You can be on Entrepreneur’s cover!

ლაზიკა კაპიტალი - ინოვაციური ფინანსური მომსახურება და პროდუქტები 18 ფილიალი დასავლეთ საქართველოში მეწარმეების მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ლაზიკა კაპიტალი" მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელს საკრედიტო პროექტის სახით დაარსდა, ხოლო ამჟამინდელი სტატუსითა და სააქციო საზოგადოების სახით კი 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ოპერირების არეალი მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს და 18 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის მიზანს დაბალი და საშუალოშემოსავლიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ადეკვატური მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. ორგანიზაციის განსაკუთრებული პრიორიტეტი მიკროდაკრედიტების მიმართულებაა.

"ლაზიკა კაპიტალი" მომხმარებლებს პროდუქტების შემდეგ სპექტრს სთავაზობს: კრედიტები ვაჭრობის, წარმოების, მომსახურების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სამომხმარებლო საჭიროებებისათვის. ამასთანავე, ის გზავნილების, ვალუტის გაცვლისა და კომუნალური გადასახადების გადახდის სერვისებსაც უზრუნველყოფს. ფინანსური მომსახურებების ჩამონათვლის ზრდასთან ერთად კი კომპანიას არაერთ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. 2020 წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი სირთულეების პარალელურად „ლაზიკა კაპიტალმა" მნიშვნელოვან ციფრულ წარმატებას მიაღწია. ორგანიზაციის ხედვებს, მიღწევებსა და გეგმებს, Entrepreneur-ს, კომპანიის საოპერაციო დირექტორი, ვასილ ძნელაძე აცნობს:
„2020 წელს COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა ბიზნეს სუბიექტებს თვალნათლივ დაანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მიერ დისტანციური სერვისების დანერგვასა და მათ განვითარებას, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით."ლაზიკა კაპიტალს" თავისი 20 წლიანი ფუნქციონირების მანძილზე ბიზნეს გარემოში მიმდინარე ძალიან ბევრ ცვლილებათან მოუწია გამკლავება. ეფექტურად წარმართული მენეჯმენტის, მოქნილობის და სწორი სტრატეგიის დახმარებით ორგანიზაცია მუდამ წარმატებით ახერხებდა სირთულეების გადალახვას. გამონაკლისს არც 2020 წელი წარმოადგენდა. პანდემიასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოღებულმა საგანგებო ზომებმა ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური დაეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, "ლაზიკა კაპიტალმა" მოახერხა მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება.


2020 წელს გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე სოციალური დისტანცირების აუცილებლობის ფონზე ბიზნესების წინაშე მაღალი პრიორიტეტის მქონე მიმართულებად იქცა მომხმარებლებისათვის დისტანციური სერვისების მიწოდება. ამ ფონზე გამონაკლისი არც "ლაზიკა კაპიტალი" ყოფილა, რომელმაც სწრაფი ადაპტაცია შეძლო ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესებზე და საკუთარ მომხმარებლებს უმოკლეს ვადებში ისეთი ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა, რომელიც მომხმარებლებს საბანკო სერვისების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის შექმნა
„დისტანციუირ საბანკო სერვისებს შორის ერთ-ერთი საბაზისო მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე სესხის განაცხადის მოთხოვნის და მისი დისტანციურად განხილვის შესაძლებლობისთვის დისტანციური ვერიფიკაციის/იდენტიფიკაციის პროცედურის გავლა გახლდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2020 წელს მოხდა რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. რეგულირების ლაბორატორია ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

მისი გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, საფინანსო სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

„ლაზიკა კაპიტალი" პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გამოიყენა ეს მარეგულირებელის მხრიდან შემოთავაზებული შესაძლებლობა და მოიპოვა უფლება, რაც გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან სესხის მოთხოვნის და მისი დისტანციური მომსახურების შესაძლებლობას.

დისტანიცურად სასესხო განაცხადის მიღება, კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა, განაცხადის განხილვა და განაცხადზე მოთხოვნის დისტანციური მომსახურება
კომპანიის შიდა პროცედურებზე დაყრდნობით და მარეგულირებლის მხრიდან დაწესებული წესების შესაბამისად, „ლაზიკა კაპიტალმა" მოახერხა შეექმნა დისტანციურად სესსხის განაცხადის მიღების, კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკიაციის და სესხის განაცხადების დისტანციური დამტკიცების სერვისი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ქართულ მიკროსაფინანსო სექტორში.
სერვისი მომხმარებლების მომსახურების სერვისს უფრო სწრაფს და მოქნილს ხდის. რაც გულისხმობს იმას, რომ კლიენტებს „ლაზიკა კაპიტალის" ოფისებში მოსვლის გარეშე, საკუთარი მოწყობილობებიდან შეუძლიათ გააკეთონ სესხის განაცხადი და დისტანციურად გაიარონ ყველა ის პროცედურა, რომელიც სჭირდება სესხის დამტკიცებას.აღნიშნული პროექტის განხორციელებაში „ლაზიკა კაპიტალთან" ერთად სამი ქართული Fintech კომპანია იყო ჩართული:

შპს „რეიზომატი"
SoftGen
Dolphin Software

აღნიშნულ კომპანიებთან თანამშროლობით 2020 წელს ვებგერდი LazikaCapital.ge სრულად განახლდა და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ინტერფეისი შიექმნა.
ვებგვერდი დაუკავშირდა დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პლატფორმა „იდენტომატს", რომლიც მეშვეობითაც მომხმარებლები გადიან დისტანციური ვერიფიკაცია/იდენტიფიკაციის პროცედურას ვიდეო სელფისა და დოკუმენტის ფოტოს გადაღებით.

„ლაზიკა კაპიტალმა" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შექმნა ქოლ ცენტრიც, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ამარტივებს დისტანციური ფინანსური სერვისების მიღებას მომხმარებლებისთვის.

"ლაზიკა კაპიტალი" მიკროსაფინანსო სექტორში პირველი ორგანიზაციაა, რომელიც იყენებს მსგავს ტექნოლოგიას მომხმარებელთა ონლაინ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისა და სესხების დისტანციური დამტკიცებისათვის.

სამომავლო გეგმები
მომავალში "ლაზიკა კაპიტალის" მიზანი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და უმაღლესი ხარისხის დისტანციური სერვისების უფრო ფართო სპექტრის მიწოდებაა. დღეს ეს სერვისები დისტანციურ ვერიფიკაციასა და იდენტიფიკაციის პროცედურას, სესხის განაცხადის დისტანციურად გაკეთებასა და სესხის ონლაინ დამტკიცებას მოიცავს.
ინოვაციური პროდუქტების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მზაობა „ღია ბანკინგის" პროექტში ჩასართავად. "ღია ბანკინგის" პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და წარმოადგენს მონაცემებზე დაფუძნებულ ფინტექ ბიზნეს-მოდელების განვითარების საფუძველს, აგრეთვე "ღია ბანკინგის" პროექტი ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის.
ორგანიზაციის განვლილი გზა და ტექნოლოგიური სიახლეების წარმატებით დანერგვის გამოცდილება გვმატებს რწმენას, რომ „ლაზიკა კაპიტალი" აქტიურად აითვისებს „ღია ბანკინგის" ინიციატივით გაჩენილ შესაძლებლობებს და დარგში ტექნოლოგიური ლიდერის/ნოვატორის პოზიციას შეინარჩუნებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"