Slice it - ნინი ქვირია

"ყოველთვის მინდოდა შემექმნა რაღაც ახალი, დამეწყო ისეთი საქმე, რომელსაც თავად გავუძღვებოდი"
Slice it - ნინი ქვირია
ფოტო: Slice it

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.  

ნინი ქვირია

Slice it, დამფუძნებელი

 

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ყოველთვის მინდოდა შემექმნა რაღაც ახალი, დამეწყო ისეთი საქმე, რომელსაც თავად გავუძღვებოდი და მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი. მომეფიქრებინა ისეთი იდეა, რომელიც რაიმე პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების საწყისი იქნებოდა. 

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ახალ, ინოვაციურ ბიზნესებს, მეწარმე კი ახორციელებს ტრადიციულ საქმიანობას. 

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ეს ბიზნესი თვითდასაქმების პერსპექტივას აჩენს, რაც დამეთანხმებით, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. პლატფორმა საშუალებას იძლევა, შინ დამზადებული კერძების გაყიდვით შემოსავლის წყარო გაიჩინონ მზარეულებმა, სტუდენტებმა და უბრალოდ, მოყვარულებმა.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ ზუსტად ის დრო იყო, დამეწყო ამ იდეის განვითარება და გამებედა ნაბიჯის გადადგმა. კულინარიაზე და შინ დამზადებულ საკვებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. გამოცდილი იყო თუ გამოუცდელი, ყველამ სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. პარალელურად, უმუშევრობამ იმატა. ამიტომაც დრო იყო, მემოქმედა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ჩემი მოტივაციაა, სხვა ქალებს გავუჩინო სურვილი, გახდნენ ანტერპრენერები, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. 

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

იღბალსაც მიუძღვის წვლილი იმ ეტაპამდე, რომელ ეტაპამდეც ახლა ვართ მისულები. წინ დიდი გამოწვევები გველოდება.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ამ ეტაპამდე მხოლოდ პატარა, მარტივად გადალახვადი გამოწვევა თუ შეგვხვედრია. დიდ გამოწვევებს მომავალში ველოდებით. ვიცით, რომ იქნება, მაგრამ გვჯერა, მაქსიმალურად გავუმკლავდებით. 

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

მთავარია, არ გაჩერდე! იბრძოლო იმისთვის, რაც შენია და შენთვის ძვირფასია. არასდროს დანებდე და იცოდე, რომ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს, ბევრი მარცხის მიუხედავად. თავადაც საწყის ეტაპზე ვარ, მაგრამ მთელი შემართებით ვაგრძელებ საქმიანობას!

Latest on Entrepreneur