You can be on Entrepreneur’s cover!

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ლექციების სერიას უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინტერდისციპლინარული ფორუმი, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მიმდინარე გამოფენის - „მარჯანიშვილის უბანი"- არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობა"- ფარგლებში ჩატარდება.

საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ. ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში.

თარიღი: 20 მარტი

ღონისძიების განრიგი:

12:00 – 13:00

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი

13:00 - 13:45

თიკო ხომერიკი - ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში

13:45 – 14:15

შესვენება

14:30 – 16:15

ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურა მუზეუმში

16:15 -17:00

ირინა ქურთიშვილი - სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს

პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი" თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს.

აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი.

ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე.

ლექციებზე ფიზიკურად დასასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვეგ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ: www.conceptevents.ge

*გამოფენის პარტნიორები

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"