You can be on Entrepreneur’s cover!

დროა ყველაფერს შემოქმედებითი თვალით შევხედოთ შესაძლოა ინტერნეტი მხოლოდ აუდიტორი ის მოძებნაში კი არ დაგეხმაროთ, არამედ იგი გაცილებით მეტი გახდეს , პარტნიორების პოვნის საშუალებაც იყოს .

By დენ ბოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ჯოზეფ გორდონ-ლევიტს ერთი გზავნილი აქვს ანტრეპრენერებისა და ხელოვანებისთვის ამ სოციალური დისტანცირების ხანაში: თქვენ ისევ შეგიძლიათ გაერთიანდეთ და ითანამშრომლოთ! ის უფრო მეტად კინოთი და ტელევიზიითაა ცნობილი, მისი ბოლო ფილმებია „დასაწყისი" და „ზაფხულის 500 დღე", მაგრამ გადაღებები შეწყდა და იგი მეტ დროს თავის 2010 წელს დაარსებულ კომპანია HitRecord-ში ატარებს. ამ კომპანიის მიმართ ინტერესი ბოლო ხანებში უზომოდ გაიზარდა.

HitRecord თავიდან საპროდიუსერო კომპანია იყო, მაგრამ პლატფორმად იქცა, რომელიც ადამიანებს თავიანთი მხატვრული პროექტების დაწყებისა და განხორციელების, ან კიდევ სხვების პროექტებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს (აგვისტოში მან პრემია Emmy დაიმსახურა და ACLU-სთანაც დაიწყო პარტნიორობა). „ადამიანები პოსტავენ, რასაც საკუთარი ხელით ქმნიან, და ამასთან ერთად, ამბობენ კიდეც: „ნახეთ, რა გავაკეთე", − ამბობს იგი, − „ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან პროექტების განხორციელებაში. ეს შესანიშნავი რამაა". მისი თქმით, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც რაღაცის ერთად შექმნა შორიდანაც კი შეგვიძლია.

უკვე დიდი ხანია, რაც გადასაღებ მოედანზე აღარ ყოფილხართ. თქვენთვის ძნელი აღმოჩნდა ამასთან შეგუება?

მივხვდი, რომ ნამდვილად დამეხმარა, კარანტინისა და იზოლირების ამ უცნაური პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად რაიმე შემოქმედებითზე მუშაობა. მაგრამ მარტო რომ ვყოფილიყავი, ამის გაკეთება ჩემთვის ძნელი იქნებოდა. იცით, როგორ არის? ცარიელ ფურცელს უყურებ და ფიქრობ, აი, ახლა კი დავწერ! აი, ახლავე, დავწერ სიმღერას! ეს შესაძლოა ძალიან ძნელი იყოს. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობდა − ფილმების გადასაღებ მოედნებზე ან შოუებზე, და ა.შ. ჩემთვის ნამდვილი საზრდოა სხვა ადამიანების შემოქმედებითი ენერგია.

უამრავ ადამიანს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო გაიზარდა ასე ძლიერ თქვენი პლატფორმა − HitRecord, და მეც ვეთანხმები ამ აზრს.

ტკბილ-მწარე სიხარული იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაართვეს თავი ადამიანებმა ამ ვითარებას და შემოქმედებითი მიდგომით როგორ გაუმკლავდნენ ყველაფერს. დღეს ინტერნეტში უამრავი რამ ხდება და ყველაფერი ხელოვნებასა და შემოქმედებას უკავშირდება. გინდა ყველას უთხრა − ჰეი, შეხედეთ, რა გავაკეთე, და ამაში ცუდი არაფერია. ამ გზით უამრავი საინტერესო რამ იქმნება, შემდეგ ადამიანები საკუთარ აუდიტორიას პოულობენ და ეს მშვენიერია. მაგრამ მე მომწონს ის იდეა, რომ შესაძლოა ინტერნეტი მხოლოდ აუდიტორიის მოძებნაში კი არ დაგეხმაროთ, იგი გაცილებით მეტი გახდეს და პარტნიორების პოვნის საშუალებაც იყოს. როდესაც ამას მოახერხებ, გრძნობ, რომ მართლაც ღრმა ადამიანური კავშირები გაქვს სხვებთან.

როდესაც კარგი დრო იყო, ინტერნეტში რაღაც მართლაც განსაკუთრებულის გამოქვეყნება შეგვეძლო. და დეპრესიაში ვვარდებოდით, თუ არავინ შეამჩნევდა და აზრს არავინ გამოთქვამდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ თქვენ − ადამიანებს, უბრალოდ რაღაცის მოწონებას კი არა, კავშირის გაღრმავებას სთხოვთ.

საქმეც ეს არის. თქვენ იცით, რომ მე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ, უამრავი მიმდევარი მყავს, ამიტომ, ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვაქვეყნებ, გულებსა და მოწონებებს მიგზავნიან. მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ვფიქრობ: „სულ ეს არის? მე იმ ბიჭზე მეტი უნდა მყავდეს!" აი, სწორედ ეს არის შფოთვის რეცეპტი. მე მიმაჩნია, რომ სოციალური მედია მთლიანად ამგვარ შფოთვებთანაა დაკავშირებული. შემოქმედებითი სული კი ძალიან ფაქიზია. ხელოვნებაზე არასწორად ფიქრობთ, თუ თქვენი შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, რამდენი მოწონების მიღებას აპირებთ.

თქვენს კარიერაშიც ასეა, არა? თქვენ ბევრს მუშაობთ ფილმზე ან ტელეშოუზე, და შემდეგ ყველაფერი კრიტიკოსებზეა დამოკიდებული.

იცით, რა არის? არ ვწუწუნებ, იმიტომ, რომ ფილმების გადაღება მიყვარს. მაგრამ ფილმის გადაღებისას ყველაზე ძალიან უშუალოდ გადაღებების პროცესი მიყვარს, მოედანზე ყოფნა და სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა, რაღაცის გარკვევა, რთული ამოცანების შესრულებაზე მუშაობა. ეს თვით პროცესის ის მომენტებია, რომელთა გამო თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მიხარია, რომ გამიმართლა და ამ ყველაფერში მონაწილეობას ვიღებ. ფილმი სულ ბოლოს გამოდის და სიმართლე გითხრათ, არც არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი მომენტი. ეს ცოტა არ იყოს, მღელვარებასთანაა დაკავშირებული.

მე ხშირად ვეკითხები ანტრეპრენერებს: „ამას რომ არ აკეთებდეთ, რას გააკეთებდით?" და ისინი მპასუხობენ: „არაფერს. ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც ვიცი ან მინდა". შემოქმედების შემთხვევაშიც ასე ფიქრობთ?

კომპანია HitRecord-ის შექმნაზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, მსახიობობა და კომპანიის მართვა გარკვეულწილად ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან განსხვავებულიცაა. ფილმი იქნება ეს თუ შოუ, მასზე მუშაობას ამთავრებ და შემდეგ ვერაფერს ცვლი. ყველაფერი დამთავრებულია, ადამიანებს მოსწონთ ან არ მოსწონთ, ეს არის და ეს. მაგრამ კომპანიის შექმნა უწყვეტი პროცესია. კომპანია არასოდეს ხდება სრულყოფილი, ასე არასდროს არის. თქვენ უბრალოდ ცდილობთ უკეთესი გახადოთ, უკეთესი გახადოთ, უკეთესი გახადოთ. ეს სრულიად განსხვავებული შემოქმედებითი პროცესია, რომლითაც ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ.

ეს საინტერესო განსხვავებაა. თქვენი აზრით, ეს ორი საქმიანობა ხელმძღვანელობის განსხვავებულ სტილს ხომ არ მოითხოვს?

როდესაც ფილმს ვიღებ, ყველა დეტალს მე უნდა მივაქციო ყურადღება, ეს ძალიან მომწონს. მე ძალიან შარიანი ვარ. ამის გაკეთებას ვერ შეძლებ, როდესაც ყოველდღიურად კომპანიას მართავ. ამ დროს უამრავი რამ ხდება. ამ თამაშში კიდევ ბევრი სხვა ელემენტია ჩართული. ეს ყველაფერი ჩემი მწარე გამოცდილებით აღმოვაჩინე. ჩვენ, HitRecord-ი წლების განმავლობაში მეტწილად საპროდიუსერო კომპანია ვიყავით: რამდენიმე შესანიშნავი ფილმი გადავიღეთ, პრემია Emmy მივიღეთ, და ეს ყველაფერი ჩემთან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ რეჟისორი ვარ. მაგალითად, სატელევიზიო შოუში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით, უამრავი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გარკვეული ნაწილის გამოყენება შევძელით ბოლო ეპიზოდებში.

ბევრ პარტნიორს ეგონა, რომ მე არ მოვინდომე ყველას გამოყენება. მაგრამ სინამდვილეში, ასე არ ყოფილა − ჩვენ ასე არ გვინდოდა, ჩვენ ყველა მსურველის ჩართვას ვერ ვახერხებდით პროექტში და ამ ამოცანის გადაჭრაზე დავიწყეთ ფიქრი. როგორ უნდა გვეთქვა ყველასთვის გულწრფელად: „ყველას მივესალმებით და ყველას ვიწვევთ ერთობლივ შემოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად..." და მივხვდით, რომ ამ როლში ყოველთვის ვერ ვიქნებოდით. რა მოხდებოდა, თუ იმას ავიღებდით, რაც ამ ერთობლივი პროექტების შესრულებისას ვისწავლეთ, ინსტრუმენტებს შევქმნიდით და ყველას მივცემდით შესაძლებლობას, საკუთარი პროექტების განხორციელება დაეწყო და პარტნიორებიც მოეძებნა?

ჩვენ ამ პროცესს ისე ვუყურებდით, როგორც ხელოვანები, მაგრამ ბევრი ადამიანი გვერდით გვრჩებოდა. მივხვდით, რომ ბევრად უკეთესი ტექნოლოგიები გვჭირდებოდა, სათანადო პროდუქტი და ტექნიკური გუნდი გვჭირდებოდა. ფული სილიკონის ველის ინვესტორებისგან მოვიზიდეთ. ჰოლივუდში უფრო ადვილი იქნებოდა თანხების მოძიება, მაგრამ იქაური ინვესტორების რეკომენდაციები არ გვჭირდებოდა. ჩვენთვის ნამდვილი ტექნოლოგიური ინვესტორების კავშირები და მითითებები იყო აუცილებელი.

მოკლედ რომ ვთქვათ: თქვენ გქონდათ იდეა და მიხვდით, რომ მან არ გაამართლა, შემდეგ კი სახაზავ დაფას დაუბრუნდით. აი, სწორედ ეს არის ანტრეპრენერული პროცესი! როგორ ფიქრობთ, ეს ამავე დროს შემოქმედებითი პროცესიც ხომ არ არის?

როგორც წესი, ყოველთვის იმედგაცრუება გელით, თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რა შედეგს მოგიტანთ ხელოვნება და შემოქმედება. მაგალითად, „იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ!" მე ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელსაც გაუმართლა, გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ამ წარმატებით ტკბობაც შეძლო. მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ამას ჩემთვის სრული კმაყოფილება არასდროს მოუტანია. არასდროს მქონია ცხოვრებაში მომენტი, მეგრძნო: „ოჰ, რა კარგია, მე შევძელი ამის გაკეთება". ამით ვერასოდეს იგრძნობ ისეთივე კმაყოფილებას, როგორსაც მე, როდესაც შედეგებზე არ ვფიქრობ და მთლიანად იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, თუ რა ჯილდოები მოყვება თავისთავად შემოქმედებით პროცესს.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"