საჩუქარი "სიმეტრია პარკისგან" - ინტერიერის დიზაინი და პრემიუმ ხარისხის რემონტი

საჩუქარი "სიმეტრია პარკისგან" - ინტერიერის დიზაინი და პრემიუმ ხარისხის რემონტი
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სიმეტრია პარკი“ თანამედროვე საცხოვრებელი უბანია თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე,  ოქროყანაში - ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელსაც თბილისზე განსაკუთრებული პანორამული ხედები გამოარჩევს. პროექტი 20 000 კვ.მ -ზე შენდება. ის  დახურული სამეზობლო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს ითვალისწინებს და  ცენტრალური პარკის გარშემო 31 კერძო ინდივიდუალურ სახლსა და დაბალსართულიან მრავალბინიან შენობებს აერთიანებს. „სიმეტრია პარკის“ მშენებლობა 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და მოსახლეები აქ ცხოვრებას უკვე სრულფასოვნად შეძლებენ.

ამჟამად, „სიმეტრია პარკში“ 21 ინდივიდუალური სახლია აშენებული, თითოეული მათგანი 3 სართულსა და 333 კვ.მ ფართობს მოიცავს. სახლების ნაწილს სარდაფის ტიპის სათავსოც გააჩნია, სადაც მობინადრის სურვილის მიხედვით მარანი ან სხვა დანიშნულების სივრცე მოეწყობა. „სიმეტრია პარკის“ ინდივიდუალური სახლები 150 კვ.მ  შიდა და გარე ეზოებს  ითვალისწინებს ­- ინდივიდუალური საცურაო აუზით, აგრო, ბრიტანული ან კლასიკური ბაღებით. აგრეთვე, როგორც ღია, ისე დახურული ტიპის 3 ავტოფარეხით. სახლების ნაწილის ეზოდან გამავალი ბილიკი პირდაპირ 2000 კვ.მ-ზე გადაჭიმულ ცენტრალურ პარკს ერწყმის.

საცხოვრებელ კომლექსში დაგხვდებათ ოთხსეზონიანი  გამწვანება იტალიიდან და პოლონეთიდან ჩამოტანილი, საგანგებოდ შერჩეული ანტიალერგიული და ენდემური მცენარეებით.

ამჟამად კი „სიმეტრია პარკში“ ცხოვრების მსურველებს კომპანია განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. თუ რას მოიცავს მიმდინარე შეთავაზება, ამას „სიმეტრია პარკის“ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბუაძე გვიხსნის:

„ჩვენთან სახლი მწვანე კარკასულ მდგომარეობაში ბარდება მოსახლეს. ამჟამად კი ასეთი რამ გადავწყვიტეთ -  პირველი 3 ინდივიდუალური სახლის მეპატრონეს საჩუქრად გადავცემთ  ცნობილი ქართველი დიზაინერის, ესმა ხეცურიანის მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს. ესმა ხეცურიანი სახლის ინტერიერის დიზაინზე მესაკუთრის სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით იმუშავებს, თანაც ისე, რომ დიზაინი ჩვენს კონცეფციას - „ჰარმონია შინ და გარეთ“ სრულად შეესაბამებოდეს. ინტერიერის იერსახის შექმნის შემდეგ, „სიმეტრია პარკი“ მომავალ მობინადრეებს დამატებით პრემიუმ ხარისხის მასალებით შესრულებული რემონტით დაასაჩუქრებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეზოს მოსაწყობად კომპანია თავად სთავაზობს მფლობელს რამდენიმე ტიპის ბაღის უკვე მზა დიზაინს: ბრიტანული, აგრო ან კლასიკური ბაღის ვარიაციებს.  ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ეზოში პატარა ინდივიდუალური აუზის მოწყობაც, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სახლის მეპატრონის საკუთრება იქნება. ეზოები ერთმანეთისგან ღობეებითაა იზოლირებული იმისთვის, რომ  სხვამ თქვენი სივრცით სარგებლობა ვერ შეძლოს.  ამავდროულად, საგანგებოდ, ჭადრაკულად ირგვება ხეები, რათა ერთამენთის ეზოებში გადახედვის პრეცედენტი და დისკომფორტი არ შეიქმნას“.

„სიმეტრია პარკის“ უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის მასალებით მშენებლობაა. აქ საგანგებოდ შერჩეული უახლესი ენერგოეფექტური, საიზოლაციო, თბო და ჰიდრო გადაწყვეტები გამოიყენება, რაც მაცხოვრებლებს ყოველთვიურ გადასახადებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

 „სიმეტრია პარკის“ ინდივიდუალური სახლები ზამთარში ძალიან სწრაფად თბება, ზაფხულში კი დიდხანს ინარჩუნებს სიგრილეს. ამასთანავე, თითოეულს განსაკუთრებული ფასადი გამოარჩევს, რისთვისაც კლინკერის ფილებსა და მაღალი ხარისხის საფასადე მასალებს ვიყენებთ.

თითოეულ სახლში პრემიუმ ბრენდის, ბელგიური - „რეინარსის“ ფირმის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯარა დაგხვდებათ, რომელიც სრულად სლაიდურია და საშუალებას გაძლევთ დატკბეთ პანორამული ხედებით ბუნებასა თუ ქალაქზე. ვიტრაჟები მზისგან დამცავი სისტემის შუშისგან მზადდება და ნებისმიერ ამინდში სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. სრულად გაღების შემთხვევაში კი ინტერიერი და ექსტერიერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და სისრულეში მოჰყვას ჩვენი კონცეფცია „ჰარმონია შინ და გარეთ“, - ამბობს დავით ბუაძე.

 მათ კი ვინც გადაწყვეტთ დასახლდეთ თანამედროვე უბან „სიმეტრია პარკში“,  კომპანია განსაკუთრებული შეთავაზებით გელით და ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს გპირდებათ.

Latest on Entrepreneur