📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Chirina - ქეთევან ვაშაკიძე გაიცანით Chirina - ფრინველის ხორცის - "ბიუ-ბიუს" უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Chirina

„საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის „საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ „საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

ქეთევან ვაშაკიძე

Chirina, დირექტორის მოადგილე

Chirina არის ფრინველის ხორცის − „ბიუ-ბიუს" უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია. სამწუხაროდ, საქართველოში სოფლის მეურნეობა და ხორცის წარმოება დღესდღეობით კვლავ განვითარების დაბალ ნიშნულზეა. ჩვენი კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღიდან საქართველოში ინდუსტრიული, თანამედროვე, კონკურენტული წარმოების შექმნა იყო, რომელიც მოსახლეობას ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, ნედლი ფრინველის ხორცით ყოველდღიურად მოამარაგებდა. სწორედ ამ მიმართულებას ვემსახურებით აქტიურად 2013 წლიდან.

წარმოება, რომელსაც დღეს წარმოადგენს Chirina, ნულიდან შეიქმნა. დღესაც მახსოვს კომპანიის დამფუძნებელთან ერთად იმ ტრიალ მინდორზე გასვლა, სადაც დღეს რამდენიმე ქარხანა დგას, დასაქმებულია უკვე 500-მდე თანამშრომელი. ვაწარმოებთ იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოს გარდა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც იყიდება. ყოველივე ამის შექმნა უდიდეს გამბედაობას, რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ნამდვილად საამაყო და საინტერესო აღმოჩნდა ამ პროცესში მონაწილეობა.

ერთ--ერთი დიდი გამოწვევა იყო მემუშავა დარგში, რომელთანაც იქამდე არანაირი შეხება არ მქონდა. განათლება ეკონომიკის განხრით მქონდა მიღებული და ხორცის წარმოება ჩემთვის სრულიად ახალი მიმართულება იყო. თუმცა, შემართებამ და სურვილმა, საქართველოში თანამედროვე, მსხვილი წარმოების განვითარებაში მონაწილეობა მიმეღო, საშუალება მომცა ბევრი გამოწვევა გადამელახა და შესაბამის პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი.

სწორად განსაზღვრული მიზანი და აღნიშნულ მიზანზე ორიენტირებულობა, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ საქმიანობაში. ბიზნესსაქმიანობა საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა გადამწყვეტია, როგორ შევხედავთ და მივუდგებით ნებისმიერ სირთულეს. პოზიტიური შემართება, პოზიტიური შემართება და საკუთარი მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვა, განვითარების უმთავრეს პრინციპებად მიმაჩნია.

პანდემია ჩვენთვისაც, ისევე, როგორც ნებისმიერი დარგისთვის, სერიოზული გამოწვევა იყო და არის. წარმოების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუშაობა არ შეგვიწყვიტავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ნორმები, რომელიც კორონამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში „დაგვიწესა", „ჩირინას" თანამშრომლების უმეტესობის ყოველდღიურობას პანდემიამდეც წარმოადგენდა. პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მაღალი დონე (პირბადე, დეზინფექციები და ა.შ.) ჩვენი წარმოების პროცესის მუდმივი თანმდევია.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკთან" აქტიური პარტნიორობით ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობას ვგეგმავთ. ახალი ქარხნის ფარგლებში, განვახორციელებთ მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტების, კერძოდ კი ძეხვის, სოსისის, შებოლილი ქათმის ნაწილების წარმოებას ჩვენივე ნედლეულით, რაც მიგვაჩნია, რომ პროდუქციის გემოვნურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვან დადებით როლს შეასრულებს.

Chirina აქტიურად თანამშრომლობს „საქართველოს ბანკთან". საბანკო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში. პროექტი, რომელსაც ჩვენ 2021 წელს ხორცის გადამუშავების კუთხით ვგეგმავთ, სწორედ „საქართველოს ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან