You can be on Entrepreneur’s cover!

"ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" – პროგრამა პროფესიული უნარებისა და პიროვნული ტრანსფორმაციისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

17 აპრილიდან ერიქსონ საქართველო (Erickson Georgia) თანამედროვე ლიდერებს, ტოპ მენეჯერებს და ნებისმიერი სფეროს პროფესიონალებს ქოუჩინგის ოთხმოდულიან სასერთიფიკატო პროგრამაზე იწვევს.

პროგრამა „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ერიქსონის საერთაშორისო სკოლის (Erickson Coaching International) დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მერლინ ატკინსონის მიერაა შემუშავებული და უკვე 40 წელზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს მსოფლიოს 25 ქვეყანაში. პროგრამაში მონაწილეობას ორმაგი დატვირთვა აქვს:

  1. მონაწილეები იძენენ ახალ პროფესიას და ხდებიან საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პროფესიონალი ქოუჩები. სერთიფიკატის საერთაშორისო აკრედიტაციის გამო მათ პროფესიული საქმიანობის და სწავლის გაგრძელების უფლება მთელ მსოფლიოში აქვთ.
  2. მონაწილეები სწავლის პროცესში იძენენ მიზნების რეალიზებისა და პიროვნული განვითარების უამრავ ინსტრუმენტს, გაივლიან თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას კოლეგებთან ერთად და განიცდიან სრულ პიროვნულ ტრანსფორმაციას

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიების მფლობელებისა და ტოპ მენეჯერებისთვის, ბიზნეს-ტრენენერებისთვის, ბიზნეს-კონსულტანტებისთვის, HR სპეციალისტებისა და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებები სურს, ამისათვის კი ახალი გზებისა და შესაძლებლობების აღმოსაჩენად ემზადება.

"ქოუჩინგის ეს პროგრამა სასარგებლოა ყველა მასშტაბის ლიდერისთვის, ვისი ამოცანაც პროფესიული და პიროვნული ზრდაა" - ალექსანდრე ჯეჯელავა, Erickson Coaching International კურსდამთავრებული

თანამედროვე, დინამიურ და ქაოტურ სამყაროში უამრავი რამე იცვლება და ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ადამიანებსა და ორგანიზაციებს განვითარების სწორი ორიენტირის პოვნა და გარემოსთან ადაპტაცია სულ უფრო და უფრო მეტად სჭირდებათ. ამისათვის, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად ქოუჩინგი მოიაზრება, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს პოტენციალის სწორად მიგნებასა და განვითარებაში კონკრეტული მიდგომებით ეხმარება.

საქართველოში ქოუჩინგის პირველი ოფიციალური გამოჩენა კომპანია „გროუინს" უკავშირდება, რომელიც 2015 წლიდან ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და ქოუჩინგის დაუფლების შესაძლებლობას ქვეყნიდან გაუსვლელად გვთავაზობს მეექვსე წელია. 2021 წლის 17 აპრილს უკვე მე-9 ნაკადი იწყებს საინტერესო მოგზაურობას საკუთარ თავსა და მიზნების მიღწევის სამყაროში.

"ქოუჩინგის ამ პროგრამას მენეჯერებისთვის და ლიდერებისთვის სავალდებულოს გავხდიდი" - ლელა სალაყაია, PHD, Erickson Coaching International კურსდამთავრებული

მონაწილეებს ქოუჩინგის მეცნიერებისა და ხელოვნების დაუფლებაში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული Erickson International-ის საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერები ეხმარებიან ხოლმე. ამჯერად პროგრამას წაუძღვება Erickson Central Asia & Caucasus დამფუძნებელი, ერიქსონის სკოლის მასტერ ქოუჩი და ოფიციალური წარმომადგენელი ყაზახეთში - გალია ხამიტოვა. პროგრამის თანაწამყვანია Erickson Georgia-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი თამუნა ჩიჩუა.

სასერთიფიკატო პროგრამა „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება", რომელიც სრულიად ახალი პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზაციაში დაგეხმარებათ, 17 აპრილიდან 18 ივლისამდე, 4 თვის მანძილზე გასტანს. პანდემიური პირობების გამო, პროგრამა წელს პირველად ჩატარდება ე.წ. ჰიბრიდული მოდელით – პროგრამის მონაწილეები ფიზიკურ სივრცეშიც შეიკრიბებიან და ონლაინ სწავლებასაც გაივლიან.

"ქოუჩინგმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში - უკეთესაც გავანაალიზე საკუთარი შესაძლებლობები და დავინახე - სად ვარ? რა მინდა? რა შემიძლია? სად მინდა რომ ვიყო? რა არის ჩემთვის პრიორიტეტი? ამ კითხვებს ჩვენ თითქოს ისედაც ვუსვამთ ჩვენს თავს, თუმცა ჩვენი ფიქრები ხშირად ქაოსურია და რაღაც სისტემატიზაციას საჭიროებას.. ქოუჩინგის შემდგომ ხვდები რომ მხოლოდ 30% დონეზე ახერხებდი იმას, რაც თავისუფლად და მეტად ეფექტურად შეგიძლია მიაღწიო ქოუჩინგის ტექნიკებით." - ნათია ზედგინიძე, PHD, Erickson Coaching International კურსდამთავრებული

საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, პროგრამაში გადახდილ თანხას ეფექტურ ინვესტიციად მიიჩნევს მონაწილეთა 86%. მათი 96% კმაყოფილია ქოუჩინგური გამოცდილებით, 98% კი ისურვებდა პროგრამის განმეორებით გავლას. სტატისტიკა ასევე გვამცნობს, რომ მონაწილეთა 10-20% ირჩევს ქოუჩინგს როგორც პროფესიას, დანარჩენი ნაწილი კი პროგრამაში მიღებულ ცოდნას იყენებს საკუთარი საქმიანობის, მიღწევების და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, შრომის ეფექტურობის ამაღლებისვის, ეფექტური მართვისთვის, უკეთესი კომუნიკაციებისთვის და ა.შ.

რეგისტრაცია 10 აპრილამდე გრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – coaching@growin.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"