You can be on Entrepreneur’s cover!

ფლორენციის უფიცის გაციფრულების შემდეგ, Centrica BTU-ში მასტერკლასს გამართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართვავს. მასტერკლასი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 6 მაისს გაიმართება.

და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც კომპანიამ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.

Centrica-ს მასტერკლასი ,,A Digital Experience with Art&Culture'' საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება. მონაწილეთა შორის მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელიდან, სხვადასხვა გალერეებიდან, კომპანიები ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროდან.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან