You can be on Entrepreneur’s cover!

ჯეფ ბეზოსის წერილი თანამშრომლებს ელექტრონული წერილის სრული ვერსია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ძვირფასო ამაზონელებო,

სიხარულით გატყობინებთ, რომ მესამე კვარტალში Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადავდივარ და ენდი ჯესი ხდება აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი თავმჯდომარის როლში მთელი ჩემი ენერგიისა და ყურადღების გამახვილებას ვაპირებ ახალ პროდუქტებზე და ადრეულ ინიციატივებზე. ენდის კარგად იცნობენ კომპანიაში, დიდი ხნია Amazon- შია, თითქმის იმდენი, რამდენიც მე. ის გამორჩეული ლიდერი იქნება, მას ბოლომდე ვენდობი.

ეს გზა დაახლოებით 27 წლის წინ დაიწყო. Amazon მხოლოდ იდეა იყო და მას სახელიც არ ჰქონია. იმ დროს ყველაზე ხშირად ერთს მეკითხებოდნენ: "რა არის ინტერნეტი?" საბედნიეროდ, დიდი ხანია ამის ახსნა აღარ მიწევს.

დღეს ჩვენთან 1,3 მილიონი ნიჭიერი, თავდადებული ადამიანი მუშაობს, ასობით მილიონ მომხმარებელს და ბიზნესს ვემსახურებით და ფართოდ ვართ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია მსოფლიოში.

როგორ მოხდა ეს? გამოგონება. გამოგონებაა ჩვენი წარმატების სათავე. ჩვენ ერთად გავაკეთეთ სრულიად გადასარევი რაღაცეები და შემდეგ ჩვეულებრივად ვაქციეთ. ჩვენ პირველებმა დავნერგეთ მომხმარებელთა მიმოხილვა, 1 დაწკაპუნება, პერსონალიზებული რეკომენდაციები, Prime-ის გასაოცრად სწრაფი მიწოდება, Just Walk Out შოპინგი, გარემოზე ზრუნვის ვალდებულება, Kindle, Alexa, ღრუბლოვანი გამოთვლების ინფრასტრუქტურა და კიდევ ბევრი სხვა. გასაოცარი გამოგონებებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ნებისმიერი ახალი სრულიად ჩვეულებრივად იქცა. ადამიანები ამთქნარებენ და ეს არის სწორედ უდიდესი კომპლიმენტი, რომელიც შეიძლება გამომგონებელმა მიიღოს.

არ ვიცი სხვა კომპანია, რომელსაც ისეთი წარმატებები ჰქონდეს გამოგონებების სფეროში, როგორც Amazon-ს და მჯერა, რომ ახლა უფრო მეტის გამოგონება შეგვიძლია. იმედი მაქვს, ისევე ამაყობთ ჩვენი გამომგონებლობით, როგორც მე. მგონი, თქვენც ასე უნდა იყოთ.

მას შემდეგ, რაც Amazon გაიზარდა, ჩვენი მასშტაბების გამოყენება და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარება გადავწყვიტეთ. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი ორი მაგალითია: ჩვენთან მინიმალური ხელფასი საათში $ 15-ია და გარემოს დაცვის ვალდებულება. ორივე შემთხვევაში, ლიდერის პოზიციები გვიკავია და სხვებსაც ვთხოვეთ შემოერთება. ეს ორივე შემთხვევაში ამართლებს. სხვა მსხვილი კომპანიებიც ჩვენს მხარეს არიან. იმედი მაქვს, რომ ამითაც ამაყობთ.

ვფიქრობ, ჩემი სამუშაო მნიშვნელოვანია და ხალისიანი. მე ყველაზე ჭკვიან, ნიჭიერ, ყველაზე გენიალურ თანაგუნდელებთან ერთად ვმუშაობ. როდესაც კარგი დრო იყო, თავმდაბლები იყავით. როდესაც რთული დრო დადგა, ძლიერები გახდით და ყველას უჭერდით მხარს, ერთმანეთს ვაცინებდით. ამ გუნდში მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

ოფისში სტეპს მაინც ვცეკვავ და ამ გადასვლით აღფრთოვანებული ვარ. მილიონობით მომხმარებელი ჩვენს მომსახურებაზეა დამოკიდებული, მილიონზე მეტი თანამშრომელისთვის კი ეს არის საარსებო წყარო. Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა და უზომოდ შრომატევადია. როდესაც ასეთი პასუხისმგებლობა გაქვს, ძნელია სხვაზეც გაამახვილო ყურადღება. აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე კი, Amazon-ის მნიშვნელოვან ინიციატივებში ვიქნები ჩართული, მაგრამ დრო და ენერგიაც მექნება, რომ სხვადასხვა ფონდების მუშაობასაც მივაქციო ყურადღება. კერძოდ, Day 1 Fund, Bezos Earth Fund, Blue Origin, Washington Post-სა და ჩემს კიდევ სხვა გატაცებებს. ამაზე მეტი ენერგია არასდროს მქონია და ეს არ არის პენსიაზე გასვლა. აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ვხედავ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ ორგანიზაციებმა.

Amazon მომავალში უკეთეს მდგომარეობაში ვერ იქნება. ჩვენ ყველანი ისე ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, უკეთესად უბრალოდ შეუძლებელია, ისე როგორც სამყარო მოითხოვს ჩვენგან. ჩვენ კიდევ გვაქვს გეგმები, რომლებიც მომავალშიც ყველას გააოცებს. ჩვენ ფიზიკურ პირებსაც ვემსახურებით და საწარმოებსაც, პირველებმა შევქმენით მთელი ორი ინდუსტრია და სრულიად ახალი კლასის მოწყობილობები. ჩვენ ლიდერები ვართ ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიც მანქანური სწავლება და ლოჯისტიკაა, და თუ ამაზონელთა იდეა კიდევ ერთ ახალ ინსტიტუციურ უნარს მოითხოვს, საკმარისად მოქნილები ვართ და მოთმინებაც გვაქვს, რომ ისიც შევისწავლოთ.

განაგრძეთ გამოგონებებზე მუშაობა და გული არ გაგიცრუოთ იმან, თუ თავიდან ეს იდეა გიჟურად გამოიყურება. არ დაივიწყოთ, რომ უნდა იხეტიალოთ. დაე, ცნობისმოყვარეობა იყოს თქვენი კომპასი.

ჯეფი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი