითმა ადამიანმა იცის – კულტურაში შედის პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ფიზიოლოგიის მიღმაა.

შეიძინეთ Entrepreneur-ის დეკ/იან ჟურნალი და გელა ჩარკვიანის ბესტსელერი "English - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" მხოლოდ 15 ლარად!

ჩემი პირველი ტურისტები ამერიკელი ცოლ-ქმარი იყვნენ. სასტუმრო „ინტურისტში" ასაკეც სკამზე ვიჯექი მათკენ შემოტრიალებული და ყველაფერს ვუყვებოდი, რაც კი ვიცოდი თბილისის წარსულისა და აწმყოს შესახებ. კაცი ყურადღებით მისმენდა, დროდადრო ჩემკენ გადმოიწეოდა და რაღაც შეკითხვას დამისვამდა. ქალი კი საზურგეს მიყრდნობოდა, გულგრილი იერი ედო და გორგასლის ხოხბის, თბილისში მოქმედ სხვადასხვა ინდუსტრიული ობიექტისა და ახალი მშენებლობების მიმართ არავითარ ინტერესს არ იჩენდა. „როგორია თქვენთან საშემოსავლო გადასახადი?" – შემეკითხა ქმარი. არ ვიცოდი. ამას მოჰყვა შეკითხვები ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის დონიის, ფულის დევალვაციის, აქციზებისა და სხვა ამგვარზე. ისეთებზეც, რომელთა არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი გამეგონა. ვცდილობდი რაღაც ზოგადი ფრაზებით გავსულიყავი ფონს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ქალი გადაიხარა და ქმარს ყურში, იქნებ ჩემს გასაგონადაც, ხმამაღლა ჩასჩურჩულა – ტყუილად ელაპარაკები, მაგას მაინც არაფერი ესმისო. გული ჩამწყდა...

როგორც ჩანს, ამერიკელებს ჩვენგან, საბჭოთა ადამიანებისგან განსხვავებული პრიოროტეტები აქვთ. ამიტომ ცნებები და კატეგორიები, რომლითაც ისინი აზროვნებენ, ჩვენთვის შეიძლება ზოგჯერ ნაცნობი არ იყოს. გამოდის, რომ ენის შესწავლასთან ერთად, ჩვენ რაც შეიძლება უკეთ უნდა გავეცნოთ ამ ენაზე მოლაპარაკეთა ცხოვრების წესს, მათს ინტერესებს, პრიორიტეტებს.

...მეოცე საუკუნემდე ენებს ასწავლიდნენ ე. წ. გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდით. ეს მეთოდი მისაღები იყო მკვდარი ენების, ბერძნულისა და ლათინურის, შესწავლის დროს, თუმცა ახალი ენების შესასწავლად მან, ასე ვთქვათ, „აღარ იმუშავა". აქვე უნდა ვახსენო ის გარემება, რომ ინგლისურს გრამატიკით ვერ ასწავლი, რადგან ინგლისურს, ჩვეულებრივი გაგებით, მორფოლოგია თითქმის არ გააჩნია. ზმნის უღლება ან არსებითი სახელის ბრუნება რომ ავიღოთ, აღმოჩნდება, რომ ინგლისურში ფლექსიები არ გვაქვს (სიტყვის ფორმა არ იცვლება). ამიტომ აქ სწავლების განსხვავებული მეთოდი უნდა მოვძებნოთ – ამ ენას გრამატიკით ვერ ასწავლი, აქ უნდა ასწავლო მოდელებით. სწორედ მოდელების შესწავლაზე გადავიდა მეთოდიკა მეოცე საუკუნეშიც: პირველი იყო ე. წ. პირდაპირი მეთოდი (Direct Method), შემდეგ აუდიო-ლინგვური მეთოდი, სადაც უკვე მთლიანად გამოთიშეს დედაენა (თარგმანი). პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც სერიოზულად გადავწყვიტე პედაგოგობა, ვიფიქრე, რომ ეს ცოტა ზერელე მიდგომა იქნებოდა. მივხვდი, რომ სწორედ კომბინირებული მეთოდი შეიძლებოდა ყოფილიყო საუკეთესო, რადგან იმ ძველ მთარგნელობით მეთოდსაც აქვს გარკვეული პლუსები.

შეიძინეთ Entrepreneur-ის დეკ/იან ჟურნალი და გელა ჩარკვიანის ბესტსელერი "English - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" მხოლოდ 15 ლარად!

ჩემი სწავლების მეთოდი შეიცავდა ელემენტებს ყველა არსებული პრაქტიკისა: მოსწავლეებს ვთხოვდი თარგმანის შესრულებას, რისთვისაც ვაძლევდი თანამედროვე ტექსტს მედიიდან; ვთხოვდი ტექსტის ნაწილისა და წინადადების მოდელების ზეპირობას; აქვე აღვნიშნავ, რომ თავად შევადგინე ნუსხა 500 ინგლისურ-ქართული მოდელისა, რომელშიც არის ყველა ტიპის ინგლისური წინადადება თავისი ქართული ეკვივალენტენტით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ლექსიკის შესწავლას, ყოველ გაკვეთილზე ვამოწმებდი ლექსიკის ცოდნას... ვინც გაუძლო ამ დატვირთულ რეჟიმს, დღეს უკვე შეუძლიათ, გამოიყენონ ინგლისური ყველა სახის საქმიანობაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან