You can be on Entrepreneur’s cover!

EVA - სალომე არღვლიანი მუდმივი სწავლა და განვითარება - საკუთარი თავისა და სხვისი. სწორედ ეს არის #EVA4EVA.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

სალომე არღვლიანი

EVA , დამფუძნებელი

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ჩემთვის არსებობს ორი მიდგომა იდეასთან დაკავშირებით. პირველი – იდეა, რომელსაც სჭირდება ოთახი, და ოთახს სახელი. ეს იდეები განხორციელებადია ორგანიზაციაში/კორპორაციულ იერარქიაში. მაგრამ არსებობს იდეა, რომელიც პირიქით − თავის თავში მოიცავს და გადაფარავს ყველა ოთახს, სართულს, შენობას, ქუჩას, უბანსა თუ ქალაქს, და ასეთი იდეების განხორციელება სწორედ ანტერპრენერებს უნდათ და შეუძლიათ.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც თავის იდეას არ აღიქვამს უპირველესად პირადი შემოსავლისა თუ მოგების მაქსიმალური ზრდის წყაროდ, არამედ მისი მთავარი მოტივაცია იდეის განხორციელების შედეგად მიღებული კოლექტიური სარგებელია. ეს სარგებელი კი უნიკალური, გარდამქმნელი, ახალი და შთამაგონებელია. მიუხედავად მისი ზომისა თუ გლობალურობისა. ანუ, არ აქვს მნიშვნელობა, შოკოლადს აწარმოებ თუ კოსმოსურ ხომალდს, თუ მიზანი ადამიანის კოსმოსში გაშვებაა.

ამ იდეის განსახორციელებლად კი, მზად ხარ, გადალახო ყველა დაბრკოლება, უგულებელყო ყველა სკეპტიციზმი, გაიღო საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსი, უარი თქვა ყოფით სიამოვნებებზე, მოისმინო ზღვა კრიტიკა, ნახო საკუთარი თავი დამარცხებულიც, იმედგაცრუებულიც, დემოტივირებულიც, და ისევ შენ მისცე ძალა შენს თავს, გააგრძელოს სვლა მიზნისკენ. გადააფასო ყველა ფასეულობა, შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები და მუდმივად გაუმჯობესდე.

HR-მართვის ფუნქცია ჯერ კიდევ არასწორად არის აღქმული და ხშირად მისი როლი მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას უკავშირდება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზაციაში ადამიანების არასწორ მართვაზე და მათი პოტენციალის გამოუყენებლობაზე, შედეგად კი, ორგანიზაციის წარუმატებლობაზე აისახება.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
EVA-ს მთავარ მიზანს, HR-პროფესიონალების გაძლიერება, მათი კომპეტენციის ამაღლება და ორგანიზაციაში HR-მართვის ფუნქციის სტრატეგიულ ფუნქციად გარდაქმნა წარმოადგენს.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

გაბედულება და სიმამაცე (განსაკუთრებით, ქალებში) არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური, არც იდეების მრავალფეროვნებას არ განიცდის უმრავლესობა, თუმცა რატომ მე და EVA? − პასუხი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გადაფასებაში, აქცეპტირებასა და აღიარებაში უფრო მოიძებნება.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

მუდმივი სწავლა და განვითარება − საკუთარი თავისა და სხვისი. სწორედ ეს არის #EVA4EVA.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

მე მიყვარს სიტყვა „გამართლება". ის აერთიანებს თავის თავში ბედს, იღბალს, იმედს, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ დაგეგმილისა და ნაფიქრის (რომელიც თავის მხრივ ცოდნას, გამოცდილებას ეყრდნობა) ახდენა, მუშაობის შედეგად, სავსებით შესაძლებელია.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ყოველი შემდგომი გამოწვევა არის ყველაზე დიდი და გადაუჭრელი, მათ გადაჭრამდე.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

როდესაც შენი ბიზნესი სხვის ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე და მომავალზე ახდენს გავლენას, ეს აასმაგებს პასუხისმგებლობას, თუმცა ამასთანავე, გაძლიერებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია