You can be on Entrepreneur’s cover!

თიბისი ლიზინგის საგაზაფხულო აქცია ტოიოტას მოდელებზე დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი ლიზინგი მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, 12 მარტიდან 15 აპრილამდე, ტოიოტას მოდელებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. დაინტერესებულ მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ავტოცენტრში მისვლისას ტოიოტას მოდელებზე სხვადასხვა პირობები დახვდება, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია ის ახალ ავტომობილს თანამონაწილეობის გარეშე შეიძენს.

ეს ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეგეძლება წინასწარ არაფერი გადაიხადო და პირდაპირ ყოველთვიური შენატანის გადახდა დაიწყო.

გარდა 0%-იანი თანამონაწილეობისა, აქცია მოიცავს შემდეგ პირობებს:

- ფასდაკლებები სხვადასხვა მოდელზე ლიზინგით შეძენის შემთხვევაში;
- 15%-იანი ფასდაკლება სერვისებზე;
- Trade In ფუნქცია - მომხმარებელს შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ბრენდის ძველი ავტომობილი და ამ მანქანის ღირებულება ჩაეთვლება თანამონაწილეობად, რაც შეუმცირებს დარჩენილი თანხის მოცულობას.
- ავტომობილი ავტომატურად დაზღვეული იქნება;
- ლიზინგის დამტკიცება 30 წუთში — აქციის ფარგლებში, ლიზინგი მტკიცდება 30 წუთში. ანუ, ცენტრში მისვლიდან 1 საათში მომხმარებელს უკვე გაჰყავს ახალი ავტომობილი.

ერთადერთი, რაც დაინტერესებულმა პირმა ლიზინგით ავტომობილის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ იგი არ უნდა იმყოფებოდეს მიმდინარე ვადაგადაცილებაში.

თიბისი ლიზინგი 2003 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით მუდმივად უკვე 3000-მდე კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზარო წილი 72%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია.

თიბისი ლიზინგი მომხმარებლის მაგივრად შეისყიდის სასურველ აღჭურვილობას, უძრავ ქონებას თუ ტრანსპორტს და სარგებლობაში გადასცემს მას ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის სანაცვლოდ.
ბიზნეს სფეროებთან ერთად, თიბისი ლიზინგი აფინანსებს ავტომობილებს, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. მსოფლიო მასშტაბით, ლიზინგით ავტომობილის შეძენა ძალიან აქტუალურია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი