You can be on Entrepreneur’s cover!

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

პარტნიორი წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები, დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, კონკურენტუნარიანობა, სტუდენტთა კმაყოფილების დონე, ჰაკათონები, ინფრასტრუქტურა, კონკურსები და ოლიმპიადები, გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, საერთაშორისო სერტიფიცირება, გადამზადების პროგრამები და პროექტები, თანამედროვე სასწავლო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები - ეს ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთია იმ სექტორებს შორის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მომავალი 5 წლის პერსპექტივაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზრდება. დასაქმების მასშტაბური მაჩვენებლის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიანად ითვლებიან მსოფლიო მასშტაბით.

თავად საინფორმაციო ტექნოლოგიები მეტად ფართო სექტორია და ბევრ მიმართულებას აერთიანებს. თითოეული ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, დიდი მოთხოვნაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე მნიშვნელოვნად გამოირჩევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამას ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში, რად­გან სტუ­დენ­ტი ს­წავ­ლობს არა მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, არა­მედ მისი ბიზ­ნეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ყ­ვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზებს.

სტუ­დენ­ტე­ბი სწავლობენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფეროს ყვე­ლა წამ­ყვან მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის, ღრუბ­ლო­ვან სერ­ვი­სებს, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექტს, ვირ­ტუ­ა­ლურ და გა­ფარ­თო­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბას, კიბერუსაფრთხოებას და სხვა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლასების გარ­და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რია:

  • ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, ინდუსტრია 4.0
  • კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია
  • ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
  • ბლოკჩეინ ლაბორატორია
  • განახლებადი ენერგიების ლაბორატორია

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე ყოველსემესტრულად ტარ­დე­ბა სხვადასხვა კონკურსები, ჰაკათონები, ოლიმპიადები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სა­ბა­კა­ლავ­რო ­პროგრამაზე ­ჩა­ბა­რე­ბა ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. პროგრამის კოდი: 1950103, პროგრამის ფასი: 2250 ლარი, პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული.

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450
საგნები, რომლითაც ბარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე:
• ქართული ენა და ლიტერატურა,
• უცხო ენა,
• მათემატიკა - 450 ადგილი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"