📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ინოვაციური კორეული მოწყობილობები ვირუსული დაავადებების პრევენციისათვის SOFTX-ისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო თუ საზოგადოებრივი სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განსაკუთრებით დაცვა იმ უხილავი და ვერაგი ნაწილაკებისგან გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ფარულად ემუქრება. სწორედ უსაფრთხო გარემოს გასაძლიერებლად გადაწყვიტა კომპანია SOFTX-მა ტრადიციული საქმიანობის პარალელურად, ახალი სამუშაო მიმართულება წამოეწყო და ჩვენს ქვეყანაში კორეული ინოვაციური საშუალებები ხელმისაწვდომი გაეხადა.

აღსანიშნავია, რომ SOFTX-ი საქართველოში, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, უკვე ხუთი წელია ოპერირებს, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში კომპანიამ მნიშვნელოვანი სიახლეების შემოთავაზება და სამოქმედო არეალის გაფართოება მოახერხა. თუ როგორ აღმოჩნდა პანდემია ცვლილების კატალიზატორი და რას გვთავაზობს ამჯერად ის, Entrepreneur Health-ს კომპანიის დამფუძნებელი, თამარ გუდაშვილი უამბობს:

„ზოგადად, ყოველთვის გვინდოდა, გაგვეფართოვებინა მიმართულებები. პანდემიურმა მდგომარეობამ ისეთი გადაწყვეტილებების ძებნა დაგვაწყებინა, რომელიც თანაბრად სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ცალკეული ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულებებისა და სამედიცინო სექტორისთვის. სიახლე ჰაერისა და ესკალატორების სახელურების დეზინფექციას გულისხმობს, რათა გარემო და სივრცე სხვადასხვა მიკროორგანიზმითა თუ ვირუსებით გამოწვეული დაავადებებისგან მეტად დაცული გახდეს. აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობები, გარდა ჰაერის დეზინფექციისა, სივრცეებს ბოლისა და უსიამოვნო სუნისგანაც წმენდს, რაც ვფიქრობ, საჭირო და გამოსადეგია არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ ნებისმიერ დროს. ყველა მათგანს გავლილი აქვს კვლევები და სერტიფიცირება. ჯანმრთელობის სექტორში პირველად არ შევდივართ. აქამდე, უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში, შექმნილი გვაქვს სადაზღვევო ბიზნესის სამართავი სისტემა (Insurance Business Flow- IBF), რომელსაც არასამედიცინო (Non Life) პოლისების მართვის გარდა, უნივერსალური და უნიკალური ჯანმრთელობის პოლისების მართვის სისტემაც აქვს და თავის თავში დაზღვეულების, ოჯახის ექიმების, პროვაიდერების, მიმართვებისა და ჯანმრთელობის ანაზღაურების მართვის მოდულებს მოიცავს. აქვე აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ ამ სისტემით საკუთარი დაზღვეული „კოვიდ"-დადებითი პაციენტები წარმატებულად უკვე მართა".

ძირითადი საქმიანობის პარალელურად, სიახლეს, რომელსაც SOFTX-ი ამჯერად გვთავაზობს, სადეზინფექციო და ჰაერის გამწმენდი აპარატების არცთუ პატარა არჩევანია. მათ შორისაა პლაზმური სტერილიზატორები, ბიოპლაზმური აპარატები და ისეთი მოწყობილობები, რომელიც ესკალატორების სახელურებს ულტრაიისფერი გამონათებით ადეზინფიცირებს. ახალი პროდუქტების ჩამონათვალში შეხვდებით ელექტრო დეზობარიერებსაც, რომელიც სითხეებისა და დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას, ზემოთ ხსენებული აპარატების მსგავსად, არ საჭიროებს. ისინი ვირუსებთან საბრძოლველად ფაქტობრივად თვითკმარ მექანიზმს წარმოადგენს.

„ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა მოწყობილობა სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაშინაც კი, როდესაც მათი მოქმედების დროს ამავე სივრცეში ადამიანები იმყოფებიან. აპარატები ზედმიწევნით წმენდს, ადეზინფიცირებს და ასუფთავებს გარემოს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. დამეთანხმებით, დღეს ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას სხვადასხვა სექტორისა თუ ცალკეული ადამიანების წინაშე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი აპარატები კორეაშია შექმნილი და ყველა საჭირო კვლევა აქვს გავლილი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რაც მათ მაღალეფექტურობას და უსაფრთხოებას ადასტურებს. ვფიქრობ, ეს მოწყობილობები თანაბრად საინტერესოა ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სექტორისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის. სეზონური გრიპები და ინფექციები ყოველ წელს გვახსენებენ თავს და ადამიანების ავადობისას ბიზნესებიც ფერხდება. გვაქვს როგორც დიდი სივრცეებისთვის განკუთვნილი აპარატები, ასევე ე.წ. „დესკტოპ ვერსიები", რომელიც ამ ეტაპზე სადისტრიბუციო ქსელებისთვისაა ხელმისაწვდომი", − გვიხსნის თამარ გუდაშვილი.

მცირე ე.წ. „დესკტოპ ვერსიები" კი USB-სადენით მუშაობს და მფლობელი მას საკუთარ ავტომობილშიც დაუბრკოლებლად იყენებს. ჩართვის პარალელურად, მძღოლს შეუძლია მშვიდად მართოს საჭე და დახურულ სივრცეში ვირუსების გავრცელებაზე არ იღელვოს. შესაძლოა, ეს განსაკუთრებით ტაქსის კომპანიებისა და მძღოლებისთვის იყოს საინტერესო, რომლებსაც დღეში ათეულობით მგზავრი გადაჰყავთ. მინიმოდელის ბიოპლაზმური აპარატი მუდმივ რეჟიმში წმენდს ჰაერს, 13-15 მ² სივრცეებისთვისაა განკუთვნილი და სპეციალურ მონტაჟს არ საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება უფრო დიდ აპარატებს, მათი შეძენა წინასწარი შეკვეთითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც კომპანია მათ ტრანსპორტირებასა და მონტაჟზე თავად იზრუნებს.

როგორც თამარ გუდაშვილი გვიყვება, ვიდრე ეს უსაფრთხოებაზე მოდარაჯე მოწყობილობები საქართველოში აღმოჩნდებოდა, შექმნისა და შემოწმების ვრცელი გზა გაიარა. მათი შექმნის უპირველესი მიზეზი კი ისევ და ისევ ვირუსები და ბაქტერიები გახდა, რომელთა გავრცელებასაც წლების წინ ასეთი მასშტაბური სახე ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

„ჩვენ იმ კორეულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებმაც პლაზმისა და ბიოპლაზმის აპარატების შექმნა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყეს კორონავირუსის MERS-შტამის გავრცელების დროს. მათ გაიარეს ყველა საჭირო კვლევა და სერტიფიცირება, როგორც კორეაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, და აქვთ FDA-ის სერტიფიკატი. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ კორეა ძალიან მომზადებული შეხვდა COVID 19-ის გავრცელებას და არ მოუწიათ ეკონომიკის მნიშვნელოვნად გაჩერება. ამაში კი დიდი წვლილი სწორედ ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს მიუძღვის, რომელიც ჩვენი ძალისხმევით უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი".

ადამიანებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე აქტიურად ზრუნვის გარდა, კომპანია SOFTX-ი ტრადიციული სამუშაო მიმართულების ერთგული რჩება, მის განვითარებასაც აქტიურად განაგრძობს და ბაზარს კიდევ ახალ, მოქნილ ციფრულ გადაწყვეტებს ჰპირდება.

მიმდინარე პროდუქტი კი, რომელსაც კომპანია ამჟამად ნერგავს, SALÓNE გახლავთ. ის სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების შიდა ადმინისტრაციული პროცესების სამართავად არის განკუთვნილი. მისი საბაზისო ფუნქციონალი სალონებს საჩუქრად გადაეცემათ და ამ სისტემით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ. მომხმარებლები კი სასურველ პროცედურებზე კომფორტულად და სწრაფად ჩაეწერებიან. გარდა ამისა, SOFTX-ის გუნდი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს გვპირდება, რომელიც ტრადიციისამებრ ადამიანებზე ზრუნვისა და ინოვაციური ინსტრუმენტების კომბინაციით იქნება შექმნილი. მომხმარებლებისთვის კი კომფორტთან ერთად, მეტი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტი გახდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი