📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

MIT-ის პროფესორის ბილ ოლეტის მასტერკლასი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის, ავტორობით შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი სახელმძღვანელო 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად - BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

11 მაისს 17:00 საათზე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ბილ ოლეტის ონლაინ მასტერკლასი

რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად'' მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორების და ინკუბატორების მიერ. წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს რომ შექმნას წარმატებული სტარტაპი.

წიგნის ავტორი: ბილ ოლეტი, ხელმძღვანელობს MIT-ს მეწარმეობის ცენტრს, არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სერიული მეწარმე მრავალმილიონი საინვესტიციო პორტფელით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და აღიარების მქონე ბესტსელერი წიგნების ავტორი. 2021 წელს აშშ-ში, ბილ ოლეტს მიენიჭა წლის სამეწარმეო განმანათლებლის სპეციალური ჯილდო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი