You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოში კულინარიული რეცეპტების ციფრული მუზეუმი იქმნება შესაძლებლობად ქცეული პანდემია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ მალე ინტერნეტ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა სახელწოდებით - Slice It გამოჩნდება, რომელიც მზარეულებსა და გურმანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარება და სახლიდან სახლში კერძების მიწოდებას გახდის შესაძლებელს. ამავდროულად Slice It კულინარიული რეცეპტების ციფრული მუზეუმი და მსოფლიოში ყველაზე დიდი კულინარიული ბიბლიოთეკა იქნება. როგორც მისი დამფუძნებელი გვეუბნება, ის კულინარიულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთ ბიზნეს მოდელში გააერთიანებს. ამ ციფრულ სივრცეში ნებისმიერ მსურველს, საშუალება ექნება არსებული თუ ახლად შექმნილი რეცეპტები სხვებსაც გაუზიაროს და ახალი გემოვნური გამოცდილებების შეძენაში დაეხმაროს. ამავდროულად ის პანდემიისგან გამოწვეული დასაქმების პრობლემის თავისებურ გადაჭრასაც გვთავაზობს.

თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა Slice It რთულ პირობებში და რა ახალ კულინარიულ გამოცდილებებს გვპირდება ის, ამას მისი დამფუძნებელი ნინი ქვირია გვიხსნის:

„დამატებითი შემოსავლები დღეს ყველაზე კრიტიკული კომპონენტია, რადგან პანდემიამ აჩვენა, რამდენად მგრძნობიარეა მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი რყევების მიმართ. საშუალო და დაბალი ფენა (მოსახლეობის 86%) ფინანსურ უსაფრთხოებას პრიორიტეტებში პირველ ადგილზე აყენებს. ბევრი ვიფიქრეთ რა გზით შეგვეძლო ამის გამოსწორება და შეძლებისდაგვარად მოგვარება. ვინაიდან და რადგანაც ეს პროექტი არის სოციალური, ჩვენი აპლიკაციის დახმარებით ვაჩენთ იმ თვითდასქამების პერსპექტივას, რაც პირდაპირ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება.

სახლში გამზადებული საჭმლით შემოსავლის გენერირებას "გავირუსების' მაღალი პოტენციალი აქვს. ანუ, დიდია ალბათობა, რომ გამართული სისტემის პირობებში აპლიკაცია word-of-mouth პრინციპით ძალიან სწრაფად და დინამიურად გახდება პოპულარული.

ვინაიდან ფუდტექ სექტორის ქვეკატეგორია - საჭმლის მიტანა/გატანა - ყოველწლიურად ფართოვდება (მომდევნო 4 წელიწადში გაორმაგდება და 200 მილიარდს მიაღწევს), ბაზარი იტევს და იტანს ახალ მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი ინოვაციურ შეთავაზებებს. ეს არის ფაქტორები, რომლის გამოც პროქტმა საინვესტიციო დაინტერესება გამოიწვია.

ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. ვებ-საიტს სამიზნე აუდიტორიაზე დავტესტავთ და მიღბული შედეგების საფუძველზე მალევე ჩავუშვებთ აპლიკაციას, რის შემდეგაც დავხვდეწავთ პროტოტიპს და სრულყოფული პროდუქტით წარვსდგებით გლობალურ ბაზარზე. როგორც აღვნიშნე აპლიკაციის საშუალებით კერძის მიწოდება სახლიდან სახლში, საკურიერო რგოლის ჩარევის გარეშე ხორციელდება. გურმანს შეეძლება ახლო მანძილიდან მიიღოს ის კერძი, რომელიც იმ მომენტში არის შემოთავაზებაში და აკმაყიფილებს მის სურვილს. კერძის მიღბისთვის მას სამი არჩევნის საშუალება აქვს: 1. წავიღებ ( მივა მზარეულთან და თვითონ გამოართმევს) 2. მომიტანე (მზარეულს თუ აქვს ეს ღილაკი გააქტიურებული ნიშნავს რომ შეუძლია თავად მიაწოდოს გურმანს კერძი) 3. გესტუმრები ( მივიდეს გურმანი მზარეულთან, ესტუმროს სალხში იქვე ,მიირთვას კერძი)

მესამე ვარიანტი მეტწილად მოგზაურებზეა გათვლილი, რომლებსაც საშუალება ეძლევათ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ოჯაში ესტუმრონ და ასე ვთქვათ მიიღონ კულინარიული თავგადასავალი", - ნინი ქვირია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი