You can be on Entrepreneur’s cover!

128 წამი იმისთვის, რომ ვისუნთქო წარმატებული ანტრეპრენერების ჩვევები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Entrepreneur-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

„არ შემიძლია 15 წუთი ვიჯდე და ვმედიტირებდე", − ამბობს ტონი კო, − „ამას ჭკუიდან გადავყავარ! სად არ მიმაქანებს ჩემი გონება". ამიტომ Bespoke Beauty Brands-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თავის დამშვიდების უფრო ეფექტური გზა მოძებნა, რომელსაც მიკრომედიტაციას უწოდებს. „ეს 128 წამია დინების მდგომარეობაში შესასვლელად. რვაჯერ შესუნთქვა, ყოველი რვა წამის შემდეგ შესუნთქვა, ყოველი რვა წამის შემდეგ ამოსუნთქვა და შემდეგ თანმიმდევრობა იცვლება: ცხვირით შესუნთქვა, პირით ამოსუნთქვა, პირით შესუნთქვა, ცხვირით ამოსუნთქვა, ცხვირით შესუნთქვა, ცხვირით ამოსუნთქვა, პირით შესუნთქვა, პირით ამოსუნთქვა". კო ამბობს, რომ როდესაც ამ სუნთქვით ვარჯიშებს ამ თანმიმდევრობით ორჯერ ასრულებს, გრძნობს, როგორ მცირდება მისი შფოთვა და როგორ ძლიერდება კონცენტრაციის უნარი. „ნებისმიერს შეუძლია სუნთქვითი ვარჯიშების ისეთ თანმიმდევრობას მიაგნოს, რომელიც მისთვის იქნება ეფექტური", − ამბობს ის, − „ისე მოხდა, რომ ჩემს შემთხვევაში ეს ამართლებს და თან ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შემიძლია − მაშინაც კი, როდესაც ელექტრონულ წერილს ვწერ".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"