📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"საქართველოს ფოსტამ" EMS გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

„საქართველოს ფოსტა" მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა. მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა იმგვარი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს. შედეგად, EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის.

მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის" ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ" 2020 წლის მონაცემებით დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. EMS კოოპერატივში გაერთიანებულია 180-ზე მეტი წევრი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მსოფლიოს მასშტაბით. „საქართველოს ფოსტა" 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.

"საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. "საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან