You can be on Entrepreneur’s cover!

PROFY - მოაგვარე სახლის საქმეები ერთი აპლიკაციით სახლი დასალაგებელია? კედელია შესაღები? ან იქნებ სულაც ონკანია გაუმართავი? მაშინ ეს აპლიკაცია ნამდვილად შენთვისაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

PROFY პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც თქვენს სმარტფონში აუცილებლად უნდა გქონდეთ, რადგან ის სახლის პრობლემების თანამედროვე და მარტივ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

სახლი დასალაგებელია? კედელია შესაღები? ან იქნებ სულაც ონკანია გაუმართავი? მაშინ ეს აპლიკაცია ნამდვილად შენთვისაა.

PROFY ეს არის აპლიკაცია, სადაც მარტივად იპოვი შენს ქალაქში არსებულ ხელოსნებსა და დამლაგებლებს. ის ერთ სივრცეში ირგლივ მომუშავე პროფესიონალებს აერთიანებს და მათ მომხმარებლისთვის მარტივად ხდის ხელმისაწვდომს. მას კი თავის მხრივ, თამამად შეუძლია აირჩიოს ის მომსახურება, რომლის მიღებაც სურს და არსებულ ხელოსნებსა და დამლაგებლებს შორის სწორედ ის გამოიძახოს, რომელიც არსებულ საჭიროებას ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებს. იქნება ეს ფასის, სასურველი დროისა თუ შესასრულებელი სამუშაოს თვალსაზრისით.

PROFY-ის გამოყენებით დაზოგავ დროს, გამოიძახებ უნივერსალურ ხელოსანს ან დამლაგებელს და რაც მთავარია მიიღებ ხელმისაწვდომ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას. სწორედ ამიტომ მასზე მოთხოვნა მზარდია.

„ ბოლო პერიოდში თქვენც შეამჩნევდით რომ Profy-ის უფრო ხშირად ახსენებენ საზოგადოებაში და სოც მედიაში. როცა ადამიანი სერვისს საჭიროებს და კითხულობს ვის შეუძლია მისი დახმარება, ხშირად ურჩევენ Profy-ის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს განპირობებულია იმ კომფორტით რასაც ჩვენი პლატფორმა სთავაზობს. როცა ხარისხს ხელმისაწვდომი ფასიც ემატება, სერვისი მალე იძენს ახალ ერთგულ კლიენტებს. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მხოლოდ ახალი კლინეტების ხარჯზე ხდება პლატფორმის ზრდა და განვითარება. ამ დროის განმავლობაში შევიძინეთ ერთგული კლიენტები, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ჩვენი სერვისებით. როცა კლიენტი ოსტატისგან იღებს კარგ მომსახურებას, როგორც წესი ჩვენი დალაგების სერვისითაც სარგებლობს და პირიქით.

ამ ეტაპზე დალაგების სერვისი, როგორც კატეგორია ყველაზე პოპულარულია. ეს ბუნებრივია. ოსტატის მომსახურებისგან განსხვავებით, დალაგების სერვისი ხშირ შემთხვევაში ყოველკვირეულ რეჟიმში სჭირდება ადამიანებს. ამას ემატება ჩვენი მოქნილი სისტემა, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ კონკრეტული დასალაგებელი სივრცე, და გადაიხადონ მხოლოდ ამ სივრცის თანხა და არა მთელი ბინის თანხა. ასევე პოპულარულია "მიკროსერვისების" კატეგორია, რომელიც 2 საათიან დამხმარეს გულისმობს. დამხმარის სერვისი მოიცავს ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს როგორიცაა, ჭურჭლის რეცხვა, დაუთოვება, კონკრეტული ოთახის დალაგებას და უამრავ სხვა საყოფაცხოვრებო საკითხი", - გვიხსნის Profy-ის დამფუძნებელი ირაკლი ზანთარაია.

აღსანიშნავია, რომ სერვისის მიმწოდებელი ის ადამიანები, რომელთაც დახმარებისთვის Profy-ის მეშვეობით შეგიძლიათ მიმართოთ უკვე 112 არიან და ისინი ამ სივრცეში სპეციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ხვდებიან. ყურადღება ექცევა მათ პროფესიულ შესაძლებლობებს, წინა შესრულებულ სამუშაოებს და გამოცდილებას კონკრეტულ სფეროში. ასევე, სამუშაოს დაწყებამდე ისინი დეტალურად ეცნობიან საგანგებოდ შემუშავებულ სტანდარტებს და გადიან სერვის + ტრენინგს. ამ ყველაფერთან ერთად კი ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენის შემდეგ, კანდიდატი უკვე პლატფორმაზე სერვისის მიმწოდებელთა რიგებში აღმოჩნდება და შეკვეთების მიღებას შეძლებს. დასაქმების მსურველი კი საკმაოდ ბევრია, რადგან Profy მათ ამ სფეროში საკმაოდ სოლიდური შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას უქმნის, რაც ირაკლი ზანთარაიას თქმით ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 2-3 ჯერ აღემატება. ხარისხის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით კი, აქ არჩევანი საუკეთესო კანდიდატებზე ჩერდება.

Profy-ის გუნდმა უსაფრთხოების ნაწილზეც იზრუნა, რათა მომხმარებლებმა მაშინაც კი როცა მომსახურების გაწევისას თავად სახლში არ იმყოფებიან, თავი მშვიდად იგრძნონ.

„სახლში ყოფნა აუცილებელი არ არის, მთავარია დროულად მოხდეს გასაღების გადაცემა Profy-ზე და გასაღების დაბრუნების ან დატოვების უზრუნველყოფა. ჩვენი კლიენტების უმეტესი ნაწილი დასაქმებულია და დროის დაზოგვის მიზნით ურჩევნიათ დამლაგებელმა მანამ დაალაგოს სახლი სანამ ისინი სამსახურში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს ვემსახურებით, თუმცა უკვე ვმუშაობთ B2B მიმართულებაზე და მალე კორპორატიული მომსახურებაც შეგვემატება", - ამბობს ირაკლი ზანთარაია.

ის სამი მიზეზი, თუ რატომ ვირჩევთ PROFY-ი, შემდეგია:

  • კომფორტი

იძახებ ხელოსანსა და დამლაგებელს შენთვის სასურველ დროს, სწრაფად და მარტივად.

  • ხარისხი

კვალიფიციური ხელოსანი და დამლაგებელი ზრუნავს, რომ სერვისი განმეორებითი შეკეთების საჭიროების გარეშე, მაღალ დონეზე შესრულდეს.

  • ხელმისაწვდომობა

თავად ირჩევ სასურველი პროფესიონალს შენთვის მისაღებ ფასად და არ იხდი ზედმეტს.

როგორ ვიძახებთ PROFY-ის 3 მარტივი ნაბიჯით?

  • ირჩევ სასურველ მომსახურებას და უთითებ მისამართს.
  • ირჩევ პროფესიონალს და უთითებ სასურველ დროს.
  • იხდი ბარათით და იღებ მომსახურებას.

ასე, რომ გასაკეთებელი საქმე უკვე თამამად შეგიძლია მიანდოთ PROFY-ის, რომელსაც განვითარების მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ახალ საჭიროებებს გულისყურით უსმენს.

„ რაც შეეხება განვითარებას, ჩვენ აქტიურად შევისწავლით ინდუსტრიას, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს არსებულ კლიენტებს. ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ გამოკითხვებს და კვლევებს, რის შედეგედაც ვიღებთ ინფორმაციას ბაზრის სისუსტეებსა და დაუკმაყოფილებელ მოთხოვნაზე. დაუკმაყოფილებელი მოთხვონა კი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  1. არაორგანიზებული მიწოდება
  2. თაღლითობის მაღალი რისკები
  3. ხარისხის პრობლემები
  4. არა გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა, მომსახურების ფასების მაღალი პოლარიზაციით
  5. ვადებთან დაკავშირებული პრობლემები

მოთხოვნიდან და ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ "რენოვაციების" კატეგორიაზე, რომელიც ამ ეტაპზე მოიაზრებს ისეთ მცირე სარემონტო სამუშაოებს, როგორებიცაა:

  1. იატაკის ზედაპირის დაგება. (ლამინატი, პარკეტი, მეტლახი)
  2. კაფელ მეტლახის სამუშაოები
  3. ელექტრო და სანტექნიკური გაყვანილობა
  4. სამღებრო სამუშაოები
  5. შპალერი გაკვრა და სხვა სარემონტო სერვისები.

აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აპრილიდან.

ჩვენი მთავარი მიზანია, შევქნათ პლატფორმა რომელიც "მოუვლის" სახლს და მოაგვარებს ყველას მასთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო საკითხს", - ირაკლი ზანთარაია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი