BTU-ს პარტნიორობა თიბისი სტარტაპერთან და ახალი საინვესტიციო პროდუქტი ენჯელ ინვესტორებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში.

გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.

სტარტაპ ფონდი ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა

2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა, რომელმაც სტარტაპებში ინვესტირების მსურველი ინვესტორებისა ან/და ორგანიზაციებისათვის ახალი პროდუქტი - სტარტაპ საინვესტიციო სესხი - შექმნა. სტარტაპ საინვესტიციო სესხი განკუთვნილია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. სტარტაპ საინვესტიციო სესხი დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ დამატებითი სახსრები მათთვის საინტერესო სტარტაპის მხარდასაჭერად. სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საშეღავათო პერიოდი - სესხის გაცემიდან 6 თვე, პროცენტის გადახდით. სტარტაპ საინვესტიციო სესხის მისაღებად საჭიროა სტანდარტული სასესხო ხელშეკრულებისთვის საჭირო პროცედურების გავლა. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ www.tbcbank.ge-ს.

2021 წლის მაისში გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან.

საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან - გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას დღეიდან იწყებს,

გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი